თუ საძირკველი გაიბზარა და კედელი გასკდა, სასწრაფოდ ვარემონტებ, 15 წელი მშენებლობაზე ვმუშაობდი

სახლის საძირკვლის გარემონტება რთული და შრომატევადი საქმეა. საერთოდ, სახლი ისე უნდა ააშენოთ, რომ წლები გამართულად გემსახუროთ და არ დაიშალოს. რა გავაკეთოთ, თუ  რომელიმე ფარდულის, ბოსლის, სასოფლო–სამეურნეო შენობის, ძველი საზაფხულო სამზარეულოს საძირკველზე ან კედლებზე ბზარები გაჩნდა? ზოგჯერ შენობის დაშლის და ახლის აშენების დრო და სურვილი არ გვაქვს, მაგრამ მცირე რემონტის გაკეთება აუცილებელია. Novate გასწავლით, როგორ შეაკეთოთ გაბზარული საძირკველი და კედლები.

სახლის საძირკვლის რემონტი

როგორ გადავარჩინოთ ძველი შენობა და რა გავაკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში, მომავალი სარემონტო ადგილის მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავეთ. აქ, არც ერთი სარეველა, ნაგავი, კენჭი და სხვა მსგავსი არ უნდა იყოს. თანამშრომლებმა შენობასთან მიწვდომა უნდა შეძლონ, რომ ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი და სამშენებლო მასალა ახლოს მოათავსონ.

ახლა საძირკვლის მიმდებარედ სპეციალური თხრილი ამოთხარეთ. მისი სიღრმე დამოუკიდებელად დაარეგულირეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ. თუ ნამდვილ გვირაბს ამოთხრით, მაშინ მრავალწლიანი შენობა დიდხანს ვერ გაძლებს. ყურადღებით იყავით და საძირკვლის შესაძლო დაჯდომა არ დაუშვათ.

თხრილიდან მთელი მიწა ამოიღეთ, მაგრამ არ გადაყაროთ, შორს არ წაიღოთ. ჯერ კიდევ დაგჭირდებათ. ახლა არსებული საძირკველი გააძლიერეთ. როგორ? ამისთვის ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი არსებობს. არმატურის წნელი მოკლე ვარიანტებად (დაახლოებით 20 სმ) დაჭერით და წინასწარ მონიშნულ ადგილებში, საძირკველში ჩადეთ. ეს ორივე მხრიდან უნდა გააკეთოთ.

შენობის ძველი საძირკველი ერთგვარ „ლითონის გისოსში“ უნდა ჩაკეტოთ, რომ კიდევ ცოტა ხანი გაძლოს. გაძლიერების პროცესი ამით არ სრულდება. არმატურის წნელები ისე უნდა ჩაარჭოთ, რომ გარკვეული ნაწილი საძირკვლიდან ამოწეული იყოს. შემდეგ მათზე ძაფი დაახვიეთ, რომ ყველაფერი გაათანაბროთ. ამოწეულ ლითონზე ამ ძაფით ჰორიზონტალური არმატურის დამაგრებას შეძლებთ. ერთგვარი არმატურის ყუთი გამოგივათ.

საინტერესო იდეა

საძირკვლის შესავსებად ყალიბი დაგჭირდებათ. მის გაკეთებას ძველი ფიცრებიდან შეძლებთ, თუ ასეთი გაქვთ. ძლიერი საყრდენები უნდა გააკეთოთ, რომ ყალიბმა ბეტონის ზეწოლას გაუძლოს. საძირკვლის შესაკეთებლად ხსნარი შემდეგი პროპორციით მოამზადეთ 1:2,5:3,5, სადაც 1 – ცემენტი, 2,5 – ქვიშა და 3,5 ღორღია. მას შემდეგ, რაც ბეტონი მთლიანად გამაგრდება და გაშრება, ყალიბი შეგიძლიათ დაშალოთ და თხრილი თავისივე მიწით ამოავსოთ, რომელიც შენობის მახლობლად ამოიღეთ.

როგორ გადავარჩინოთ გაბზარული კედელი? რა თქმა უნდა, სამშენებლო სტეპლერის არმატურის ტყვიებით, სამაგრებით. ასე გაბზარულ კედელს, რომელიც უკვე ირღვევა, დააფიქსირებთ და მომავალი დაზიანებისგან დაიცავთ. გრძელი ბოლოების მქონე სამაგრები გამოიყენეთ. უფრო მეტიც, ხსნარს, რომლითაც ხვრელებს ამოავსებთ, სპეციალური პლასტიფიკატორი აუცილებლად დაუმატეთ.

შენობის ნებისმიერ ბზარს ძველი ხსნარი, ნაგავი და წვრილი კენჭები ფრთხილად მოაშორეთ. შემდეგ სამშენებლო სტეპლერის ტყვიისთვის ადგილები მოხაზეთ. თანდათან ხვრელები ახალი ხსნარით ამოავსეთ, მანამდე კედელი სამაგრებით გაამაგრეთ. მზა შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

სახლის ან ძველი შენობის საძირკვლის რემონტი

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ამ მეთოდით გარემონტებული სახლი კიდევ 100 წელი გაძლებს და არ შეირყევა, თუმცა 10-15 წელი კარგად გემსახურებათ. მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც სარემონტოდ ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს, მაგრამ სიტუაცია ადამიანის ხელის ოპერატიულ ჩარევას მოითხოვს.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სახლის საძირკვლის რემონტი? გაქვთ თუ არა პირადი სამშენებლო ხრიკები არასტანდარტული სიტუაციებისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!