რატომ გახდა ოქრო ძვირფასი ლითონი და ვინ გადაწყვიტა, რომ ასე იქნებოდა

ყველამ იცის, რომ ოქრო ძვირფასი ლითონია. აი, რატომ გახდა ასეთი ძვირფასი ლითონი, ვინ გადაწყვიტა, რომ სწორედ ოქრო მიეკუთვნება ამ კატეგორიას, გაუგებარია. საკითხი ნამდვილად ბევრს აინტერესებს და ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. Novate გიამბობთ, თუ რატომ გახდა ოქრო ძვირფასი ლითონი.

1. წარმოშობით ანტიკური ხანიდან

ალბათ, პირველი ადამიანები, რომლებმაც ოქროს ძვირფასეულობის ხარისხი მიანიჭეს, ეგვიპტის ძველი მაცხოვრებლები იყვნენ. მათ ჰყავდათ უზენაესი ღვთაება, მზის ღმერთი (რა). ოქრო თავისი ფერით და ბზინვარებით მზეს ჰგავს. ამ მიზეზით ძველი ეგვიპტელები ოქროს განსაკუთრებულ, ღვთაებრივ ლითონად მიიჩნევდნენ. ამასთან, ოქრო დროის გასვლის შემდეგ ფორმას ინარჩუნებს და არ იჟანგება. ამანაც თავისი როლი ითამაშა.

ნამდვილად, თუ ოქროს სამკაულებს დამარხავთ და მაღალ ტენიან პირობებში გააჩერებთ, არაფერი მოუვა, ხოლო რკინა უბრალოდ დაიჟანგება და რამდენიმე ათწლეულში მტვრად იქცევა. ოქროს ნაწარმი შეგიძლიათ 100 და 1000 წლის შემდეგ ამოიღოთ და ისეთივე მშვენიერი იქნება, როგორც შექმნის დღეს. ამ ლითონისგან ადამიანის მიერ დამზადებული პირველი აქსესუარები, რომლებიც აღმოაჩინეს, მიწაში დაახლოებით 5 ათასი წელი იყო. ზოგიერთი მათგანი ეგვიპტეში იპოვეს. ამ დროში არცერთი მათგანი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმდროინდელი ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ოქროზე დრო და შენახვის პირობები, კლიმატი და სხვა რამ გავლენას არ ახდენს. იმ დრომდე, სანამ სამეფო არაყი არ გამოიგონეს, ნამდვილად ასე იყო. ეს უკანასკნელი ლითონს მაინც შლის.

2. სხვა მიზეზები

ამ ლითონს უკვე ჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად კიდევ ერთი ღირსება აქვს: ადვილად მუშავდება, რადგან ძალიან ელასტიურია. რა თქმა უნდა, ძველი ხალხისთვის სხვადასხვა სამკაულის შესაქმნელად იდეალური მასალა იყო. გარდა ამისა, ოქრო ერთ–ერთ იშვიათ ლითონად ითვლებოდა და ყველას არ ჰქონდა. ზოგმა იცოდა, თუ სად უნდა მოეძებნა, სხვებმა არა, მაგრამ მისი ქონა უკლებლივ ყველას სურდა.

დროთა განმავლობაში ოქრო გაცვლის ერთგვარ საზომად იქცა. მასზე სხვადასხვა საქონლის გაცვლა დაიწყეს. მოგვიანებით, ოქროს მონეტების დაამზადეს. ასე ხალხი შეთანხმდა, რომ ძვირფასი ლითონი უნივერსალურ ვალუტად გამოეყენებინათ.

ოქროს საერთაშორისო სტანდარტი ძალაში 1971 წლამდე იყო, როცა ოქრო ქაღალდის ბანკნოტებს უზრუნველყოფდა. იმ დროს ერთი უნცია ძვირფასი ლითონი 35 დოლარი ღირდა.

დოლარისგან ოქროს მოწყვეტა 1971 წელს მოხდა. შედეგად, სხვადასხვა ვალუტამ „ბანაობა“ დაიწყო არა მხოლოდ დოლარის მიმართ, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. დღეს სწორედ ამას ვუყურებთ. სხვათა შორის, ამ ძვირფასი ლითონის ალტერნატივა ჯერ ვერ იპოვეს.