5 რამ, რაც უნდა იცოდეთ, თუ ხის სახლის დათბუნვას სერიოზულად უდგებით

ჩვენთან უბრალოდ ხის სახლის აშენება საკმარისი არაა. მასში ცხოვრება რომ შეძლოთ, შენობის სათანადოდ დათბუნვა მოგიწევთ. ამის გაკეთება ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უმჯობესია საქმეში კვალიფიციური სპეციალისტები ჩართოთ. თუ ხელები მუშაობს გთხოვთ, ჯერ მოცულობითი თეორიის შესწავლა მოგიწევთ. „გახურების“ სახით Novate გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან მომენტს ხის სახლის დასათბუნად.

1. რა უნდა იცოდეთ ორთქლის გამტარობის შესახებ?

ინტერნეტ სივრცეში მარტივად იპოვით ინფორმაციას, თუ როგორი სისქე უნდა ჰქონდეს იზოლაციას ამა თუ იმ უბანში. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უმეტეს შემთხვევაში მითითებული ციფრები დაშვებულია სერიოზული ვარაუდით – ტენიანობა ნორმის ფარგლებშია. უნდა ითქვას, რომ მაღალი ტენიანობის პირობებში მარტივი ციფრებით მიღწეული თბოიზოლაცია ეფექტურობას სწრაფად კარგავს ან შეიძლება სრულიად უსარგებლოც იყოს.

ოთახში გაცხელებული ჰაერის ფარდობითი ტენიანობა მცირდება, თუმცა ადამიანების და წყლის წყაროების არსებობა ტენიანობის ზრდას იწვევს. სითბოს გადაცემა შეიძლება კონსტრუქციის თერმული წინააღმდეგობის გამოყენებით გამოთვალოთ. წყლის ორთქლის მოძრაობა შეგიძლიათ ორთქლის გამტარობის წინააღმდეგობის გამოყენებით გამოთვალოთ.

ამისთვის გამოიყენება ფორმულა: Rp=d/l

d – სტრუქტურის დამცავი ფენის სისქე მეტრებში

l – სტრუქტურის დამცავი მასალის ორთქლის გამტარობის კოეფიციენტი.

განსხვავებული სიმკვრივის მასალას l კოეფიციენტის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

2. რა უნდა იცოდეთ კარკასულ შენობაზე?

წყლის ორთქლი ცივ სეზონზე შენობის დატოვებას ყოველთვის ეცდება, თუ ორთქლის გამტარობის დაბალი წინააღმდეგობა აქვს. ყველაზე ცუდია ის, რომ იზოლაციის გარე მხარეს ორთქლი გროვდება, რაც იზოლაციის დასველებას იწვევს. სველი იზოლაციის ფენა პოზიტიურ თვისებებს კარგავს.

ამის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ შიდა კარკასში ორთქლის იზოლაციის ფირი უნდა გააკრათ. სრული ჰერმენტაციის მისაღწევად დამაკავშირებელ ადგილებში ლენტა ეწებება. შიდა დაცვაში ასევე ქარის საწინააღმდეგო ფირიც იკვრება, რომელიც წყლის ორთქლის საჭიროებისამებრ ატარებს.

3. რა უნდა იცოდეთ ძელურ სახლზე?

თუ ძელის კედლის სისქე 100 მმ და მეტია, ორთქლის იზოლაცია არ სჭირდება. ამასთან გარედან ასეთი კედელი თამამად შეგიძლიათ დათბუნოთ, მაგალითად, ბაზალტის ბამბით. ორთქლის იზოლაციაზე უარის თქმა რეკომენდებულია იმისთვის, რომ სახლი პოლიეთილენის პარკად არ იქცეს.

4. რა უნდა იცოდეთ ძელის ხარისხის შესახებ?

ნებისმიერი იზოლაციის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ ძელი იდეალურ მდგომარეობასთან ახლოსაა. ძელს აბსოლუტურად დალუქული დამცავი სტრუქტურები უნდა ჰქონდეს. თავისი სიმკვრივით იზოლაცია ხესთან ახლოს უნდა იყოს. მორებს შორის უნდა იყოს მოთავსებული საიზოლაციო მასალა: ძენძი, ხავსი ან რულონი. ისე უნდა დათბუნოთ, რომ ძელში არა მხოლოდ ხვრელი არ დარჩეს, არამედ მასალაზე შეხების ადგილი არ იყოს, პრინციპით ხე–ხეზე.

ძელების შეერთება უნდა მოხდეს პრინციპით „პირი–პირზე“. კუთხური ძელები ისე უნდა შეაერთოთ, რომ ამ ადგილას დაბერვის რისკი სრულად გამოირიცხოს. კონსტრუქციის ყველა ელემენტის სწორად დაჯდომაში მხოლოდ მომავალ წელს დარწმუნდებით. როგორც კი გასაგები გახდება, რომ ძელებში ხვრელები არაა, ბაზალტის ბამბით გარე იზოლაცია ხდება.

5. რომელია ყველაზე სახიფათო ხალტურა ძელების დაყენებისას?

ძელების დაზიანების ბევრი მეთოდი არსებობს. არაფერია იმაზე ცუდი, როცა „ხელოსანი სახლის აშენებისას მოკლე ხის საცობების ნაცვლად ჩვეულებრივ ლურსმანს, ხრახნს ან არმატურას იყენებს. ასეთი მიდგომა აუცილებლად ხვრელების გაჩენას გამოიწვევს. ასეთი ძელების გადარჩენა უკვე შეუძლებელია – მთელი კონსტრუქცია დაზიანებულია.