კანადური ხსნარი ხის მასალას ტენიანობისა და ლპობისგან იცავს და პლასტმასის თვისებას ანიჭებს

თითქმის ყველამ იცის, რომ ხის მასალას სჭირდება ხსნარით დამუშავება, რომელიც მას მღრღნელების, მაღალი ტენიანობისა და ლპობისგან დაიცავს. თითოეულ ქვეყანას ამ დამცავი საშუალების საკუთარი სახეობები და საიდუმლოებები აქვს. სპეციალური ნაყიდი საშუალების გარდა ადამიანები ხშირად იყენებენ იმას, რაც მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. მაგალითად, ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში სპეციალური საჟღენთი ხსნარის როლს ასრულებს ნარჩენი ზეთი – მანქანის ზეთი, რომელმაც თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. ამერიკაში, კანადასა და ალასკაზე ამ საკითხს სხვაგვარად უდგებიან.

ნარჩენი ზეთი გამოიყენება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხის სწრაფად დამუშავება სჭირდებათ და მასალა არასაცხოვრებელ შენობაში გამოიყენება. ძირითადად, სხვა ხსნარებს იყენებენ.

1. რატომ იყენებენ ნარჩენს ზეთს იშვიათად კანადასა და სხვა ქვეყნებში

საქმე იმაშია, რომ გამოყენებულ მანქანის ზეთს რიგი უარყოფითი თვისებები აქვს.

  • საცხოვრებელ შენობაში ნარჩენი ზეთის გამოყენების აკრძალვა კარკასული სახლების მშენებლობის კოდექსშია გაწერილი. ეს კანცეროგენულ ეფექტს უკავშირდება. ზეთის ორთქლი ადამიანის ფილტვების სისტემაში თანდათან გროვდება, რომელთა მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია. შედეგად, ფილტვების დაავადება სწრაფად ვითარდება, შეიძლება მისი ფუნქციონირების სრულად შეწყვეტა გამოიწვიოს.
  • თუ ხეს ამ საშუალებით დაფარავთ, მისი შეღებვა აღარ შეიძლება არც მინანქრით, არც საღებავით.
  • ხე სწრაფად ალდება და იწვის, რაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას მიუღებელია. თუ სახლი იპოთეკურია და ბანკი აღმოაჩენს, რომ ხის მასალა ამ მეთოდით დამუშავებულია, ხელშეკრულება იმწამსვე წყდება.

კანადელებმა სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს და საქმე მაღაზიის სპეციალურ საშუალებებს არ ეხება

2. რა შუაში არიან გემთმშენებლები

სწორედ ისინი დაეხმარნენ კანადელებს ხის მასალის დამუშავების საკითხის მოგვარებაში, რადგან მათ ეს საკითხი სხვებზე მეტად აღელვებთ. ეს გასაგებიცაა. სახლი შეიძლება დალპეს, მაგრამ მისი შეკეთება ან ახლის აშენება ყოველთვის შეიძლება. აი, თუ პრობლემა გემს შეეხება, რომელიც ლპობის მიზეზით ჩაიძირება, გადარჩენა შეუძლებელი იქნება. თევზებთან ურთიერთობა მოუწევს ყველას, ვინც გემზეა.

ძველი და ტრადიციული მეთოდით ყველა ნავი და დიდი გემი ფისით ან ბიტუმით დამუშავებულია. გასული საუკუნის 80-იან წლებში ძმებმა გუჟონებმა საკუთარი ტექნოლოგია გამოიგონეს. მათი ნარევი ხეს ობის, ლპობის, სოკოვანი დაინფიცირების, წყლისა და მექანიკური დარტყმებისგან საიმედოდ იცავდა. ხის მასალა ასეთი დამუშავების შემდეგ პლასტმასის მსგავსი ხდებოდა. ასეთი ზედაპირი შეგეძლოთ მშვიდად შეგეღებათ.

ავტორებმა ამ უნიკალურ ტექნოლოგიას WEST უწოდეს. ბუნებრივია, ასეთი დამუშავების მეთოდის დეტალურად გაგება ბევრს სურდა. გამომგონებლებს ძალიან დიდ თანხას სთავაზობდნენ და სიკვდილითაც ემუქრებოდნენ. შედეგად, ძმებმა გუჟონებმა საიდუმლოს გამჟღავნების გადაწყვეტილება მიიღეს და წიგნი დაწერეს. მასში ტექნოლოგია გაშიფრეს, რომელიც ასე ჟღერს: Wood Epoxy Saturation Technology.

3. სასწაული ნარევის რეცეპტი

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ძალიან მარტივია, რაც ყველაზე საინტერესოა, იაფია. ახლა, ყველა ამერიკელი და კანადელი ხელოსანი, რომელთაც ძვირადღირებული სპეციალური საჟღენთის შეძენა არ სურთ, ამ ტექნოლოგიას იყენებს. უნიკალური ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შესაფერისი მოცულობის კონტეინერი
  • 646 გამხსნელი
  • ეპოქსიდური ორკომპონენტიანი ფისი
  • ფუნჯი

მოქმედების ეტაპები:

  1. ფისი დიდ კონტეინერში მოათავსეთ.
  2. აქვე გამამკვრივებელი (ინსტრუქციაში მითითებული პროპორციით) დაუმატეთ, სწრაფად და კარგად აურიეთ.
  3. არსებულ ნარევს 646 გამხსნელი 1:3 თანაფარდობით დაუმატეთ, სადაც ფისი 1 ნაწილია, ხოლო გამხსნელი 3. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

ყველა პროპორციის და ტექნოლოგიის დაცვით გამჭვირვალე სითხეს მიიღებთ. ეს ხის დასამუშავებელი ხსნარია. გამხსნელი საჟღენთის ხეში ღრმად შეღწევას ხელს უწყობს (სიღრმე მინიმუმ 10 მლ). ამ დროს მასალის სტრუქტურის კონსერვაცია ხდება. შეგიძლიათ თეთრი საღებავი დაუმატოთ. ასე დეკორატიულ ეფექტს უზრუნველყოფთ და ბუნებრივ ფორმებს ხაზს გაუსვამთ.

ერთადერთი, ვისაც ეს ნარევი არ მოსწონს, ფინელები არიან, რადგან ეპოქსიდური ფისი ქიმიური პროდუქტია. ფინეთში სხვა, ეკოლოგიური საშუალებას იყენებენ, რომელიც ხეს წყლისა და ხანძრისგან იცავს.