
სახლის დალაგება ნაკლებად სასიამოვნო საქმეა, თან ძვირფას დროს და ენერგიას გვართმევს. დიდ სახლებში პრობლემა უფრო რთულდება. როგორც ამბობენ, ცხოვრება ისეთი გრძელი არაა, რომ მტვერსასრუტთან და შვაბრთან ერთად გაატაროთ. Novate გიამბობთ, რომელ იატაკის საფარს სჭირდება ნაკლები მოვლა და თან ძალიან პრეზენტაბელურად გამოიყურება.
კერამოგრანიტი – ალბათ, ყველაზე კომფორტული იატაკის საფარი დასალაგებლად, რომელსაც სპეციალური მოვლა არ სჭირდება. საკმარისია, სველი შვაბრით გადაწმინდოთ და ბზინვარებას იწყებს! ჭუჭყს არ შთანთქავს, სისველის მიმართ გულგრილია. რა თქმა უნდა, კერამოგრანიტის იატაკს თავისი ნაკლოვანებები აქვს. მაგალითად, სველი იატაკი სრიალა ხდება და მაღალტენიან შენობაში გონივრული არაა. მაგალითად, სააბაზანო ოთახში ან სამზარეულოში შეგიძლიათ კერამოგრანიტი ხის წინსაფრით დააგოთ. ასევე შეიძლება გაიგოთ, რომ კერამოგრანიტი ცივი საფარია. ამ პრობლემას თბილი იატაკის დაგებით მოაგვარებთ.
კორპის საფარი – ცვილით დამუშავებული კორპის პანელები წყალს, მტვერს და სხვა ჭუჭყს კარგად იგერიებს. საფარი როგორც მშრალ, ასევე სველ წმენდას იტანს. ამასთან კარგი თბოიზოლაციის თვისებები აქვს – იატაკი ასეთი საფარით ძალიან თბილია. აღსანიშნავია, რომ კორპის საფარს მაღალი ხმის იზოლაციის უნარი აქვს. კიდევ ერთი უპირატესობა ეკოლოგიურობაა: მასალა სახიფათო ნივთიერებებს არ გამოყოფს.
თვითსწორებადი იატაკი – კიდევ ერთი „ჩემპიონი“ სახლის მარტივად დალაგების კუთხით. მას, როგორც კერამოგრანიტს, წყალი არ აშინებს, ჭუჭყს არ შთანთქავს, სპეციალური მოვლა არ სჭირდება. ასევე დიელექტრიკულია, ანუ მტვერს არ იზიდავს. ამ იატაკის დიდი უპირატესობაა ის, რომ ძალიან გამძლეა და დიდი მექანიკური დატვირთვის გაძლება შეუძლია – საყოფაცხოვრებო ნივთების დაცემა მასზე გავლენას დიდად არ მოახდენს. ამასთან, იატაკის საფარის ფასი „არ იკბინება“, განსაკუთრებით მისი აკრილი–ცემენტის ვარიანტი.
თქვენ როგორი იატაკის საფარი გაქვთ სახლში? დიდ დროს გართმევთ მისი დალაგება?