კარი დაჯდა: 3 მარტივი მეთოდი სიტუაციის გამოსასწორებლად

ოთახებს შორის კარი ინტერიერის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სიმარტივის მიუხედავად, როგორც ნებისმიერი მექანიზმი, ისიც ტყდება. კერძოდ, კარი ჯდება, რაც მის მოძრაობაზ გავლენას ახდენს. Novate მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად სამ მეთოდს გთავაზობთ.

1. კბილის ჩხირები გამოიყენეთ

კარის ანჯამასა და კარის ყუთს შორის ადგილი ყურადღებით დაათვალიერეთ. ჯერ ერთი შეამოწმეთ, შემდეგ მეორე. თუ სხვადასხვა ანჯამას განსხვავებული ღრეჩო აქვს, გამოდის, რეგულარული მოჯახუნების გამო დაჯდა. დამჯდარი კარის ასაწევად შეგიძლიათ უბრალო კბილის ჩხირები გამოიყენოთ.

პირველ რიგში, ხრახნები შეამოწმეთ, რომლითაც ანჯამაა დამაგრებული. გათავისუფლებულ ხვრელში 1–2 კბილის ჩხირი ჩადეთ, შემდეგ ხრახნი მიახრახნეთ. ამის შემდეგ კარი კონწიალს შეწყვეტს, როგორც მინიმუმ, ცოტა ხნით.

2. გრძელი მოკლეს ნაცვლად

კარის ანჯამაზე ხშირად მოკლე ხრახნს ან თვითხრახნს იყენებენ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში ანჯამები და კარი ასეთ ხრახნებზე ჯდება ან ირყევა. პრობლემას მარტივად და დახვეწილად მოაგვარებთ. საკმარისია, მოკლე ტექნიკა უფრო გრძელით ჩაანაცვლოთ.

3. არასწორი სისტემის ანჯამა

კარის ანჯამა საკმაოდ საიმედო ნივთია. თუმცა, მასზე ფიზიკური მოქმედება მუდმივად ხდება. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანჯამა დეფორმირდება. თავის მხრივ, ეს კარის არასწორად მუშაობას იწვევს. ამ შემთხვევაში ანჯამების გამოცვლა მოგიწევთ. სხვა ვერაფერს გახდებით. როგორც მინიმუმ, შეგიძლიათ ძველი ანჯამა ჩაქუჩით გაასწოროთ. თუმცა, ეს დიდ დროს მოითხოვს.