5 ნივთი, რომლის გარეცხვაც სარეცხ მანქანაში არ შეიძლება

რა თქმა უნდა, ჩვენს დროში არ არსებობს ისეთი ნივთი, რომელსაც ავტომატური სარეცხი მანქანა ვერ გაუმკლავდება. განსაკუთრებით დელიკატური ქსოვილისთვის ხელით რეცხვის რეჟიმი არსებობს. „ჩალბობის“ რეჟიმზე შეგიძლიათ ბირთვული საწვავიც გარეცხოთ, ხოლო „გაწურვის გარეშე“ რეჟიმი გამოგადგებათ ისეთი ნივთებისთვის, რომლის დაუთოებაც რთულია.Novate–ს რედაქციამ სხვადასხვა ქსოვილის ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხა და გამოყო მთელი რიგი ნივთები, რომელთა გარეცხვა სარეცხ მანქანაში არ შეიძლება. სარეცხი მანქანა მთავარ ამოცანას, ჭუჭყის მოშორებას, უმკლავდება, მაგრამ ვერავინ გეტყვით, როგორ შეძლებთ ამ ნივთების გამოყენებას მომავალში. მოდით, გავარკვიოთ!

საცურაო კოსტიუმი

რას ვაკეთებთ პირველ რიგში, როცა სანაპიროდან ვბრუნდებით? სწორია, საცურაო კოსტიუმებს სარეცხ მანქანაში ვყრით. სულ ტყუილად! ასეთი ნაზი ნაწარმი აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. რამდენიმე ასეთი გარეცხვის შემდეგ რკინის რგოლი იმტვრევა, ქსოვილი ფორმას კარგავს, სამაგრები იწელება. ამრიგად, რამდენიმე სეზონის მომსახურების ალბათობა ნულს უტოლდება.

სპორტული ფეხსაცმელი

თქვენი კედები სარეცხ მანქანაში დაუფიქრებლად არ ჩაყაროთ. პირველ რიგში, იარლიყი წაიკითხეთ. მასზე ნაწარმის მოვლის შესახებ მთელ ინფორმაციას წაიკითხავთ. თუ ეს უბრალო ტექსტილის მოკასინი არაა, არამედ სპეციალური სასეირნო და სარბენი ფეხსაცმელი, ხელით გარეცხეთ და სუფთა ჰაერზე გააშრეთ. ზოგიერთი მწარმოებელი მხოლოდ მშრალ ქიმწმენდას გირჩევთ. საყვარელ ნივთს გაწურვა, ძლიერი ვიბრაცია, ძალიან ცხელი წყალი და დოლურაში ზეწოლა სამუდამოდ დააზიანებს.

ნატურალური ბალიშები

ბალიში ქათმის ბუმბულით ყველაზე „პრეტენზიულად“ ითვლება. ასეთი შემავსებელი დროთა განმავლობაში ობდება, უსიამოვნო სუნი ასდის და ხშირად ცუდად შრება. რაიმე უფრო პრაქტიკული ვარიანტით ჩაანაცვლეთ ან სპეციალური ქიმწმენდა გამოიყენეთ. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ბალიშები, ლეიბები და ქურთუკები რეცხვის დროს წონაში ძლიერ იზრდება. ეს კი ძრავის ან დოლურის დაზიანებას იწვევს.

მიკროფიბრის ჩვრები

ერთი შეხედვით, ასეთი სალფეთქი შეგიძლიათ მანქანაში გარეცხოთ, მაგრამ ასე არაა. სარეცხ ფხვნილში ავტომატური რეცხვისას მიკროფიბრის ჩვარი თავის შთანთქმელ თვისებას კარგავს. რაც უფრო ძვირადღირებულია, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ გაფუჭდება. ინსტრუქცია წაიკითხეთ! მასზე ხშირად წერია, რომ მიკროფიბრის ნაწარმი საპნიან თბილ ხსნარში ხელით უნდა გარეცხოთ.

ჰალსტუხი

ჰალსტუხის ქსოვილის პრეტენზიული სტრუქტურა ავტომატური რეცხვისთვის საერთოდ არაა განკუთვნილი. ასე შეიძლება ფერი და მიმზიდველობა დაკარგოს. სხვა ყველაფერთან ერთად, ჰალსტუხის შიდა ნაწილიც ზიანდება, რის გამოც აქსესუარი ფორმას კარგავს.რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? არ გარისკოთ! ასეთი ნივთი, ფეხსაცმელი და თეთრეული ქიმწმენდაში წაიღეთ. იაფი არაა, მაგრამ ბევრ პრობლემას და რეცხვის შედეგებს თავიდან აგაცილებთ.