კონტროლის 2 მეთოდი, რომ ობიექტზე სამშენებლო მასალების და საღებავების ქურდობა არ დაუშვათ

ახალი ობიექტის აშენების ან რემონტის დროს მშენებლებისგან შეიძლება ორი უსიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ:

  • გათვლებში მეტ მასალას ჩაწერენ, ხოლო დარჩენილ ნაშთს წაიღებენ.
  • შეძენილ ნარევებს, განსაკუთრებით ძვირადღირებულს, სხვა ობიექტიდან უფრო იაფი ანალოგით ჩაანაცვლებენ.

ამ ყველაფერს ქურდობა ჰქვია და მოვლენების ასეთი განვითარებისგან დაზღვეული არავინაა. Novate გიზიარებთ ოლეგის გამოცდილებას, როგორ არ დაუშვათ სამშენებლო მასალების ქურდობა.

პრობლემა

მთელი ცხოვრების განმავლობაში რემონტთან და მშენებლობასთან შეჯახება არაერთხელ მომიწია. ამას ყოველთვის ბევრი სამშენებლო მასალის ყიდვა ახლავს. იქ, სადაც ბევრი მატერიალური ღირებულებაა, ხოლო სათანადო კონტროლი არა, ქურდობის ცდუნება ჩნდება.

აი, ბოლო მაგალითი. 68 მ² ფართობის ბინას ვარემონტებდი. სამუშაო მოიცავდა დიდი მოცულობის მოჭიმვას, ბათქაშს, ფითხს, თვითსწორებად იატაკს, ფილების დაგებას. მოკლედ, ამ ობიექტზე 350-ზე მეტი ტომარა სხვადასხვა ნარევი დაიხარჯა. მშენებლებმა მოტყუება დაიწყეს და 30-ზე მეტი სხვადასხვა სამშენებლო ნარევი გაიტანეს, მათ ნაცვლად იმავე ბრენდის ცარიელი ტომრები მოიტანეს. მომახსენეს! მაგრამ ეს გავარკვიე.

თუ უცნობი გუნდი მუშაობს, არავინ იცის, რას უნდა ელოდოთ მათგან. მშენებლებმა შეიძლება ნარევი შეცვალონ ან ზედმეტი წაიღონ და უფრო იაფად სხვა ობიექტზე გაყიდონ. ჩემს პრაქტიკაში ასეთი ყოფილა და არა ერთხელ. იყო შემთხვევები, როცა პირდაპირ ობიექტზე ძვირადღირებული ნარევი გადაფუთეს და მის ნაცვლად იაფი ანალოგი გამოიყენეს. ტომრები ლამაზად დააკრეს. ძვირადღირებული, ბუნებრივია, გაიტანეს, მაგრამ ამის გამოვლენა მოვახერხე.

არაკეთილმოსურნე მშენებლები შეიძლება სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთია – ზარალი. ამასთან ბრძოლა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშენებლობაში ვერ ერკვევით. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ობიექტზე კამერა დააყენოთ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა. ხან ინტერნეტი არაა, ხან დენი. და მაინც, კონტროლის მეთოდი არსებობს, რომელიც ერთმა ნაცნობმა მშენებელმა მირჩია.

პრობლემის მოგვარების 2 მეთოდი

  1. მშენებლებმა მასალებზე ხელის მოსათბობად ზედმეტი რომ არ დათვალონ, ორი სხვადასხვა გუნდი გამოიძახეთ. დავუშვათ, სამზარეულოს რემონტი გჭირდებათ. თქვენ მიერ მოწვეულმა მშენებლებმა რემონტი შეაფასეს და მიუთითეს, რომ გჭირდებათ 15 სამშენებლო ნარევი, 20 ლ პრაიმერი და 10 კგ საღებავი. მეორე დღეს სხვა სამშენებლო კომპანია გამოიძახეთ და შეფასება სთხოვეთ. თუ ორივე შეფასებით მასალების მოცულობა თითქმის ერთნაირია, გამოდის, არ გატყუებენ. თუ ძლიერ განსხვავდება, დასვით კითხვა, რატომ და დასკვნები გამოიტანეთ, ვინ ცდილობს მოტყუებას. ეს სიამოვნება უფასოა, რადგან წინასწარი შეფასებისთვის ფულს არავინ ითხოვს.
  2. კონტროლის მეორე მეთოდი მარკერის შეძენას მოითხოვს. როცა მასალები (ცემენტი, მშრალი სამშენებლო ნარევი, საღებავი, საგლესი, ყველაფერი, რაც შეფუთულია) მოგაქვთ, აუცილებლად დანომრეთ და ყუთებს/ქილებს წარწერები გაუკეთეთ, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ ცარიელი ქილების ჩაბარება მოსთხოვეთ. მაგალითად, ობიექტზე 20 ტომარა ცემენტი მიიტანეს. ისინი დანომრეთ და წარწერები გაუკეთეთ. მოგვიანებით, სამუშაოს შესრულების შემდეგ მშენებლებს ანგარიში, კერძოდ დანომრილი ტომრების ჩაბარება მოსთხოვეთ. მენდეთ, თუ ზედმეტი დარჩა, თქვენ დაგრჩებათ!

ეს ორი მარტივი მეთოდი ზედმეტი ხარჯისა და სამშენებლო მასალების შესაძლო ქურდობისგან დაგიცავთ.