იუგოსლავიური კედლის კარადის მთავარი ხიბლი და ღირს თუ არა მისი მოშორება

როცა მეუღლემ ბებიისგან მემკვიდრეობით ოროთახიანი ხრუშჩოვის ბინა მიიღო, მისი გაყიდვა არც გვიფიქრია. მსუბუქად გათანამედროვება და გაქირავება გადავწყვიტეთ. რემონტმა დაგეგმილზე მეტი დრო წაგვართვა. საქმე იმაშია, რომ ინტერიერი ითხოვდა ახალ შპალერს, ხოლო იუგოსლავიური კედლის კარადა კედელთან არ გვიშვებდა.

ამ გიგანტური კარადის გაყიდვა გადავწყვიტეთ და შემთხვევით ამის შესახებ დედამთილთან ვთქვით. აქ, სკანდალი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ იუგოსლავიური კედლის კარადა ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის ძვირფასია. გიამბობთ, რა ღირებულება აქვს ამ ავეჯს და რატომ გადავიფიქრეთ მისი გადაგდება.

იმპორტული კედლის კარადა ოქროს ფასად

პირველი კედლის კარადა საბჭოურ ბინებში 70-იან წლებში გაჩნდა. იმის მიუხედავად, რომ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში იწარმოებოდა, სსრკ–ში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაშინ კედლის კარადა აღმოსავლეთ გერმანიიდან, იუგოსლავიიდან და რუმინეთიდან შემოჰქონდათ. ასეთი ავეჯი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, რის გამოც მალე დეფიციტური გახდა.

ამავდროულად, დიდი ოთახისთვის კედლის კარადის შეძენა იაფი სიამოვნება არ იყო. ავეჯი საშუალო ინჟინრის 2-3 თვის ხელფასი ღირდა. საქმე არა მხოლოდ ფულში, არამედ ნივთის არ ქონაში იყო. მათ, ვისაც კედლის კარადის აღება რიგის გარეშე სურდა, 2–ჯერ მეტს იხდიდა.

ბუმი საბჭოურ კედლის კარადებზე

თანდათან კედლის კარადის პოპულარობა გაიზარდა. სწორედ ამიტომ, უკვე 80-იანებში მისი წარმოება სსრკ–ს ტერიტორიაზე დაიწყეს. ასე, უკრაინაში ავეჯის სამი დიდი ქარხანა გამოჩნდა, რომლებიც ასეთ კედლის კარადებს ამზადებდნენ. მათ შორისაა ოდესის, ზაპოროჟიეს და ჟიტომირის.

კარადის ნაკრები სტანდარტული იყო. შედგებოდა წიგნის კარადის, სერვანტის, თეთრეულის კარადის და ღია თაროებისგან. მას ტელევიზორის და პატარა დეკორების დასადებად იყენებდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში ასეთი კარადა თითქმის ყველა საბჭოურ ბინაში იყო.

საბჭოური კედლის კარადა კარადა–კუპეს წინააღმდეგ

მხოლო 2000-იან წლებში, უფრო თანამედროვე ავეჯის გამოჩენის შემდეგ საბჭოური კარადების მასიურად მოშორება დაიწყეს. ისინი საეჭვო ხარისხის და კომფორტის კარადა–კუპეთი ჩაანაცვლეს. ჩვენ კი კედლის კარადის დატოვება გადავწყვიტეთ.

სიტყვაზე, იუგოსლავიური კედლის კარადა განახლებულ ინტერიერს იდეალურად მოერგო. რესტავრაცია არ გავუკეთეთ: უბრალოდ მტვერი მოვაშორეთ და პოლიროლი წავუსვით. ოდესღაც ავეჯის გაკეთება შეეძლოთ! თაროები თითქმის უძრავია, უჯრები უპრობლემოდ იღება, ხოლო კარები არ ჭრაჭუნობს. ვინ იცის, იქნებ 20 წლის შემდეგ კოლექციონერს დიდ თანხად მივყიდოთ. ვნახოთ.