მარტივი ხრიკი, როგორ მოვაშოროთ კალმით ნაწერი შპალერს, კედელს და ავეჯს

ავეჯსა და კედელზე წარწერები ნებისმიერი ბინის ინტერიერის გარდაუვალი ნაწილია, სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობენ. მათ ძალიან უყვართ ხატვა, განსაკუთრებით, ზედაპირებზე, რომლებიც სახატავად არ არის განკუთვნილი. ეს აუცილებლად კოსმეტიკურ რემონტს იწვევს, ვინაიდან შპალერის გამოცვლა უფრო მარტივია, ვიდრე გარეცხვა. ზოგჯერ, შეღებილ კედელზე კალმის მოშორება რთულია, ძალიან კოროზიულია. აღმოჩნდა, რომ ბურთულიანი კალმით ნაწერი ადვილად ირეცხება ხსნარით, რომელიც იაფი საშუალებებით სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ. Novate გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხსნარი.

რა დაგჭირდებათ ამისთვის?

ხსნარის მოსამზადებლად აუცილებლად დაგჭირდებათ სამი კომპონენტი, რომელთაც უახლოეს აფთიაქში შეიძენთ. ესაა 70%–იანი ძმარი, კალიუმის პერმანგანატი, წყალბადის ზეჟანგი. სამუშაო ინსტრუმენტის სახით ბამბის ჩხირები დაგჭირდებათ.

როგორ მოვამზადოთ ხსნარი?

მინის თასში 1 ს/კ ძმარი ჩაასხით, 1/5 ჩ/კ კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) დაუმატეთ და კარგად აურიეთ. გამწმენდი ხსნარი მზადაა. ახლა ზედაპირის გაწმენდას შეუდექით.

როგორ გავწმინდოთ ზედაპირი ხსნარით?

ბამბის ჩხირით ხსნარი გასაწმენდ ზედაპირს წაუსვით. წარწერიანი ადგილები კარგად დაასველეთ. არ შეგეშინდეთ, რომ ზედაპირი გაჯერებულ ვარდისფრად შეიღებება. ამ ყველაფერს შემდეგი ეტაპით მოაშორებთ. საშუალებას გაშრობა აცადეთ.

როცა გამწმენდი ხსნარი გაშრება, წყალბადის ზეჟანგით მოაშორეთ. ამისთვის, სუფთა ბამბის ჩხირი წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და ვარდისფერი ლაქები მოაშორეთ. ამ პროცედურის შემდეგ კალმით ნაწერიც და გამწმენდი საშუალების ნარჩენებიც მოშორდება.

ამ ხსნარით შეგიძლიათ კალმის წარწერები ნებისმიერ ზედაპირს მოაშოროთ: ავეჯი, შეღებილი კედელი, ქაღალდის და მრეცხავი შპალერი, იატაკის საფარი. ეფექტური მეთოდით რემონტს თავიდან აიცილებთ, დროს და ფულს დაზოგავთ. ახლა კალმის წარწერების მოშორება ადვილია! ეს მეთოდი ბავშვებს არ აჩვენოთ, რადგან დღიურში ცუდ ნიშნებს წაშლიან! (ეს ხუმრობით).