8 შეცდომა ბინის რემონტში, რის გამოც ზოგი იტანჯება, მაგრამ სხვებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ

სამწუხაროდ, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რემონტს ეხება. სირთულეები ყველაზე მოულოდნელ მომენტებში ჩნდება. მაგალითად, როზეტი საჭირო ადგილას არაა, დივანი მისაღებ ოთახში შესასვლელს კეტავს, შემრევი ონკანიდან ერთ თვეში წყალი წვეთავს. Novate დეტალურად გიამბობთ ამ და სხვა შეცდომების შესახებ, რომელსაც რემონტის დროს უშვებენ, რადგან, როგორც ამბობენ, გაფრთხილებული შეიარაღებულს ნიშნავს.

შეცდომა 1: წინსაფრის არასწორი დაყენება

სამზარეულოს წინსაფართან პრობლემები ხშირად ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მფლობელი მას მოზაიკით ან ფილებით აფორმებს. თუ ამ საკითხში არ გაერკვევით, რამდენიმე შეცდომას დაუშვებთ.პირველი, და ყველაზე მთავარი, დაყენებას უკავშირდება. ზოგჯერ მშენებლები ჯერ სამუშაო ზედაპირს დგამენ, შემდეგ წინსაფარს და ბოლოს პლინტუსს. ამან შეიძლება პლინტუსში ჭუჭყის დაგროვება და წყლის ჩამოწვეთა გამოიწვიოს. შედეგად, სამუშაო ზედაპირი გასივდება და ობი გაჩნდება. სჯობს სამუშაო ზედაპირის და წინსაფრის პირაპირზე დასალუქი პლინტუსი დააყენოთ, რომელსაც ზემოთ და ქვემოთ რეზინის კუთხეები აქვს, შემდეგ დამატებით სანიტარული სილიკონით დალუქოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: პირაპირი ელასტიური ხსნარით წაგლესეთ.მეორე მომენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, წინსაფრის ამობურცვა. თუ არა მხოლოდ კარადის ქვეშ, არამედ ღია ნაწილებზე გადის, კედელთან ერთად გალესეთ. კუთხესაც ყურადღება მიაქციეთ: ის 45 გრადუსზე უნდა გაქლიბოთ და ალუმინის კუთხეებში არ დამალოთ.

შეცდომა 2: ვენტილაციის დარღვევა ან არ ქონა

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჰაერის მინიმალური მოცულობა ერთ ადამიანზე 60 მ³/სთ უნდა იყოს. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს: დილით თავის ტკივილი, მოთენთილობა და აპათია შეგაწუხებთ, შრომისუნარიანობა დაქვეითდება, ქრონიკული დაავადებები გამწვავდება. ბინაში მუდმივად მტვერი დაგროვდება. თქვენ არა მხოლოდ ხშირად დალაგება მოგიწევთ, არამედ ალერგიის რისკიც გამოჩნდება. სხვა შედეგები:

  • დაგუბებულ ჰაერში კვების პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ავეჯის და სხვა საშუალების სუნები გროვდება. ეს ყოველთვის სასიამოვნო ნაკრები არაა.
  • თუ ვენტილაციის პრობლემები სველ წერტილში ჩნდება, მზად იყავით, რომ ზედმეტ ტენიანობას და დახუთულ ჰაერს იგრძნობთ, ხოლო ცოტა ხანში სოკო გაჩნდება. ყურადღება მიაქციეთ, თუ ვენტილატორის ქვეშ ჭერის კარნიზის დაყენებას გეგმავთ, სჯობს ხვრელი ქვემოთ გადაიტანოთ.
  • მაღალი ტენიანობა, რომელიც ოთახში კედლებსა და ფანჯრებზე კონდენსაციით ჩნდება, მოსაპირკეთებელ და სამშენებლო მასალებს აფუჭებს.

შეცდომა 3: გადატვირთული სააბაზანო ოთახი

გეთანხმებით, რომ სააბაზანო ოთახში ბევრი ნივთის დადგმა აუცილებელია, როგორიცაა სტანდარტული ონკანი, უნიტაზი, საშხაპე კაბინა და სტელაჟი დასაბანი აქსესუარებისთვის, თეთრეულის კალათა და ა.შ. ოთახის შესაძლებლობები თქვენს მოთხოვნებს უნდა შეუთავსოთ. თუ ოთახი პატარაა, რაიმეს მსხვერპლად გაღება მოგიწევთ. სხვადასხვა ნივთით ოთახის გადავსება არ ღირს. ასეთი მიდგომით მასში ჯაგრისის ადგილიც არ დარჩება. დამატებით, სააბაზანო ოთახში ყოფნა არაკომფორტული გახდება.

შეცდომა 4: ვარვარა ნათურის გამოყენება

ასეთი ნათურის გამოყენება ბევრ პრობლემას გამოიწვევს. პირველ რიგში, ძლიერ ხურდება. მეორეც, გამოყენების მოკლე ვადა აქვს, მხოლოდ 1000 საათი. ახალ მოდელებს 5000-ზე მეტი საათი მუშაობა შეუძლიათ. დამატებით, ძალიან მყიფეა და ნებისმიერი დარტყმისა და ვიბრაციის მიმართ მგრძნობიარეა. მესამეც, თანამედროვე ნიმუშებთან შედარებით სინათლის გადაცემის დაბალი პროცენტი აქვს. ძლიერი დამოკიდებულება აქვს ძაბვაზე, უფრო ზუსტად, მის მიწოდებასა და ქსელში ენერგიის ცვლილების არ არსებობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვარვარა ნათურას ხანძრის საშიშროების მაღალი ხარისხი აქვს. უკვე 30 წუთში შიდა კოლბის ტემპერატურა მაქსიმუმ მაჩვენებელს აღწევს. მაგალითად, თუ ნათურის სიმძლავრე 40 ვატია, ტემპერატურა 145 გრადუსამდე იზრდება. თუ კოლბა ქსოვილს ეხება, კიდევ უფრო ძლიერ გახურდება.

შეცდომა 5: მუქი ფერის იატაკი – გამოყენებული მასალის (ლამინატი, ფილა) მიუხედავად მუქი ვარიანტის არჩევა კარგს არაფერს გპირდებათ. მუქი ფერის იატაკზე, როგორც მუქი ფერის ავეჯზე, ჭუჭყი უფრო ჩანს. საუბარია, შინაური ცხოველის ბეწვზე, მტვრის ნაწილებზე, ჭუჭყის კვალზე და ა.შ. აი, ასეთი პარადოქსი. სწორედ ამიტომ, ღია ფერის ვარიანტებს უპირატესობა მიანიჭეთ. თუ გსურთ, რომ ოთახი არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ მოდური და ლამაზი იყო, არჩევანი ნატურალურ ხის ელფერებზე გააკეთეთ – ნამდვილი მხსნელი გახდება.

შეცდომა 6: ფანჯრის ქვეშ გათბობის ბატარეის არ ქონა

ახლა ფანჯრის რაფის გადაკეთება სხვადასხვა დივნად და დასასვენებელ ზონად ძალიან მოდურია, მაგრამ ამისთვის გათბობის ბატარეის მოხსნა მოგიწევთ. აქვე გეტყვით: ეს კარგი იდეაა ოთახის ვიზუალური სილამაზისთვის, მაგრამ შემოდგომა–ზამთარში კომფორტის კუთხით ცუდია. ყველა ფანჯრის ქვეშ გათბობის ბატარეის ქონა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ცივ სეზონზე გაიყინებით. სამწუხაროდ, თბილი იატაკი რადიატორის ღირსეული ალტერნატივა ვერ გახდება: კომპანიონი კი, მაგრამ შემცვლელი – ვერა.კიდევ ერთი პრობლემა დაბლა დაყენებული გათბობის ბატარეაა. თუ რემონტის დროს პლინტუსის სიმაღლეს არ გაითვალისწინებთ, შეიძლება რადიატორის გამოსასვლელი ძალიან დაბლა აღმოჩნდეს და მშენებლები იძულებული გახდებიან, რომ მასალაში უშნო ხვრელი გააკეთონ. რადიატორის გასასვლელის ქვეშ იატაკიდან 20 სმ სიმაღლე უნდა გაითვალისწინოთ. რაც შეეხება პლინტუსს, მისი სიმაღლე შეიძლება 12-14 სმ იყოს.

შეცდომა 7: ნატურალური ხის სამუშაო ზედაპირი სამზარეულოში

თუ მაღაზიაში ხის სამუშაო ზედაპირი თვალში გხვდებათ, მოიშორეთ ფიქრები, რომ ლამაზი და არასტანდარტული გადაწყვეტილებაა. აქტიური გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რომ მასალა სამზარეულოსთვის შეუფერებელია. როგორ ფრთხილადაც არ უნდა იმოქმედოთ, ნებისმიერი დაზიანება, მცირე ნაკაწრიც დააჩნდება. გარდა ამისა, ხე გარე ფაქტორების მიმართ გამძლე არაა: ტემპერატურის ცვლილების გამო იბზარება, მაღალ ტენიანობაზე – სივდება.შენიშვნა: დამატებითი მოვლაც არ დაგავიწყდეთ: წელიწადში ერთხელ ასეთი სამუშაო ზედაპირი სპეციალური ხსნარებით უნდა გაჟღინთოთ, რომ მასალა არ გამოშრეს.

შეცდომა 8: იაფი სანტექნიკა

რემონტის გაკეთებისას ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს მინიმუმ 5 ან 10 წელი აღარ დავუბრუნდებით. ოცნება არ ასრულდება, თუ სამშენებლო მასალებსა და სანტექნიკაზე ფულს დაზოგავთ. იაფი შემრევი, ფიტინგი და მილი არ ანაზღაურდება, უფრო პირიქით. უხარისხო სანტექნიკა გამოიწვევს იმას, რომ ცოტა ხანში წყალი ჩამოწვეთავს. უკეთეს შემთხვევაში ახლის შეძენასა და დაყენებაზე ფულს დახარჯავთ, უარესში – ბინის დატბორვის გამო მეზობლისთვის კომპენსაციის გადახდა მოგიწევთ.