პატარა ბინის ინტერიერის 6 მაგალითი, რომელთაც გამოცდილი დიზაინერები ხშირად იყენებენ

ინტერიერის დიზაინი არ შეიძლება ჩაითვალოს კარგად, თუ ლამაზია, მაგრამ არა კომფორტული. პატარა ბინის სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში კომფორტულად იცხოვროთ. Novate გიზიარებთ პროფესიონალების რამდენიმე რჩევას, რომლებიც შეიძლება გახდეს მაშველი რგოლი, რომელიც თქვენს ინტერიერს ახალ დონეზე აიყვანს.

რჩევა 1: შენახვის სისტემის დაგეგმვა

ეს მომენტი ყოველთვის მთავარია, როცა საქმე პატარა ბინას ეხება. როცა ბინაში მანევრირების ადგილი, აივანი და საკუჭნაო არაა, მაგრამ ბევრი ნივთის განთავსება გსურთ, სწორად დაგეგმილი სათავსოები წინა პლანზე მოდის. შეეგუეთ, რომ პატარა ბინაში დაგეგმარება და დიზაინერული გადაწყვეტილება არა მხოლოდ სილამაზით და სტილით, არამედ ერგონომიკით ნაკარნახევია. სწორედ ამიტომ, შენახვის სისტემა უნდა შექმნათ ყველგან, სადაც შესაძლებელია.

მაგალითად, ოთახები, სადაც მინიმალურ დროს ატარებთ, შეგიძლიათ ანტრესოლით აღჭურვოთ. იდეალურია დერეფნისთვის, საწოლის თავზე ან გასასვლელ ადგილებში. ალბათ, ბევრ მკითხველს გაახსენდება საბჭოური კარადა ოთახსა და სამზარეულოს შორის ჭერქვეშ, რომელიც ბევრ ხრუშჩოვის ბინაში იყო. ასეთი ინტერიერის გადაწყვეტილებაა, როგორც ბევრი სხვა რამ, მოდაში ბრუნდება, ოღონდ უფრო ლამაზად და თანამედროვე გამოიყურება.

ყურადღება მიაქციეთ: მთელ კედელზე ჩაშენებული დიდი კარადა მოსახერხებელი სათავსოს კარგი ვარიანტია. ასეთი ინტერიერის ნივთით შეგიძლიათ „ცალკე მდგომ“ ავეჯზე (ყველა შესაძლო კომოდი, სტელაჟი, ტუმბო და ა.შ) უარი თქვათ. რა თქმა უნდა, კარადა თავისი სიღრმის გამო საცხოვრებელ ოთახში ან დერეფანში თავისუფალ სივრცეს ოდნავ ზღუდავს, თუმცა წარმოუდგენლად მაღალი სათავსო ამ სანტიმეტრების შეწირვად ღირს.

რჩევა 2: მრავალფუნქციური ავეჯი შეიძინეთ

პატარა ბინა და მრავალფუნქციური ავეჯი ყოველთვის ხელიხელ ჩაკიდებული მოდის. ინტერიერის ნივთის არჩევისას ისეთ მოდელებს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გაუმკლავდება. მაგალითად, კომოდი, რომლის გვერდითა ნაწილიდან მაგიდა გამოდის, პუფი სათავსოთი.

რაც შეეხება საძინებელ ოთახს, დივნის შეძენა უფრო მომგებიანია, ვიდრე საწოლის. ასე დღისით ოთახის დიდ ნაწილს გაათავისუფლებთ და სტუმრების თავისუფლად მიღებას შეძლებთ. თუ საწოლის შეძენა გსურთ, შემაღლებულ ადგილზე დაფიქრდით. მასზე ავეჯის დადგმით შიდა სივრცის სათავსოდ გამოყენებას ეფექტურად შეძლებთ.

რჩევა 3: დისტანცია დაიცავით

როცა საქმე ბინის დაგეგმვას, ასევე დიზაინის პროექტის შექმნას ეხება, მომავალი ავეჯის რეალური ზომების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამას არ ან არასწორად გააკეთებთ, კარადასთან და ლოგინთან მისასვლელ ადგილს დაბლოკავთ, გასასვლელი ადგილს შეზღუდავთ, კარს ვერ გააღებთ და ა.შ. პატარა ბინისთვის, სადაც თითოეული სანტიმეტრი გათვლილია, ეს განაჩენია.

მთელი ავეჯი შეგიძლიათ დიზაინერის დახმარების გარეშე თავად დაალაგოთ. ეცადეთ, რომ მასშტაბში შეცდომები არ დაუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოგინსა და კედელს შორის მხოლოდ 40 სმ გასასვლელი შეიძლება დარჩეს.

ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის წინასწარ დაყოფა, რომ ბინაში თავისუფლად გადაადგილება შეძლოთ და ავეჯსა თუ დეკორს არ წამოედოთ. მაგალითად, ლოგინის გვერდებზე მინიმუმ 50 სმ უნდა დარჩეს – ამ შემთხვევაში კომფორტულად დაძინებას, გადაადგილებას შეძლებთ. კლასიკურ კარადას 60 სმ სიღრმე აქვს და დამატებით კარის გასაღებად სივრცე სჭირდება (ჩვეულებრივ, 40-45 სმ). რაც შეეხება გამოსაწევ უჯრებს, მისთვის 40 სმ უნდა დატოვოთ. როგორც ხედავთ, პატარა საძინებელში უფრო მომგებიანია კარადა–კუპე ყუთების გარეშე, რადგან მისი დახმარებით სივრცის მნიშვნელოვნად დაზოგვას შეძლებთ.

