ვინტაჟური ტუმბო ძველი უჯრიდან: მასტერკლასი ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებისთვის

ერთი შეხედვით, რა შეიძლება გავაკეთოთ ძველი კარადის ერთი გამოსაწევი უჯრიდან. თუმცა თუ ფანტაზიას გამოავლენთ და გაირჯებით, მასაც ღირსეულ დანიშნულებას უპოვით. ამას კრეატიული ოსტატი ადასტურებს, რომელმაც უსარგებლო ნივთი მოდურ, ვინტაჟურ ტუმბოდ გადააკეთა.

ფანტაზიის, კრეატივის და შეუპოვრობის დახმარებით უსარგებლო უჯრაც შეგიძლიათ მოდურ ავეჯად აქციოთ, რომელიც არა ერთი წელი გემსახურებათ. თუ კარგად ეცდებით, ინტერიერის ეფექტური დეკორიც გახდება.

მნიშვნელოვანია: დაგჭირდებათ ცოტა დრო, სამშენებლო მასალების ნარჩენები (საფითხი, წებოვანი პრაიმერი, აკრილის შავი და თეთრი საღებავები, ლაქი) და ინსტრუმენტების მცირე ნაკრები (ხელის ხერხი ან ბეწვახერხიანი აპარატი, სახრახნისი, ზუმფარის ქაღალდი, ფითხი, შაბლონი, ფუნჯი და ლილვაკი). ავეჯის ფურნიტურას, სამაგრებს, ფეხებს და სხვადასხვა დიამეტრის ბურღს გვერდს ვერ აუვლით.

პირველ რიგში, უჯრა დეტალებად დაშალეთ და გამოჭერით ახალი ელემენტები, რომლებიც კარადის კარკასი გახდება. ზედმეტი ნაწილები გადახერხეთ და გვერდითა კედლების შიდა ნაწილზე მონიშნეთ ადგილები, თუ სად და რამდენი თაროს გაკეთებას აპირებთ. საჭირო ზომის ბურღი და საბურღი გამოიყენეთ და თაროს დამჭერისთვის ჩაღრმავებები გააკეთეთ.

Novate გირჩევთ ფრთხილად იმოქმედოთ, რომ მასალა ბოლომდე არ გახვრიტოთ და მომავალი ავეჯი არ გააფუჭოთ.

მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ყველა დეტალი გააპრიალეთ. ახლა მტვერი მოაშორეთ და კარკასი ააწყვეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ საბურღი და თვითხრახნები გამოიყენოთ.

როცა კარკასი საიმედო დაფიქსირდება, ყველა ხვრელი, ბზარი ან სხვა დაზიანება საფითხით ამოავსეთ და მასალას გაშრობა აცადეთ. ამის შემდეგ ზუმფარას ქაღალდით დაამუშავეთ, რომ მომავალი კარადის ზედაპირი გაასწოროთ. სველი ჩვრით გადაწმინდეთ.

შემდეგ ეტაპზე კარკასის შიდა ზედაპირზს აკრილის პრაიმერი წაუსვით. იგივე მანიპულაცია ამოჭრილ უკანა კედელზეც გაიმეორეთ. როცა მასალა გაშრება იგივე ზედაპირები თეთრი აკრილის საღებავით შეღებეთ და ფანერი ან ფიბრის მუყაო კარადის უკანა ნაწილზე მიამაგრეთ.

ტუმბოს გარე ნაწილის გაფორმება დაიწყეთ. ამისთვის წებოვანი პრაიმერი დაგჭირდებათ, რომელიც 2 ფენად უნდა წაუსვათ, თითოეულს გაშრობა აცადეთ.

შერჩეული შაბლონი გამოიყენეთ, რომლის დახმარებით კარადის ზედა და გვერდითა ნაწილებს სწრაფად და ხარისხიანად გააფორმებთ. ამას მარტივად გააკეთებთ სპეციალური ფირთხით რომელსაც საჭირო კონსისტენცია აქვს, და რეზინის საფითხით. ჯერ ნიმუში დაადეთ (თავადაც შეგიძლიათ გამოჭრათ, მაგრამ სჯობს სილიკონის ან პოლიურეთანის გამოიყენეთ – მათი მოშორება და გაწმენდა ყოველი დადების შემდეგ უფრო ადვილია).

ფითხის დეკორატიული ფენის გამოსაშრობად საკმარისი დრო გამოყავით, ზუსტი დროის გამოთვლა ინსტრუქციის გამოყენებით შეგიძლიათ. ამის შემდეგ წვრილმარცვლოვანი ზუმფარის ქაღალდით ან ბაფით დაამუშავეთ, რომ შექმნილ სურათს ზედმეტი მასალა და ბასრი კიდეები მოაშოროთ.

ამ ეტაპზე შეგიძლიათ შეჩერდეთ და მთელი ზედაპირი უფერო ლაქით დაფაროთ. ასევე შეგიძლიათ თეთრი და შავი საღებავის გამოყენებით კეთილშობილური სიძველის ეფექტი შემატოთ. საღებავი თანაბარ ფენად წაუსვით, ჩაღრმავებები კარგად შეღებეთ და ჯერ კიდევ სველი მასალა ამობურცულ ნაწილებს მოაშორეთ. საღებავი გააშრეთ. სიღრმის მისანიჭებლად დეკორის ზედა ნაწილი გააღიავეთ. ამისთვის გამოიყენეთ ღრუბელი და თეთრი საღებავი, შემდეგ ფუნჯი უხეში ჯაგრისით.

მსგავსი მეთოდით კარი გააფორმეთ, რომლისთვის შეგიძლიათ ხის ჟალუზი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მთავარი ფერი თეთრია, ხოლო შავი საღებავი შეგიძლიათ დაძველების ეფექტის შესაქმნელად შხეფებად გამოიყენეთ.

სანამ საღებავის ზედა ფენა შრება, ფეხებს მიხედეთ, თუ უფრო დახვეწილი ტუმბოს გაკეთება გსურთ. ფეხები შეგიძლიათ ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში შეიძინოთ ან ძველი დეტალები გამოიყენოთ ან კარნიზის ფიგურული ელემენტებიდან გააკეთოთ. თუ ძველ ფეხებს ან პლასტმასის კარნიზის ეფექტურ დეტალებს იყენებთ, ზედაპირი ჯერ გახეხეთ, შემდეგ პრაიმერი და მთავარი საღებავი წაუსვით, კეთილშობილური გაცრეცვა არ დაგავიწყდეთ. სრული გაშრობის შემდეგ ფეხები შეგიძლიათ ტუმბოს ქვედა ნაწილს მიამაგროთ.

ანჯამის დახმარებით კარი დაამაგრეთ. თაროები დაუმატეთ. თაროებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამშენებლო მასალის ნარჩენები, ძველი ავეჯის დაფა ან ფანერი. ეფექტური სახელური დაამაგრეთ. ახლა ტუმბო ინტერიერში საპატიო ადგილს დაიკავებს და არა მხოლოდ შემქმნელის, არამედ ოჯახის წევრების თვალს გაახარებს.

ეს ერთადერთი მაგალითი არაა, როგორ გადააკეთოთ უსარგებლო ნივთი მშვენიერ ავეჯად, რომელიც ყოველდღიურობაში გამოგადგებათ. სწორედ საინტერესო და ლამაზი ნივთების შექმნის სურვილი უბიძგებს ბევრ ადამიანს სხვადასხვა ექსპერიმენტისკენ, რომელიც მათ მორალურ და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებთ, სხვებისთვის კი დაფიქრების მიზეზი ხდება.