ბრიტანეთის ტყეში ვინი პუჰის სახლის ასლი გამოჩნდა, რომელიც შეგიძლიათ იქირავოთ

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპრის გმირის, ვინი პუჰის 95-ე დაბადების დღის აღსანიშნად ქოხის ზუსტი ასლი ააშენეს, სადაც მომხიბვლელი პერსონაჟი ცხოვრობდა. მისი პროტოტიპი გახდა სახლი, რომელიც ანიმატორმა, კიმ რეიმონდმა 30 წლის წინ მულტფილმისთვის დახარა, რომელზეც არა ერთი თაობა გაიზარდა. მსოფლიოში ყველაზე მხიარული დათვის იუბილეს აღსანიშნად მხატვარმა და სტუდია Disney–მ ვინის თაყვანისმცემლებს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზა, რომ მის ტყის აპარტამენტში რეალურად იცხოვრონ.

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ყოველთვის ზღაპრულ სამყაროში მოხვედრაზე ან მულტფილმის მთავარ გმირად თავის წარმოდგენაზე ოცნებობდა. ეშდაუნის ტყეში (დიდი ბრიტანეთი) კოლორიტული ქოხი გამოჩნდა, რომელიც ცნობილი პერსონაჟის, ვინი პუჰის საცხოვრებელი ქოხის მსგავსად აშენდა. უჩვეულო პროექტი საოცარი დათვის 95-ე იუბილეს ეძღვნება.

შენიშვნა: ვინი პუჰი (Winnie-the-Pooh) ფუმფულა დათვი, ინგლისელი მწერლის, ალან მილნის ზღაპრების და ლექსების კრებულის პერსონაჟი. პირველად, ნაწარმოები „ვინი პუჰი და ყველაფერი, ყველაფერი“ 1926 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. სტუდიამ Disney–მ ზღაპრულ გმირზე მულტფილმის გადაღებით არა ერთი მილიონი გამოიმუშავა. ბოლო 30 წელი ვინი პუჰის პერსონაჟს კიმ რეიმონდი ხატავდა. საბჭოთა ბავშვებმა ლამაზი დათვის გაცნობა 60-70–იან წლებში შეძლეს ბორის ზახოდერის თარგმანისა და გამოცემის წყალობით. და მაინც, ვინიმ საყოველთაო სიყვარული ანიმაციური ფილმის გამოსვლის შემდეგ (სტუდია „საიუზმულტფილმ“) მოიპოვა, სადაც მას ევგენი ლეონოვი ახმოვანებდა.

კიმ რეიმონდმა ზღაპრული ქოხი დააპროექტა და მოაწყო. მხატვარი ეცადა, რომ ვინი პუჰის შესახებ (ერნესტ შეპარდის მიერ პირველ ილუსტრირებულ წიგნში შექმნილი გამოსახულება დაეცვა. როგორც ტყის ბინადარს შეეფერება მისი სახლი ხისგან ააშენეს. შესასვლელში მუხის ხის დიდი ღრუა. მართალია, უფრო თანამედროვე დეტალებიც აქვს, მაგალითად, შპალერი ყვავილების ორნამენტით, მსგავსი გადასაკრავი დივან–სავარძელზე. ქოხში იპოვით თბილ პლედებს, ახალ ჟურნალებს და იოგის ხალიჩასაც.

უცვლელი დარჩა ბუფეტი, სადაც თაროებზე თაფლის ქილებს იპოვით, ხის მაგიდა და სკამი, ასევე ძველი შეშის ღუმელი შეგიძლიათ იხილოთ. თანამედროვე ტყის ქოხში სტუმრების კომფორტისთვის სამი საწოლი შექმნეს. ორადგილიანი ქოხის ცენტრში მოათავსეს, ხოლო ორი ერთსაწოლიანი მეორე დონეზე, სადაც ხის კიბით შეგიძლიათ ახვიდეთ.

უჩვეულოდ და დასამახსოვრებლად რომ დაისვენოთ, პროფესიონალ გიდთან ერად ტყეში ექსკურსიას გთავაზობენ, სადაც არა მხოლოდ სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ და თვალწარმტაცი ბუნებით დატკბებით, არამედ ცნობილ ხიდზე „წვრილმანით“ ითამაშებთ. აი, ადგილობრივი სამზარეულოს გემრიელი კერძების მირთმევა მინდორში, პირდაპირ ვინი პუჰის ქოხის წინ შეგიძლიათ, სადაც სუფთა ჰაერზე დასასვენებელი ზონაა მოწყობილი.

„დათუნია ვინის სახლი უნიკალური პროექტია, რომელიც მომხიბვლელი დათვის ზღაპრულ სამყაროს მისი თაყვანისმცემლებისთვის აცოცხლებს და შეგახსენებთ იმ თავგადასავლებს, რომელთაც უკვე 95 წლია ბევრი ადამიანი კითხულობს“ – ამბობს კიმ რეიმონდი, ილუსტრაციის და თემატური მინი–სასტუმროს იდეს ავტორი.

Novate–ს ინფორმაციით, ვინი პუჰის ქოხი უკვე შეგიძლიათ Airbnb-ზე დაჯავშნოთ, ხოლო შესვლას მხოლოდ სექტემბრის ბოლოდან შეძლებთ. Airbnb–ის სერვისის წარმომადგენელი, კეტრინ პაუელი ამბობს, რომ კომპანია ფერად სახლში ორ მოგზაურობას გეგმავს, რომელიც იდეალური გახდება „არაფრის კეთებისთვის“. მან ტყის ქოხში მოსახვედრად მთავარი წესი გაახმოვანა: „კოტეჯში სპილოპოტამის ან შინაური ცხოველის მოყვანა, თაფლის ქილაში ხელის ჩაყოფა ან მოწევა არ შეიძლება. ამასთან დღეში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ჩათვლიმოთ და აუცილებლად „წვრილმანი“ ითამაშოთ“.