„ბრტყელი“ სიფონი აღმოვაჩინე. გაწმენდას 3 წუთი სჭირდება, ნიჟარის ქვეშ ორჯერ მეტი ადგილია

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოველდღე საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ, განსაკუთრებით დიასახლისები, რომლებიც ყოველდღე საჭმლის მომზადებაზე 3-4 საათს ხარჯავენ. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ქალი სამზარეულოში საშუალოდ 8 წელს ატარებს.

სერიოზული ციფრია! სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახლში ეს ადგილი კომფორტული იყოს.

ბევრ დიასახლისს აწუხებს, რომ სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ სიფონი რაიმე ნივთის შენახვაში ხელს უშლის. მსგავსი მოცულობითი სიფონი ასე გამოიყურება:

რამდენიმე დღის წინ მშობლებმა სამზარეულო შეიძინეს და ნიჟარის დაყენება მთხოვეს. შემრევის და ნიჟარის კანალიზაციიასთან შეერთების პროცესში საინტერესო სიფონს გადავაწყდი, რომელსაც არასტანდარტული ფორმა აქვს და გამოსაყენებლად მოსახერხებელია.

პირველ რიგში, გასაწმენდად არაფრის დატრიალება არ მოგიწევთ. საკმარისია, სიფონის ქვეშ კონტეინერი დადოთ და საცობი მოხსნათ. მეორეც, სიფონს ბრტყელი ფორმა აქვს. ნიჟარის ქვეშ სანიაღვრე მილყელის სიმაღლე 8 სმ–ია, თავად სიფონი სამზარეულოს უჯრის კედელზე მიკრულია, რაც ნიჟარის ქვეშ ნივთების შესანახად სივრცეს 2–ჯერ ზრდის. გამოდის, სიფონის ქვეშ კიდევ ერთი სრულფასოვანი უჯრა თავისუფლად შეგიძლიათ გააკეთოთ. მშობლებმა ასე გააკეთეს!

აი, როგორ გამოიყურება სადრენაჟე სტრუქტურა ნიჟარასთან ერთად:

ყველა მილყელი მზადდება ჩობალიზე, რომელიც ბრუნავს და სიგრძეში რეგულირდება ისე, რომ სიფონი ნებისმიერი სიღრმის სამზარეულოს ავეჯის კარკასს ერგება.

თუ სიფონი გაიჭედა, რაც ცხიმოვანი დეპოზიტების გამო ხშირად ხდება, არსებობს საცობი, რომელიც სწრაფად შეგიძლიათ მოხსნათ (მეოთხედი შემობრუნებით):

დამეთანხმეთ, ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩვეულ სიფონებზე საცობის დატრიალება. ამის შემდეგ უნდა გარეცხოთ, რადგან ბევრი ვიწრო გასასვლელი აქვს, რომელშიც დეპოზიტები გროვდება. აქ, კი მხოლოდ ერთი ფართო მილია „U” მოსახვევით.

მშობლებმა ასეთი სიფონი IKEA–ს მაღაზიაში 50 ლარად შეიძინეს.

ბევრი ანალოგი არსებობს, საკმარისია ნებისმიერ სანტექნიკის ინტერნეტ მაღაზიაში „ბრტყელი სიფონი“ მოძებნოთ.

სამზარეულოს კარადა ნიჟარის ქვეშ ასე გამოიყურება:

როგორც ხედავთ, უშუალოდ ნიჟარის ქვეშ დამატებითი სივრცე გამოჩნდა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სამზარეულოში შესანახ ნივთებს ყოველთვის იპოვით!