ბებიამ გატეხილი ჭურჭლის გადაგდება მიბრძანა, მაგრამ მე ჩემსას ვაკეთებ

თუ რაიმე არ გიყვართ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამას ვერაფერს უხერხებთ. ამას ხუმრობით ვამბობთ და საზრიანობასთან მუშაობას გთავაზობთ. ხელში გვაქვს მარტივი ხელნაკეთი ნივთი ფინჯნიდან. რა არის ხრიკი? ფინჯანი პირვანდელ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს, სახელური მოტეხილია და მისი გადაგდების დროა. მაგრამ, რა საჭიროა სიჩქარე?

Novate თვლის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საყვარელ ნივთს შეგიძლიათ მეორე სიცოცხლე აჩუქოთ. აი, ფინჯანი, რომელიც შემთხვევით გაგიტყდათ და დაიბზარა. ვეღარ გამოიყენებთ, მაგრამ დაშორებაც არ გსურთ. ამ შემთხვევაში გასწავლით, როგორ მიაღწიოთ სასურველ კომპრომისს!

ხელნაკეთი ნივთები ფინჯნიდან

სინამდვილეში, შეგიძლიათ არაფერი არ გააკეთოთ, გატეხილი დეტალი მიაწებეთ და იმპროვიზებულ საფერფლედ, ყულაბად ან წვრილმანების შესანახად გამოიყენეთ. თანდათან მხედველობის არედან გაქრება, მასზე მიჯაჭვულობა განელდება და ცოტა ხანში მარტივად დაემშვიდობებით.

ასევე შეგიძლიათ ცოტა იშრომოთ და ხელნაკეთი ნივთები გააკეთოთ, რომ ნამდვილად მოთხოვნადი და ლამაზი ნივთი გახდეს. ამისთვის ბევრი რამ არ გჭირდებათ. მხოლოდ მაკრატელი, ზუმფარას ქაღალდი, ცოტა წებო, კანაფის ძაფი, ლენტა და ხელოვნური ყვავილები. შეგიძლიათ დაუმატოთ ხელოვნური ბრილიანტები, მაქმანი და ყველაფერი, რაც თავში მოგივათ.

საბოლოოდ, მიიღებთ ლამაზ ჭიქას ჯაგრისების ან ფანქრების შესანახად, სასანთლეს ან მინიატურულ ლარნაკს ასეთივე ლამაზი თაიგულისთვის. მოკლედ, ხელში გვაქვს ფინჯანი, რომელსაც სახელური მოტყდა. დეტალურად განვიხილოთ მოქმედების ეტაპები.

ხელნაკეთი ნივთი ფინჯნიდან

1. ფინჯანი კარგად გარეცხეთ და შესაძლებლობის მიხედვით ცხიმი მოაშორეთ. ამისთვის სპეციალური საშუალება გამოიყენეთ. ბენზინი ან უაიტსპირიტი თქვენივე უსაფრთხოებისთვის არ გამოიყენოთ. სპირტიანი სალფეთქი ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება.

2. ახლა მიხედეთ სახელურს ან იმას, რაც მისგან დარჩა. ბრტყელტუჩით ნარჩენები მოაშორეთ. თავდაჯერებულად და სწრაფად იმოქმედეთ. პროცედურის წინ ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ. მას შემდეგ, რაც სახელურს მოაშორებთ, ზუმფარის ქაღალდით ზედაპირი დაამუშავეთ. იდეალურია, თუ ზედაპირი გლუვი გახდება.

3. შესაძლოა, ფინჯნის შეღებვის სურვილი გაგიჩნდეთ. არ შეგაჩერებთ. თუ ყველაფერი მზადაა, თანდათან იმუშავეთ. კანაფის ძაფი ხელსაყრელი მასალაა. ფინჯანს წებო წაუსვით და კანაფის ძაფი ფრთხილად შემოახვიეთ. ისე, რომ მჭიდროდ მოერგოს. PVA წებო ან წებოს იარაღი გამოიყენეთ, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური მეთოდია.

4. აქვე შეგიძლიათ რამდენიმე ხელოვნური ყვავილი მიამაგროთ. ამ ვარიანტში, ჭიქა ფანქრების შესანახად იდეალურია. კომოდზე შეინახეთ ან იქ, სადაც მთელ კოსმეტიკას ინახავთ. ნახეთ, თვალს როგორ ახარებს!

5. თუ ფინჯნის გამოყენებას კბილის ჯაგრისებისთვის აპირებთ, მაშინ ნაზი მაქმანი შემოახვიეთ. ნებისმიერი ფერი აირჩიეთ. ჩვენ რაღაც ნათელს ავიღებდით. მაგალითად, წითელი ან ლურჯი. იგივე მეთოდი გამოიყენეთ – PVA წებო ან წებოს იარაღი. რამდენიმე ხელოვნური ბრილიანტი გამოიყენეთ, რომ ფინჯანს განსაკუთრებული დახვეწილობა შემატოთ. მზადაა! ახლა ნახეთ, როგორ გამოიყურება განახლებული ფინჯანი სააბაზანო ოთახში.

6. თუ ფინჯნიდან სასანთლეს აკეთებთ, დეკორატიული პეპლებით ან რაიმე სხვა დეკორით გააფორმეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თავი არ შეიზღუდოთ. არ მოგწონთ, რაც გააკეთეთ? შეგიძლიათ გადააკეთოთ! მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ.

რედაქციისგან

შესაძლოა, ამ მარტივმა იდეებმა საერთოდ არ დაგაინტერესათ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, როგორ გავაუმჯობესოთ ყველაფერი. კარგი იქნება, თუ თქვენს ნამუშევრებს გაგვიზიარებთ. მოგვწერეთ, გიჭირთ თუ არა საყვარელ ფინჯანთან დამშვიდობება თუ ახლით სწრაფად ანაცვლებთ?

ფინჯნების ხელნაკეთი ნივთები თვალს ახარებს და ფანტაზიას ააქტიურებს, ამასთან საყვარელ ნივთს მეორე სიცოცხლეს ანიჭებს. განა ეს არაა ნუგეში სულისთვის, რომელსაც ყველაფერი მშვენიერი იზიდავს?