
ყველას გახსოვთ, ალბათ, ფილმი „მტაცებელი“, რომელშიც შვარცნეგერის გმირი უცხოპლანეტელ არსებას გაკვირვებული ეკითხება: „რა ხარ?“ დიახ, მსგავსი რამის დანახვამ შეუძლებელია არ გაგაოცოთ. სიტყვაზე, ფილმი კარგი სცენარის, სპეცეფექტების გარდა მაღალ დონეზეა შესრულებული. თუმცა თუ სამშენებლო და სარემონტო სამყაროსთან კავშირი გაქვთ, ჰოლივუდის გარეშეც არა ნაკლებ შთამბეჭდავ „ხრიკებს“ და ვიზუალურ ეფექტებს ნახავთ. Novate გთავაზობთ ფოტო ნაკრებს სახელწოდებით „რა ხარ და ვინ შეგქმნა?“ .
სანტექნიკოსების გასაოცარი რემონტი
სანტექნიკოსის აზროვნება ზოგჯერ იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ შეცბუნებაში გადასულ გაკვირვებას იწვევს. როგორ იბადება „ორმაგი საშხაპე“ შერლოკ ჰოლმსიც თავისი დედუქციური მეთოდით ვერ მიხვდება. რას ფიქრობდა უცხოპლანეტელი, როცა ამ ორთავიან ურჩხულს აყენებდა? თუ ეს ინგლისური საშხაპეა, სადაც ერთი თავიდან ცივი წყალი მოდის, ხოლო მეორედან – ცხელი წყალი? კითხვები პასუხებს აჭარბებს.
გჯერათ, რომ უწმინდურ სულებს ბიდეში ან უნიტაზში ცხოვრება შეუძლია? მსგავსი რამ, ალბათ, საშინელებათა ფილმებში გინახავთ. კინო გამონაგონია, მაგრამ რა დანიშნულება აქვს სამუდამოდ კედლით ამოქოლილ სანტექნიკის მოწყობილობას? როგორც ჩანს, მასში მცხოვრები დემონი გარეთ რომ ვერ გამოვიდეს.
ჰოლივუდში ტრანსფორმერებს უკვე ქმნიან. მართალია, ჯერ ვირტუალურად. ეს მანქანაა, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რობოტად გადაიქცევა ან პირიქით, მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მსგავსი სპეცეფექტები ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და, შესაბამისად, საუკეთესო. აი, ეს ონკანი თავისი „საოცარი“ ეფექტით ტრანსფორმერის ბოლო სერიას არ ჩამორჩება. „ვინ შეგქმნა ურჩხულო?“
ელექტრიკოსების სასარგებლო რჩევები
თუ სადმე რამე ვერ გადის, ხერხი დაგეხმარებათ. ასე შეძლებთ კარში სადენის გაყვანას ან დენის ჩამრთველთან მიწვდომას. მოსახერხებელი, ოპერატიული, რაც მთავარია, უნივერსალური! რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი მიდგომით გარეგნობა ზიანდება, მაგრამ დასახული მიზნისთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, ფუნქციურია, ეს არის ნამდვილი ესთეტიკა. გსურთ შემედავოთ? მაშინ შეხედეთ კალაშნიკოვის ავტომატს: ფუნქციურია და სწორედ ამან მიანიჭა დაბეჭდილი დეტალებით დამზადებულ პროდუქტს განსაკუთრებული სილამაზე!
თავად გააკეთეთ, თუ შეძლებთ!
რა არის ზარი? ჩვენი გაგებით ელექტრომოწყობილობა, რომელი ღილაკზე დაჭერისას ხმას გამოსცემს. მოწყობილობის მიზანია, რომ სტუმრებმა კარზე არ აბრახუნონ და არ დაშალონ. როგორ მოგწონთ ზარი სერიიდან „საკუთარი ხელით“? არანაირი ელექტროენერგია და სადენები არ სჭირდება. მხოლოდ საკაკუნო ჯოხი და ძველი ქვაბი! რა თქმა უნდა, მოკლე ინსტრუქცია გაჯეტის გამოსაყენებლად, როგორიცაა წარწერა „ზარი“.
და ბოლოს, ხრიკი ავტომობილებისთვის. ნებისმიერ ავტომფლობელს სურს საკუთარი მანქანა მაქსიმალურად კომფორტული გახადოს. კომფორტი ინვესტიციას მოითხოვს. და თუ მათ გარეშე? დიახ, ინებეთ!
აი, მრავალფუნქციური სამკლავური–ჭიქების დასადები. ფიქრობთ მხოლოდ ორი ფუნქცია აქვს? ცდებით! მინიმუმ ხუთია. დამატებით: ცივი იარაღი, უნივერსალური სადგამი და ტაბურეტი!