შვედები ფანჯარაზე ფარდას არ კიდებენ. 3 წელია შვედეთში ვცხოვრობ, მაგრამ მაინც ვერ შევეჩვიე

ზოგჯერ სხვა ქვეყნის კულტურა გაუგებარი და უცნაური გვეჩვენება. ის, რაც ჩვენთან ნორმად ითვლება, სხვა ხალხისთვის უცხოა, და პირიქით. განსხვავებები როგორც გლობალურ, ასევე ყოველდღიურ ღირებულებებში ჩნდება. Novate გიამბობთ, რატომ არის ფარდით დახურული ფანჯარა იშვიათობა შვედეთში.

ფარდით დახურული ფანჯარა

თუ შვედეთში ნამყოფი ხართ, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მათთან ფანჯარაზე ფარდის დაკიდება მიღებული არაა. ეს უცნაურად გვეჩვენება, რადგან ყველა ვცდილობთ სახლთან გამვლელ უცხო თვალს დავემალოთ.

ეს მენტალიტეტის თავისებურებაა. ჩვენ ვცხოვრობთ პრინციპით „ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრე“. მაღალი ღობე, სამმაგი საკეტი და სქელი ფარდა ფანჯარასთან გვიყვარს. შვედურ სახლებსა და ბინებში საქმე სხვაგვარადაა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შვედები არაფერს მალავენ და წინააღმდეგი არ არიან, რომ ცნობისმოყვარე ხალხმა მათი ყოფა დაინახონ.

რა თქმა უნდა, ამ თავისებურების გასაგებად ისტორიას უნდა გადახედოთ. შვედეთში ყოველდღიური ყოფის ჩვენების ტრადიცია მე-17 საუკუნიდან იწყება. მაშინ ქვეყანაში მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმად შვედებს ფანჯარაზე ფარდის დაკიდება ეკრძალებოდათ. ყველას შეეძლო ენახა და დარწმუნებულიყო, რომ მეზობლის ოჯახი მათი შემოსავლის შესაბამისად ცხოვრობდა.

კიდევ ერთი მიზეზი: სამეფო ოჯახის ეჭვიანობა და მტკიცე რწმენა, რომ ადგილობრივები შეთქმულებას აწყობენ. მცველები მუდმივად შემოვლას ახორციელებდნენ, მოქალაქეების ფანჯრებში იხედებოდნენ, რომ მზაკვრული ჩანაფიქრის არ არსებობაში დარწმუნებულიყვნენ. საინტერესოა, რომ კანონი „ღია ფანჯარა“ თანამედროვე შვედეთშიც მოქმედებს, მაგრამ ახლა მისი დაცვა აუცილებელი არაა.

რა შუაში არიან მეთევზეები

სხვა მიზეზიც არსებობდა, რაც შვედებს ღია ფანჯრების ქონას აიძულებდათ. მაგალითად, მეთევზეები. ძველად, ეს შვედების ერთ–ერთი მთავარი საქმე იყო. კაცები თევზაობიდან გვიან ბრუნდებოდნენ. ცოლები ფანჯრებთან სანთლებს ტოვებდნენ და ელოდნენ. სინათლის წყალობით ყველა მეთევზე თავის სახლთან უპრობლემოდ მისვლას ახერხებდა.

ზოგიერთი სახლი პირდაპირ სანაპიროზე მდებარეობდა, ზოგს კი უღრანი ტყის გავლა უწევდა. მოგზაურებს სანთლები სიბნელეში გზის პოვნაში, ღამის გასათევი ადგილის და საკვების პოვნაში ეხმარებოდათ. ფანჯარაზე ფარდა უსაფრთხოების მიზნით არ იყო, რადგან ფარდა შეიძლება სანთლის ცეცხლით დამწვარიყო.

უფრო მეტიც, ზამთარში შვედეთში დღის სინათლეს 6 საათს არ აღემატება. რა თქმა უნდა, ფარდა სინათლის შეღწევას ხელს უშლის, რომელიც სკანდინავიელებს ისედაც აკლიათ. სწორედ ამიტომ, ღია ფანჯრის ჩვევა დღემდე შენარჩუნდა.

სანთლები და სანათები ჭაღების ნაცვლად

შვედები ჭაღების მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევიან. მათ სანთლების და სანათების გამოყენებით სახლის განათება უფრო მოსწონთ. ფანჯარაზე ხშირად იხილავთ სასანთლეს სანთლით – თითქოსდა წარსულში დაბრუნდნენ. ძალიან ლამაზად და ატმოსფერულად გამოიყურება. სკანდინავიური ქვეყნები სიმყუდროვესა და ლამაზ დიზაინერულ გადაწყვეტილებასთან ტყუილად არ ასოცირდება.

შვედეთში საღამოს სააათებში სეირნობისას შეგიძლიათ შვედური ოჯახების ცხოვრებას დააკვირდეთ. აი, ლამაზ სამოსში გამოწყობილნი სასტუმრო ოთახში შეიკრიბნენ, რაღაცას აღნიშნავენ. აქ, ვიღაც სამზარეულოში ფუსფუსებს, ალბათ, ვახშამს ამზადებს. მეზობლად მეგობრები შეიკრიბნენ, რაღაცას აღტყინებით განიხილავენ და იცინიან. არავინ ნერვიულობს, რომ მათ უყურებენ.

რა თქმა უნდა, არიან შვედები, რომელთაც ლამაზი ფარდებით ფანჯრების დახურვა უყვართ. ზოგჯერ შეიძლება იხილოთ ჟალუზი ან ღია გამჭვირვალე ტიული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უფრო დიზაინერული გადაწყვეტილებაა, ვიდრე მეზობლის და შემთხვევითი გამვლელისგან დამალვის მცდელობა.

თუ შვედეთში ცხოვრების გამოცდილება ან ტურისტული მოგზაურობის მოგონებები გაქვთ, თქვენი დაკვირვებები აუცილებლად გაგვიზიარეთ!