
გქონიათ შემთხვევა: მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში მოდიხართ, დივანზე წვებით და პულტს ვერ პოულობთ. მის საპოვნელად უკანასკნელ ძალას ხარჯავთ, ხან სწრაფად პოულობთ, ხან ვერა. ეს ზოგჯერ საინტერესო ოჯახურ გართობად იქცევა. და მაინც, მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილება გვსურს. ამაში დივნის ორგანაიზერი ნამდვილად დაგეხმარებათ.არა მხოლოდ პულტისთვის. ორგანაიზერი კომფორტულია წიგნის, ბლოკნოტის, კალმის, ტელეფონის, ჟურნალის და წვრილმანების შესანახად. თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთები ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ან შეგიძლიათ ორგანაიზერი თავად შეკეროთ. Novate საუკეთესო იდეებს და მოკლე მასტერკლასს გიზიარებთ.
როგორ შევარჩიოთ და გავაკეთოთ დივნის ორგანაიზერი
ორგანაიზერი „დამჭერი“ – უმარტივესი მოდელი, რომელიც დაბალ საწოლს და გასაშლელ დივანს შეეფერება. ორგანაიზერი რბილი მასალის (მაგალითად, თექა) ღია ჯიბეს წარმოადგენს. როგორც წესი, ცოტა დანაყოფი აქვს, სამაგიეროდ ადვილად ემაგრება. საკმარისია, ლეიბსა და კორპუსს შორის ან სავარძლის ბალიშებს შორის დაამაგროთ.
თარო–ორგანაიზერი – ყველაზე მარტივი და საიმედო ვარიანტი. ასეთ დამატებით ზედაპირზე შეგიძლიათ არა მხოლოდ პულტი, არამედ ფინჯანი ჩაიც დადოთ. მინუსები: სამკლავური ბალიშის როლს აღარ შეასრულებს, თუმცა მისი მოხსნა ადვილია.
ორგანაიზერი სამკლავურზე – ფოტოზე გამოსახულია კომფორტული მოდელი, რომელიც პირველი და მეორე ორგანაიზერების საუკეთესო მხარეებს მოიცავს. მას სადგამიც აქვს და ჯიბეებიც. ასეთი ვარიანტი სჯობს მაღაზიაში შეიძინოთ, რადგან მისი დამოუკიდებლად გაკეთება რთულია.
კორპუსული ორგანაიზერი – მთლიანად ხისგან დამზადებულია და კომფორტული თაროთი აღჭურვილია. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ჟურნალის მაგიდა და პატარა ბინაში ადგილს დაზოგავთ.
ნაჭრის ორგანაიზერი – ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. მასზე დარტყმა შეუძლებელია და მისი გადავარდნა რთულია. ამასთან, მსგავსის შეკერვას მარტივად შეძლებთ.
როგორ შევკეროთ დივნის ორგანაიზერი:
1. პირველ რიგში, სამკლავურისთვის თარგი აიღეთ – ქაღალდიდან კონტურები გამოჭერით ისე, როგორც სურათზეა მოცემული. თარგის მიხედვით (კუთხეებში 1,5 სმ–ით მეტი აიღეთ) ქსოვილის ნაჭერი გამოჭერით.
2. ახლა ქსოვილის მართკუთხა ნაჭერს ისე მიაკერეთ, რომ სამკლავურის ფორმით გამოჭრილი ნაწილი დაახლოებით შუაში მდებარეობდეს, როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები. მართკუთხა ნაჭრის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიგრძის და სიგანის ორგანაიზერი გჭირდებათ. ორიენტაცია დივნის ზომით აიღეთ.
3. ახლა საჭირო რაოდენობის ჯიბეები მიაკარეთ! კუთხეები კარგად გაკერეთ, შიგნით შეკეცეთ. გამძლე ქსოვილი შეარჩიეთ, მაგალითად, ძველი ჯინსი მშვენიერი ვარიანტია!
ასეთი ორგანაიზერით დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი აუცილებელი ხელთ გექნებათ. ბონუს იდეა: აუცილებელი არაა ორგანაიზერი სახლისთვის თავიდან ბოლომდე შეკაროთ. შეგიძლიათ ბამბუკის ხალიჩა აიღოთ და მასზე თექის ჩუსტები მიაკეროთ, რომელიც ჯიბეების როლს შეასრულებს!