მიწისქვეშა მაცივარი, რომელმაც ევროპაში ნამდვილი ფურორი მოახდინა, ხოლო ჩვენთან „გამოგონებას“ მხოლოდ დასცინიან

როგორც კი, ევროპის ბაზარზე სფერული მიწისქვეშა მაცივარი გამოჩნდა, იმწამსვე 21-ე საუკუნის ყველაზე განხილვადი „გამოგონება“ გახდა. ინტერნეტ მომხმარებლებმა დაუყონებლივ გაიაზრეს, რომ ჰოლანდიელი დიზაინერის, ფლორის შონდერბეკის გამოგონება ინოვაციურ პროდუქტამდე ვერ წვდებოდა, ამიტომ სარკაზმის გარეშე არ ჩაუვლია. და მაინც, Groundfridge–ს უდავო უპირატესობა და შესაძლებლობები აქვს, რომლებიც თანამედროვე სახლების მფლობელებს იზიდავთ.

1. თანამედროვე მიწისქვეშა მაცივრის Groundfridge უპირატესობები

ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან პროდუქტების შესანახად სარდაფებს ან საყინულეებს იყენებდნენ, რომლებიც ყოველგვარი დიზაინ–პროექტის ან პატენტის გარეშე ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებენ. ასეთი სტრუქტურები ჯერ კიდევ პოპულარულია საქართველოში, ამერიკაში, ინდოეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ხილის, ბოსტნეულის და კონსერვების შენახვის თანამედროვე მეთოდი, რომელიც ფლორის შონდერბეკმა, ჰოლანდიელმა დიზაინერმა და კომპანიის Weltevree დამფუძნებელმა შემოგვთავაზა, უფრო პრაქტიკული და უნივერსალურია.

თუ ისეთ ადგილებში ცხოვრობთ, სადაც წყალდიდობის საფრთხე არსებობს, ალბათ, იცით, როგორი სამწუხაროა, როცა წყლიდან კარტოფილის, ჭარხლის და დაკონსერვებული ქილების ამოღება გიწევთ. ამასთან, ჩვეულებრივ სარდაფში სხვადასხვა მრავალფეხას, ნამის ჭიას, ობობის და სხვა ნაკლებად უსიამოვნო მკვიდრის, მათ შორის ყველგან მძრომი თაგვის, მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია. არაფერს ვამბობთ ნესტზე, ობსა და უსიამოვნო სუნზე, რომლითაც ხილი და ბოსტნეული დიდხანს შენახვისას იჟღინთება. ზემოთ აღნიშნულ პრობლემას მარტივად მოგაშორებთ თანამედროვე მიწისქვეშა საცავი Groundfridge, რომელიც „მიწისქვეშა მაცივარს“ ნიშნავს.

2. მიწისქვეშა მაცივრის Groundfridge ნაკლოვანებები

ჰოლანდიელის მიერ შემოთავაზებული მიწისქვეშა მაცივრის აშკარა უპირატესობების მიუხედავად, Novate–მ რამდენიმე ნაკლოვანება მაინც აღმოაჩინა. მთავარი მინუსი მისი ღირებულებაა. დამეთანხმეთ, ოჯახის ბიუჯეტიდან 12-17,5 ათასი ევროს გამოყოფა (ნაკრების მიხედვით) ყველას არ შეუძლია. ამას კონსტრუქციის დიდი წონა (300 კგ) დაუმატეთ, ტრანსპორტირებასა და დამონტაჟებაზე ცალკე ხარჯების გაწევა მოგიწევთ.

მიწისქვეშა მაცივარი არ გამოადგებათ სახლის მფლობელებს, რომლებიც ზამთრისთვის ბევრ პროდუქტს იმარაგებენ, ან მეწარმეებს, ვინაიდან მაცივარს ერთდროულად 500 კგ პროდუქტის შენახვა შეუძლია. ფაქტი, რომ მასში +10+12 გრადუსი შენარჩუნებულია, ამბობს, რომ ახალი ხორცის ან თევზის შესანახად არ გამოგადგებათ (საყინულისგან განსხვავებით, სადაც მთელი ნაკლავი შეგიძლიათ შეინახოთ და არაფერი მოუვა).

3. მიწისქვეშა მაცივრის მახასიათებლები

თუ მინუსებმა არ შეგაშინათ, ბუნებრივი გაგრილების მქონე მაცივრის მახასიათებლების გაგება დაგაინტერესებთ.

