სველ თეთრეულს აივანზე აღარ ვაშრობ და აი, რატომ

სუფთა, ქუჩაში გამშრალი თეთრეულის არომატის ჩასუნთქვა ერთი სიამოვნებაა. ეზო და პერსონალური საშრობი ყველას არ აქვს. ყველას ისე უწევს გამოძვრომა, როგორც შეუძლია. პირველი, რაც თავში მოგვდის, ნივთების აივანზე გაშრობაა. რა არის ამაში გასაკვირი, ყველა ასე აკეთებს. აბა სად გავაშროთ თეთრეული? თან არ გვრცხვენია, გულებიანი საცვლები სხვებსაც აქვთ.

ყოველდღე ასე ვმსჯელობთ და ძველ, დახეულ პირსახოცს, გარეცხილ თეთრეულს და პირად საცვლებს გამოსაჩენად ვფენთ. ამას მიჩვეული ვართ. ჩვენი დედები და ბებიებიც ასე აკეთებდნენ. ოღონდ აივანზე ფერადი ტანსაცმლის გაფენა არა მხოლოდ შენობის გარეგნობას აფუჭებს, არამედ თქვენზე მოსაზრებასაც ცვლის. Novate ეცდება გაარკვიოს, თუ როგორ უნდა გააშროთ თეთრეული სახლში სწორად.

სად გავაშროთ თეთრეული

ბოლო დრომდე ეს საკითხი დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ ერთმა ისტორიამ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა.მეუღლე ძველ მეგობარს შეხვდა და სტუმრად დაგვპატიჟა. როცა ბინაში შევედით და ჩუმად გავოგნდი. ბინაში დიდებული ინტერიერი დაგვხდა, ყველაფერი დეტალურად გათვლილი იყო. სახლის სწრაფი დათვალიერებისას შევნიშნე ის, რის გამოც მთელი საღამო გიჟურად მეცინებოდა. მდიდრული ინტერიერის შუაგულში სხვადასხვა ნივთი შრებოდა.

საბედნიეროდ, ახალ ზოგიერთ ახალ კორპუსში თეთრეულის აივანზე გაფენა აკრძალულია, თუმცა ჩვენ ხალხს ამით ვერ შეაჩერებთ. სხვადასხვა კონსტრუქციებს იგონებენ, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად შეგიძლიათ მოხსნათ. უფრო მარტივი მეთოდების გამოყენებას გთავაზობთ.

ოპტიმალური გადაწყვეტილება: თეთრეულის საშრობი შეიძინეთ. ეს მანქანა პროცესს რამდენჯერმე დააჩქარებს და რეცხვის შემდეგ ნივთების უბრალოდ კარადაში შელაგება მოგიწევთ. რა თქმა უნდა, ქსოვილის თავისებურებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზოგიერთი ნივთი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

თუ ფინანსები საშრობის ყიდვის საშუალებას არ გაძლევთ, ნივთები სჯობს სააბაზანო ოთახში გააშროთ. ასევე შეგიძლიათ გასაშლელი საშრობი გამოიყენოთ, რომელიც აივანზე, ფანჯრის ხაზზე მაღალი არ უნდა იყოს. ოთახში გაშალეთ, სადაც არ გძინავთ და ნაკლებ დროს ატარებთ. როგორც კი, თეთრეული გაშრება, დაკეცეთ და შეინახეთ.

ბევრ სახლს სპეციალური საერთო საშრობი აქვს. მათ თავად მაცხოვრებლები ხშირად აყენებენ. ესეც აივნის კარგი ალტერნატივაა. მეზობლებთან ერთად გამოყენების გრაფიკი შეადგინეთ, რომ გაუგებრობა არ მოხდეს. ოღონდ ჰიგიენა გახსოვდეთ.

თუ ძალიან მოისურვებთ, კოსმოსშიც გაფრინდებით! ხოლო თქვენი სველი თეთრეულის აფიშირების შეწყვეტა მით უფრო შესაძლებელია. მთავარია, მიზანი დაისახოთ და გამოსავალს იპოვით. ოღონდ ასეთი ცვლილებებისთვის ყველა მზად არაა, არადა საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ!