11 ჩვეული ნივთი, რომელიც შავ სიაში უნდა შეიყვანოთ, რადგან სამზარეულოში ადგილს „ჭამს“

პატარა სამზარეულოში თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია, ამიტომ აქ შესანახი ნივთები მკაცრად უნდა გადაარჩიოთ. ბინის მფლობელი ხშირად იძულებულია უარი თქვას რიგ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ჭურჭელზე, კონტეინერებზე და ა.შ. კარგი ამბავი გვაქვს: უსარგებლო ნივთების მოშორებით და შენახვის სისტემის შეცვლით სამზარეულოს მყუდროს, ერგონომიულს და კომფორტულს გახდით. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები შედის შავ სიაში.

1. ჭურჭლის გარე საშრობი

ბევრ ბინაში ონკანის გვერდით ჭურჭლის საშრობი დევს. ერთი შეხედვით, კომფორტულია: თეფში გარეცხეთ და ზედმეტი მოძრაობის გარეშე გასაშრობად ჩადეთ. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: მთელი დღის განმავლობაში საშრობი სხვადასხვა ჭურჭლით ივსება, დაწყებული თეფშებით და დამთავრებული ჭიქებით, ჩანგლებით და ა.შ. იმის მიუხედავად, რომ 15-20 წუთში რჩევა, კარადაში მათ შელაგებას არავინ ჩქარობს. შედეგად, სამზარეულო დაუდევარ იერს იძენს.პრობლემის მოგვარების 2 ვარიანტი: ლამაზი საშრობი შეიძინეთ, რომელიც ოთახის ინტერიერს იდეალურად შეეფერება და ჭურჭლის დროულად შელაგება არ დაგავიწყდეთ, ან კარადაში მოწყობილობა ჩადგით. მეორე შემთხვევაში თეფშების და ჭიქების შელაგებაზე ზრუნვა არ მოგიწევთ, რადგან ისედაც თავის ადგილზე აღმოჩნდება, ცნობისმოყვარე თვალისგან შორს.

2. დიდი ქილები ფხვიერი პროდუქტების შესანახად

ეს ჩვევა დედებისა და ბებიებისგან გადმოგვეცა, რომლებიც ფხვიერ პროდუქტებს დიდ კონტეინერებში ინახავდნენ. ასეთი ნივთები სამზარეულოში დიდ ადგილს იკავებს. ტრადიცია დაივიწყეთ და მის ნაცვლად სამუშაო ზედაპირზე, გაზქურასთან ახლოს ლამაზი, დახვეწილი და, რაც მთავარია, პატარა ვარიანტები დააწყვეთ. ასეთი შესანახი კონტეინერები რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურ, არამედ ესთეტიკურ ფუნქციებს ასრულებს. მათთვის გაზქურასთან ახლოს ღია თარო გამოყავით, რომ სამუშაო ზედაპირი არ გადაავსოთ, მაგრამ მარილს, შაქარს და სხვა საშუალებას სწრაფად მიწვდეთ.

3. ქვაბები გაზქურაზე

ბევრ დიასახლისს რთული სამუშაო დღის შემდეგ სადილის მომზადება უწევს. გაზქურიდან ქვაბის აღება ლაპარაკიც არ ღირს – ჭამის შემდეგ დივანზე დაწოლის ცდუნება დიდია. სხვა ვარიანტი: ქვაბი ცარიელი დარჩა, მაგრამ გარეცხვა ჯერ არ გსურთ, შედეგად ხშირად გაზქურაზე „ღამეს ათევს”. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში, დილამდე ქვაბის კედლებს საჭმლის ნარჩენები მიახმება და მისი მოშორება გაგიჭირდებათ. მეორეც, ქვაბში მიკრობები გავრცელდება. მესამეც, ქვაბი გაზქურაზე დაუდევრად გამოიყურება და ინტერიერს აფუჭებს.

4. სტაციონალური მიქსერი

გულწრფელად აღიარეთ: რამდენად ხშირად იყენებთ მიქსერს? კვირაში რამდენჯერმე? მაშინ რა საჭიროა სამუშაო ზედაპირზე მისი შენახვა, სადაც ძვირფას ადგილს იკავებს. ეს ადგილი სხვა, უფრო სასარგებლო ნივთს შეგიძლიათ დაუთმოთ. თუ კონდიტერი არ ხართ და მხოლოდ განწყობის მიხედვით აცხობთ, სტაციონალური მიქსერი ხელის მიქსერით ჩაანაცვლეთ, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კარადაში შეინახოთ.სამზარეულოში ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა კრიტიკულად შეაფასეთ. თუ რომელიმე მოწყობილობას წელიწადში ერთხელ იყენებთ, გირჩევთ გაყიდოთ ან გააჩუქოთ, ამით სასარგებლო ადგილს გაათავისუფლებთ. ჩვეულებრივ, ამ კატეგორიაში ხვდება ბლინის ელექტროსაცხობი, ტოსტერი, იოგურის აპარატი, პურის საცხობი და ა.შ.

5. ტელევიზორი

ცხადია, რომ პატარა სამზარეულოში სამუშაო ან ნებისმიერ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ტელევიზორის მოთავსება ცუდი იდეაა. მაშინაც კი, თუ იეშმაკებთ და კედელზე დაკიდებთ, სიმჭიდროვის და ვიზუალური ხმაურის ეფექტს ვერ მოიშორებთ. თუ საყვარელი სერიალის გარეშე ვერ საუზმობთ ან კერძებს ვერ ამზადებთ, ნოუთბუქი, პლანშეტი ან სმარტფონი გამოიყენეთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტექნიკა აიღოთ და სამზარეულოს სისუფთავე დაუბრუნოთ.

6. ნერგები ფანჯრის რაფაზე

მწვანილის მოყვანა, რომ კერძებს წლის ნებისმიერ დროს დაუმატოთ, კარგი იდეაა. ოღონდ ნერგების შენახვა ფანჯრის რაფაზე არ ღირს. სხვადასხვა ფერის ქოთნები და ჭიქები, რომლებიც ხილულ ადგილზე დევს, ოთახს დაუდევარ იერს ანიჭებს და უწესრიგობის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარდა ამისა, ძვირფას ადგილს იკავებს, რადგან ფანჯრის რაფა შეგიძლიათ ჭურჭლის, სამზარეულოს აქსესუარების შესანახად ან თუნდაც დამატებით სამუშაო ზედაპირად გამოიყენოთ.თუ ფიქრობთ, რომ ფანჯრის რაფაზე ნერგები აუცილებლად უნდა იყოს, ერთნაირი ლამაზი კაშპოები შეიძინეთ. მასში ოხრახუში, კამა, როზმარინი, პიტნა და სხვა მწვანილი უფრო ჰარმონიულად გამოიყურება და სამზარეულოს ინტერიერს არ აზიანებს.

7. პლასტმასის კონტეინერები

ეს ნივთები უსარგებლო არაა: მათში შეგიძლიათ კერძების ნარჩენები შეინახოთ, პიკნიკზე ყოფნისას გამოიყენოთ და ა.შ. და მაინც, რამდენიმე ათეული კონტეინერის შეძენა და შემდეგ იმაზე ფიქრი, თუ სად წაიღოთ, საუკეთესო იდეა არაა. ოპტიმალური ვარიანტი: ჯერ კიდევ მაღაზიაში შეიძინეთ ნაკრები, რომლებიც ერთმანეთში ჩადობით ინახება, ან სილიკონის დასაკეცი კონტეინერები. მათთვის ცალკე უჯრა გამოყავით, რომ მთელ სამზარეულოში კონტეინერებს ძებნა არ დაუწყოთ. ასევე შეგიძლიათ ქვაბებთან ერთად შეინახოთ.

8. ხილით სავსე კალათა

ეს ელემენტი ოთახს სიმყუდროვის ნოტებს მატებს, თუმცა თუ სამზარეულოს ადგილი კატასტროფულად აკლია, მათზე უარის თქმა შეგიძლიათ. ხილ–ბოსტნეულისთვის, რომელსაც მაცივარში ვერ ინახავთ, ვიწრო სტელაჟი ბორბლებზე გამოიყენეთ, რომელიც ერთ–ერთ კუთხეს იდეალურად მოერგება ან თაროზე დასაკიდი ორგანაიზერი შეიძინეთ.

9. რეილინგები და კავები

თუ კარადაში ყველა უჯრა და თარო უკვე დაიკავეთ და სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად ადგილი არ გაქვთ, რეილინგს და კავებს გვერდს ვერ აუვლით. თუ მათ მხოლოდ მოდისთვის ყიდულობთ, ამ იდეაზე უარი თქვით. ფოტოებში რეილინგი დაკიდული ფინჯნით ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რეალურად უწესრიგობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაშინაც კი, თუ სამზარეულო 1 საათის წინ დაალაგეთ, ვიზუალური ხმაური, რომელსაც ღია შენახვის სისტემა იწვევს, თქვენს ძალისხმევას გაანულებს.

10. ჭურჭელი სადღესასწაულოდ

დამეთანხმეთ, რომ სადღესასწუალო სერვიზი და ჭურჭელი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იშვიათად გამოიყენება. ბევრი ადამიანი წვეულებებს რესტორანში იხდის, ხოლო როცა მეგობრები ან ნათესავები მოულოდნელად სტუმრად მოდიან, მაგიდაზე ხელთ არსებული თეფშები ხვდება. იგივე ეხება გადასაფარებელს, სალფეთქს, გრაფინს და ჭიქას „განსაკუთრებული შემთხვევებისთვის“. კარგია, თუ მათთვის ცალკე კარადას გამოყოფთ კომფორტის შეწირვის გარეშე, მაგრამ თუ ადგილი ისედაც არ გყოფნით, მათზე უარი თქვით. ყუთებში ჩააწყვეთ და საკუჭნაოში, აივანზე ან სხვა კარადაში შეინახეთ, რომ ისედაც ვიწრო სამზარეულო კიდევ უფრო არ გადატვირთოთ.

11. ორმაგი ნიჟარა

ერთი მხრივ, ორმაგი ნიჟარა ჭურჭლის გასარეცხად და გასაშრობად დამატებით ადგილს ქმნის. მეორე მხრივ, სასარგებლო ფართს იკავებს. ეს ერთი შეხედვითაა, რომ 5-10 სმ სიტუაციას ვერ შველის. სივრცე სამზარეულოს ყველა კუთხიდან თანდათან გროდება და შედეგად კარგ ფართს იღებს, რომელიც შეგიძლიათ გონივრულად გამოიყენოთ.