რჩევა 4: აივნის რაციონალურად გამოყენება

თუ აივანი გაქვთ, ის კარგად მოფიქრებულ შენახვის სისტემად აქციეთ. ბევრი მას დასასვენებელ ოთახად იყენებს, მხოლოდ ყავის მაგიდას, პატარა დივანს და რამდენიმე წიგნის თაროს დგამს. თუ პატარა ბინა გაქვთ, ამ იდეაზე უარი თქვით. აივანზე სჯობს საკუჭნაო და სეზონური ნივთების შესანახი სისტემა მოაწყოთ. ასე სივრცეს არ გადატვირთავთ და გეცოდინებათ, სად და რა გაქვთ შენახული.

დაფიქრდით ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა მატერიალიზმი – რაღაცის შეძენის და დაგროვების დაუძლეველი სურვილი, მაშინაც კი, თუ ადამიანი ნივთის შეძენის აუცილებლობას არ განიცდის. ნივთებს გადახედეთ და მათი სარგებელი და მნიშვნელობა ობიექტურად შეაფასეთ. ხშირად დაგროვების ლტოლვა ტანსაცმელს ეხება. გადახედეთ თქვენს კაბებს, ქვედაბოლოებს, შარვლებს, სვიტერებს, მაისურებს და იმ ნივთებს, რომლებიც არ ჩაგიცვამთ. აი, ნახავთ, ნივთების მთა, რომელიც საძინებელ ოთახში დიდ კარადას იკავებდა, რამდენჯერმე შემცირდება, ანუ უფრო სასარგებლოსთვის ადგილი გათავისუფლდება. იგივე აქსესუარებს, სამზარეულოს ჭურჭელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, დეკორს და ა.შ. ეხება.

რჩევა 5: გამოსაწევი და დასაკეცი სისტემები გამოიყენეთ

ყურადღება მიაქციეთ, რომ უჯრა და თარო კარადაში ერთნაირ მოცულობას იკავებს. ოღონდ, პირველის შემთხვევაში არსებულ სივრცეს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებთ, მეორე შემთხვევაში – ტანსაცმელს აწყობთ და მალე გავიწყდებათ, თუ რა დევს უკანა კედელთან.

რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? სწორია, ყველგან, სადაც შესაძლებელია, გამოსაწევი შენახვის სისტემები გამოიყენეთ. არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების არ შეგეშინდეთ. მაგალითად, მთელ კედელზე სიმაღლეზე შეგიძლიათ ვიწრო უჯრა მოაწყოთ: როგორც წესი, ასეთ უჯრას სამზარეულოში ბოთლების შესანახად იყენებენ. ასევე გვხდება გარდერობში, სადაც აფთიაქის როლს ასრულებს. ფეხსაცმლის კარადაში გამოსაწევ უჯრებზე დაფიქრდით – ასე დაახლოებით 40 სმ ფასადს უფრო ეფექტურად გამოიყენებთ. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ნივთებს უკეთ დაინახავთ.

გამოსაწევი ან ასაკეცი თაროებიც კარგი ვარიანტია. ასე დამატებით ზედაპირს შექმნით იქ, სადაც მისთვის ადგილი არაა. ამ თაროებით სამუშაო ზედაპირს ან ტუალეტის მაგიდას წარმატებით ჩაანაცვლებთ. ძალიან მოსახერხებელია, როცა ოთახში სივრცე შეზღუდულია, მაგრამ გჭირდებათ პატარა საოფისე კუთხე ან ადგილი, სადაც თავის გალამაზებას შეძლებთ.

რჩევა 6: ავეჯი შეკვეთით დაამზადეთ

ბინა ყველაზე სწორად მაშინ იქნება მოწყობილი, როცა ავეჯს შეკვეთით დაამზადებთ. აუცილებელი არაა, ბინა ისე მოაწყოთ, როგორც მანჰეტენზე, და ტრანსფორმერად აქციოთ. და მაინც, თქვენთვის მნიშვნელოვან ზონაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებისთვის ფულის გადახდა მაინც ღირს. პირველ რიგში, ასე სივრცეს კომფორტულს გახდით, მეორეც, ასეთ ავეჯში ერთხელ გადაიხდით, სამაგიეროდ წლები გამოიყენებთ. დამატებით, არ ინანებთ, რომ რემონტის ეტაპზე ფული დაზოგეთ და ახლა თავისუფალი ადგილის არ ქონით იტანჯებით.

მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოიდგინეთ, რომ საძინებელში ნივთების შესანახად შემაღლებული ადგილის დაყენება გსურთ. მაღაზიაში მსგავსი ავეჯი რამდენი ასი ლარით იაფი ღირს, თუმცა შეკვეთილი ავეჯით სიმაღლეს უფრო აწევთ, რომ მასში რამდენიმე მოცულობითი ჩემოდანი შეინახოთ. ახლა არ ინერვიულობთ იმაზე, თუ სად შეინახოთ ისინი.