5 რამ, რაც კუთხესახეხი მანქანის აკუმულატორის შესახებ უნდა გაარკვიოთ. ამას მაღაზიაში არ გეტყვიან

ბევრი თვლის, რომ აკუმულატორზე მომუშავე ინსტრუმენტი უკეთესია, ვიდრე სადენზე. ის ხომ გარკვეული ხარისხის თავისუფლებას იძლევა, საძულველი სადენის თან თრევა არ გიწევთ. უბრალოდ უნდა ადგეთ და დასახული ამოცანა შეასრულოთ. სინამდვილეში, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე „უბრალოდ აკუმულატორის დატენვა“. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კუთხესახეხ მანქანას ეხება. Novate გიზიარებთ 5 საკითხს, რაც კუთხესახეხი მანქანის აკუმულატორის შესახებ უნდა იცოდეთ.

1. მუშაობის ხანგრძლივობა

იმედი ხომ არ გაქვთ, რომ აკუმულატორზე მომუშავე კუთხესახეხი მანქანა ავტონომიურ რეჟიმზე მთელი კვირა 24/7 საათი იმუშავებს? 2 mA–h სიმძლავრის აკუმულატორი მხოლოდ 5-7 წუთით გეყოფათ, 4 mA–h სიმძლავრის – 10-12 წუთი. ინსტრუმენტი სერიოზულ დატვირთვაზე კიდევ უფრო ნაკლები ხნით იმუშავებს. ეს ინსტრუმენტის როგორც ძვირადღირებულ, ასევე ბიუჯეტურ მოდელებს ახასიათებს.

2. სიმძლავრე

უსადენო ინსტრუმენტების უმეტესობა სადენიან ანალოგებთან შედარებით სუსტია. მსხვილი მწარმოებლების ძლიერი მოდელებიც გვხდება, მაგრამ მინიმუმ 54 ვოლტზე ასეთი კუთხესახეხი მანქანის ფასი იმხელაა, რომ რამდენიმე ხელოსანს თავისი კუთხესახეხი მანქანით უფრო მარტივად დაიქირავებთ. ასეთი ინსტრუმენტის ფასი 2530 ლარიდან იწყება.

3. წონა

სამწუხაროდ, თუ ნიკოლა ტესლამ ჰაერით ელექტროენერგიის გადაცემის საიდუმლო აღმოაჩინა, საფლავში წაიღო. სწორედ ამიტომ, აკუმულატორის გარეშე მუშაობა ჯერ ვერ ვისწავლეთ. შესაბამისად, ნებისმიერი სამუშაო ინსტრუმენტის მასის დიდი წილი ბატარეაზე მოდის.

4. ბატარეის ხარჯი

საქმე ბატარეის ძალიან სწრაფად დაცლას არ ეხება. საქმე იმაშია, რომ კუთხესახეხი მანქანა ბატარეას სწრაფად გამოუსადეგარს ხდის. მის „ჯანმრთელობაზე“ ხანგრძლივი მუშაობა და გაპრიალების შესრულება ცუდ გავლენას ახდენს. ბოლო სამუშაოსთვის სჯობს უსადენო კუთხესახეხი ინსტრუმენტი არ გამოიყენოთ.

5. უნივერსალურობა

მკაცრად რომ ვთქვათ, მისი არ არსებობა. სადენიანი კუთხესახეხი მანქანისგან განსხვავებით უსადენო უნივერსალური ინსტრუმენტი არაა. მას ხანგრძლივი ოპერაციებისთვის, ასევე დიდ დატვირთვაზე ვერ გამოიყენებთ. საკმაოდ ვიწრო სპეციალური ინსტრუმენტია, რომელიც ძნელად მისადგომ ადგილებში გამოიყენება.