ზოგი ძველმანების ბაზრობაზე საბჭოურ მაკრატელს ყიდვამდე სუნავს და ამას თავისი მიზეზი აქვს

დროდადრო ძველმანების ბაზრობაზე შეიძლება შეხვდეთ უცნაურ პირებს, რომლებიც ძველ საბჭოურ ლითონის ნაწარმს ეძებენ და შესყიდვაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სუნავენ. ძველი საბჭოური საკერავი მაკრატელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: იმდენად დიდი და ბასრია, რომ არა მხოლოდ ქსოვილის, არამედ თხელი ლითონის ფურცლის, მაგალითად, რბილი სპილენძის გაჭრაც შეუძლია. Novate გიამბობთ, რატომ სუნავენ ძველმანების ბაზრობაზე საბჭოურ საკერავის მაკრატელს.

დიდი ხნის განმავლობაში, სსრკ–ს პერიოდში საკერავი მაკრატლის მთავარი მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა იყო „ჰორიზონტი“, რომელიც 1915 წლიდან არსებობდა. 1930-იან წლებში ახალი ქარხნები გამოჩნდა, მაგრამ მაკრატლებს იმავე ტექნოლოგიის და იმავე მასალის გამოყენებით ამზადებდნენ. ერთი შეხედვით, „უშნო“ სპარტანული გარეგნობის მიუხედავად, იმ დროინდელი მაკრატელი საკმაოდ კარგი იყო: ბასრი, კომფორტული და საიმედო. დიდწილად ეს გამოყენებული მასალით განპირობებული იყო.

მაკრატელს მაღალი ხარისხის ნახშირბადოვანი ფოლადისგან ამზადებდნენ. ამ მასალას დამახასიათებელი სუნი აქვს, თუ ცხვირთან მიიტანთ და „ლითონის არომატის“ შეგრძნებას ეცდებით. მასალის დიაგნოზის ასეთი მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შესაშური მაღალი ხარისხის საბჭოური ფოლადის განსაზღვრა შეიძლება.

ძველმანების ბაზრობაზე მაკრატელს და ზოგიერთ სხვა ინსტრუმენტს, ასევე წვრილ ლითონის ჯართს მჭედლები ყიდულობენ. საქმე იმაშია, რომ დღეს ნახშირბადოვანი ფოლადი საკმაოდ ძვირი ღირს, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევარში, როცა ლითონზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა (ზოგან გაორმაგდა). სწორედ ამიტომ, ბევრი მჭედლისთვის, რომლებიც შემოქმედებით და ხელობით დაკავებულია, მასალის შესაძენად ჯართი თითქმის ერთადერთ ხელმისაწვდომ ვარიანტად რჩება.