ბრიტანელმა წყვილმა დანგრეული კარ–მიდამო შეიძინა და მდიდრულ კოტეჯად გადააკეთა

ლივერპულში მცხოვრებმა ბრიტანელმა წყვილმა 2018 წელს დანგრეული სახლის ყიდვა გადაწყვიტა. ოჯახის ინიციატივიანმა დედამ იმის მიუხედავად, რომ რემონტთან და მით უფრო კარდინალურ ცვლილებებთან შეხება არასდროს ჰქონია, მასში კომფორტულ საცხოვრებლად გარდაქმნის პერსპექტივა დაინახა და გარიგებას დაჟინებით ითხოვდა. ახალგამომცხვარ მფლობელებს და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს 2 წლიანი მუშაობა დასჭირდათ, რომ სახლი ბევრი გამომწერისთვის საოცნებო გამხდარიყო. ცნობისთვის, წყვილი საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ ინსტაგრამზე სახლის გარდაქმნის ფოტოანგარიში გამოაქვეყნეს, რამაც მთელი ქსელი დაიპყრო.

ძველი, დანგრეული სახლის გადაკეთება ყოველთვის ძვირი და პრობლემურია. როგორც პრაქტიკა და განხორციელებული პროექტები ცხადყოფს, თუ სირთულეების არ შეგეშინდებათ და მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებთ, მდიდრული კარ–მიდამოს მფლობელი გახდებით, სადაც გექნებათ კომფორტული საცხოვრებელი და შესანიშნავი დასასვენებელი ზონა საკუთარი ეზოთი.

სწორედ ასე მოიქცა ლინდსი განეინი (Lydsey Gynane) თავის ცხოვრების მეგზურთან, შონთან ერთად. მათ ჰეილვუდის უბანში (ლივერპული) არასაცხოვრებელი კოტეჯი მიტოვებული ნაკვეთით შეიძინეს. იმის მიუხედავად, რომ წყვილს სამშენებლო–სარემონტო და დიზაინის სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა, ოცნების სახლის შექმნა მოახერხეს.

ისტორია 2018 წელს დაიწყო, როცა ბრიტანელმა წყვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის შეძენა გადაწყვიტა. კარ–მიდამოს ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც თითქმის 50%–იანი ფასდაკლებით გაიყიდა (დაახლოებით 220 ათასი დოლარი), საზრიანმა ლინდსიმ მაშინვე გააცნობიერა, თუ როგორ შეიძლებოდა ნანგრევების გარდაქმნა ისე, რომ 4 კაციან ოჯახს კომფორტულ პირობებში ეცხოვრა და 2 ბავშვს საკუთარი ოთახები ჰქონოდათ.ხელშეკრულების გაფორმებისთანავე წყვილმა დიზაინის შექმნა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა დაიწყო. პროცესში პროფესიონალი არქიტექტორები ჩართეს, რომელთა დახმარებით არსებული შენობის სრული პოტენციალი გამოავლინეს.

კვალიფიციურმა სპეციალისტებმა კედლების გაძლიერება, აშენება და შელესვა, სახურავის შეცვლა და ყველა სახის კომუნალური სამუშაოები შეასრულეს. აი, ენთუზიასტმა წყვილმა შიდა სივრცის გადაკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები თავად შეასრულა.

სტრუქტურული ცვლილებები: შიდა სივრცის განლაგება ოჯახს არ აწყობდა, ამიტომ რამდენიმე დანაყოფი მოაშორეს, რომელიც ძალიან პატარა ოთახებს ქმნიდა. გაუგებარი მიშენების ნაცვლად ფართო ვერანდა გააკეთეს. ლინდსი ყოველთვის ღია საცხოვრებელი სივრცესა და ბევრ ჰაერზე ოცნებობდა. გეგმის განსახორციელებლად მხოლოდ კედლების დანგრევა საკმარისი არ იყო, ამიტომ ფანჯრის ჩარჩოები გაადიდეს და დაამატეს. ახალ, უფრო ფართო მინაშენზე მინის დასაკეცი კარი დაამონტაჟეს და სახურავზე სინათლის ლუქიც გააკეთეს.

გაცვეთილი კიბეც გადააკეთეს. ძველი ხალიჩა უფრო თანამედროვე საფარით ჩაანაცვლეს, ხის რიკული ხის ჩარჩოს მქონე მინის პანელით ჩაანაცვლეს. ყველა კედელი გადაღებეს ან ახალი ღია ფერის შპალერი გააკრეს, რომ შიდა სივრცე ვიზუალურად გაეზარდათ. კრეატიულმა წყვილმა საცხოვრებელი ზონა დეკორატიული ელემენტებით, მასიური ავეჯით და ბევრი წვრილმანით არ გადატვირთა.

პროგრამის მთავარი ნაწილი და ოჯახის მთავარი სიამაყე ბაღია. დიდი ძალისხმევის გაღება მოუწიათ, რომ ეზო ნაგვისა და სარეველებისგან გაეწმინდათ. მათ ძველი ფარდულიც გადააკეთეს. საბოლოოდ, მიიღეს საკუთარი აუზი, მის გვერდით კეთილმოწყობილი დასასვენებელი ზონა, კენჭებით მოფენილი ბილიკები, რამდენიმე კლუმბი და ღია ტერასა, სადაც კარგ ამინდში სადილის ან რომანტიკული ვახშმის მოწყობა შეიძლება.

აღსანიშნავია: სახლის გარდაქმნით გატაცებულმა წყვილმა სოციალურ ქსელში იდეების გაზიარება გადაწყვიტა. პირველივე დღიდან ლინდსი დანგრეული სახლის სურათებს და ცვლილებებს იღებდა. 2 წელში, ზუსტად ამდენი დრო დასჭირდათ კარ–მიდამოს სრული გადაკეთებისთვის, მათ 130 ათასზე მეტი გამომწერი დააგროვეს, რომლებიც მათ შემოქმედებით პროცესებს ინტერესით აკვირდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ თუ ბედნიერი ოჯახი განახლებული სახლის გაყიდვას გადაწყვეტს, უკვე 150 ათასი დოლარით ძვირად შეფასდება.