Groundfridge ჰერმენტული, წყალგაუმტარი და ყველა სახის პარაზიტის მიმართ გამძლე მოდელია, მას სფერული ფორმა აქვს მონოლითური დერეფნით. მაცივრის კორპუსი ლამინირებული პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული, რომელიც მიწის ზეწოლისას განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. კედლის სისქე – 8-10 სმ. შიდა სივრცე შევსებულია ნატურალური ხით (თარო, იატაკი).

კორპუსის სფერული ნაწილის დიამეტრი 2,28 მ, რაც ნებისმიერი სიმაღლის ადამიანს უპრობლემოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს. კაფსულაში მოხვედრა დერეფნით, საფეხურებით შეიძლება. დერეფნის სიმაღლე 2,1 მ, რაც მოძრაობას ამარტივებს.

თანამედროვე სარდაფში მოხვედრა საიმედო ლუქით გასაღებით და საკეტით იხურება. ის სითხეს, ჰაერს არ უშვებს, ასევე სხვადასხვა ცოცხალ არსებას შანს არ უტოვებს, რომ საცავში შესვლა შეძლონ. მასიური შესასვლელი კარის მიუხედავად, მისი გაღება და დახურვა მოხუცსაც შეუძლია.

მიწისქვეშა მაცივრის ნაკრებში შედის „ჭკვიანი“ სახელური ჩამონტაჟებული სავენტილაციო სისტემით და მილით, რომლებიც კარის გაღებისას მუშაობას იწყებს. სანამ მფლობელი სარდაფში ჩავა, პროდუქტებს აირჩევს და დატვირთავს, ჰაერი სრულად განახლდება.

Groundfridge-ს კონსტრუქცია აღჭურვილია ბატარეებზე მომუშავე წამზომიანი ვენტილატორით. მიწისქვეშა მაცივრის მწარმოებელი გირჩევთ, რომ ვენტილაცია ღამის პერიოდში ჩართოთ, რაც განიავებას დააჩქარებს და ტემპერატურას შეამცირებს.

მნიშვნელოვანია! განიავების უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან მიწისქვეშა კაფსულაში ჰაერი შეიძლება დაგუბდეს, ეს კი პროდუქტებში ბაქტერიების სწრაფად გამრავლებას გამოიწვევს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ვენტილატორი ელექტოკვებაზე ჩართეთ, რომ ბატარეის შეძენაზე ფული არ დახარჯოთ. ინსტრუქციის მიხედვით, მაცივარი ყოველ 24 საათში 1 საათით უნდა გაანიავოთ.

უდავო უპირატესობაა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მის დაყენებაზე ნებართვა არ გჭირდებათ.

4. როგორ მუშაობს Groundfridge Weltevree

კაფსულის დასაყენებლად მინიმუმ 5 მ დიამეტრის და 3 მ სიღრმის ორმო უნდა ამოთხაროთ. ამოღებული მიწის ნაკვეთიდან გატანა არ მოგიწევთ. კონსტრუქციის დამონტაჟების შემდეგ ამ მიწით სიცარიელეებს ავსებენ და ბორცვს ყრიან, რომლის სიმაღლე მინიმუმ 1 მ (იდეალური – 1,5 მ). ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ პროდუქტები შეინახოთ. დროულად განიავება არ დაგავიწყდეთ.

აღსანიშნავია:  მიწისქვეშა მაცივრის სწორი მუშაობა პირდაპირ დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, მიწის მახასიათებლებზე, გრუნტის წყლის დონეზე, მზის სინათლის ზემოქმედებაზე, მცენარეების სიახლოვეზე ან მის ზემოთ მწვანე ბორცვის შექმნაზე და საშუალო ტემპერატურის შენარჩუნებაზე. ცხელი რეგიონებისთვის დამატებითი აქტიური გამაგრილებელია გათვალისწინებული, რომელიც დენს უერთდება (შეგიძლიათ მზის პანელები ან სხვა ალტერნატიული ენერგია გამოიყენოთ). ის ცალკე იყიდება (4,1 ათასი ევრო) და სეზონურად გამოიყენება, კაფსულის შიგნით კრიტიკულად ცხელ დღეებშიც +8 გრადუსს ინარჩუნებს.