ასეთი ფარდები სასწრაფოდ მოხსენით და გადააგდეთ, თუნდაც ინტერიერს ამშვენებდეს

ოთახის ინტერიერი რომ განაახლოთ ან მთლიანად შეცვალოთ, სტრატეგიულად უნდა იფიქროთ. პირველ რიგში, თვალში ყველაზე დიდი რამ გვხდება. მაგალითად, იატაკი და კედლები. თუ განახლების მასშტაბები მოცულობითი არაა, ყურადღება ფარდის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების კომბინაციას მიაქციეთ. Novate გთავაზობთ გაარკვიოთ, რამდენად უხდება ერთმანეთს და მოდიდან ხომ არ გასულა.

საერთოდ, ფარდა საკმაოდ პრეტენზიული ინტერიერის ნივთია. ის პრაქტიკული, ხარისხიანი უნდა იყოს და სტუმრების და მობინადრეების ყურადღებას არ იპყრობდეს. ზოგჯერ ფარდის არჩევა რთული ამოცანაა. ვეცდებით არ გითხრათ, თუ რა აირჩიოთ საცხოვრებელი ადგილის მოწყობისას, მხოლოდ ამ მნიშვნელოვანი დეტალის არჩევისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს გიზიარებთ.

ფარდის შეხამება – ზოგიერთ მფლობელს მიზანმიმართულად სურს, რომ მისი, თუნდაც პატარა ბინა მაქსიმალურად „მდიდრული“ გამოჩნდეს. ე.წ. ბოშური უკვე მოდიდან გასულია (თუ საერთოდ ოდესმე მოდური იყო) და უგემოვნობის კლასიკურ მაგალითად ითვლება. ალბათ, ეს ისედაც იცით. გადახედეთ კიდევ რამდენიმე ანტიტრენდულ ჩვევას, რომელიც ბინის მფლობელებს დღემდე იზიდავთ.

ფარდა საწოლის გადასაფარებლის ფერში

ასეთი გადაწყვეტილება 20-30 წლის წინ მოდურად და თანამედროვედ ითვლებოდა. თითქოსდა ოთახი მთლიანობას და წონას იძენდა. ადრე მაღაზიებში ფარდის და საწოლის გადასაფარებლის ნაკრებიც იყიდებოდა. დიახ, ასე იყო, მაგრამ რამდენიმე ათეულ წელში მოდა და ინტერიერის მიმართ ხედვა შეიცვალა. ამასთან, არჩევანიც გაიზარდა. რა საჭიროა თავის შეზღუდვა?

მოკლე ფარდა

ზაფხულში შორტის ტარება სასიამოვნოა, მაგრამ წლის სხვა პერიოდში მასში შეგცივდებათ და ადამიანიც სასაცილოდ გამოიყურება. ამ შემთხვევაშიც ასეა. მოკლედ ფარდა ოთახს არასერიოზულს ხდის. გამონაკლისი რომაული ფარდაა. ეცადეთ, ტექსტილის სიგრძე იატაკიდან მაქსიმუმ 1,5 სმ–ით მაღლა იყოს ან საერთოდ იატაკამდე დაუშვით.

მუქი ფარდა

ერთი მხრივ, პრაქტიკულია. ადამიანების უმეტესობამ კარანტინში ყოფნისას შეამჩნია, რომ ზაფხულში მუქი ფარდა მტანჯველი მზისგან იცავს, მაგრამ ჩვენ ოთახის სტილზე ვსაუბრობთ. ერთი მხრივ, მუქი ფერის ფარდა შესაფერისი არაა, რადგან ვიზუალურად სივრცის ნაწილს შთანთქავს, მეორეც რაღაც ზედმეტად, არაჰარმონიულად გამოიყურება.

ტიული, ბევრი ტიული

ფერადი ტიული, განსაკუთრებით რამდენიმე ფენა, თქვენს სასარგებლოდ არ თამაშობს. ერთი მხრივ, ოთახი უფრო ინფანტილურად გამოიყურება: როგორც პატარა გოგონას ოთახი დისნეის მულტფილმში. მეორე მხრივ, არაპრაქტიკულია, რადგან ფანჯარასთან რაც უფრო მეტი ფენა თხელი მასალა კიდია, მით მეტ მტვერს დააგროვებს. სადაც არ უნდა გაიხედოთ, სისულელეა.

ლამბრეკენი

ითვლება, რომ ასეთი ფარდა ნებისმიერ შენობას დახვეწილს ხდის. მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფები ელეგანტური ფოტოების გადასაღებად სწორედ ასეთ შენობას ირჩევენ. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ ფოტოგრაფიის მაგია იმიტომ არის მაგია, რომ რეალურ სამყაროში არ მუშაობს. 6 თვეში მისი მოვლით დაიღლებით და მოგბეზრდებათ. წვეთ მზის სინათლეს არ უშვებს და ბევრ მტვერს აგროვებს.

არასტანდარტული და დაგრეხილი ფარდა

ფრაკს ჰგავს. ძველ ფოტოებსა და ტელევიზორში ლამაზად გამოიყურება, სინამდვილეში არავინ ატარებს, როგორ მაქსიმუმ, წელიწადში რამდენჯერმე. ყველა ეს ზედმეტი დეტალი, უცნაური მოგრეხილობა და სხვა „ორიგინალური“ ორნამენტი ზედმეტ ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოთახი პატარა ზომისაა და სხვა ფერში.

ფარდა ფოტოპრინტით

ვაღიაროთ, რომ ასეთი ვარიანტი საბავშვო ოთახს შეეფერება. ბავშვს რომელმე მულტფილმი ან წიგნი უყვარს? დაე, იყოს. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ბავშვის გემოვნება ცვალებადია და მზად იყავით, რომ ერთ წელიწადში „დამკვეთის“ სურვილით ფარდის შეცვლა მოგიწევთ. სად წავიღოთ შემდეგ? სასტუმრო ან საძინებელი ოთახებისთვის შეუფერებელია და იაფფასიანად გამოიყურება.

ორგანზა

პირველ რიგში, სინთეტიკური მასალაა. ჩვენს დროში ასეთი არაბუნებრივი მასალა სტილის მიმართ ბევრ კითხვას იწვევს. მეორეც, უსარგებლო ბზინვარება ახასიათებს, ზუსტად ისე, როგორც მოდის მიმდევრების ქურთუკი სოფლის კლუბში. დამეთანხმეთ, ასეთი მაგალითი შთაგონებას არ იწვევს. სწორედ ამიტომ, სჯობს ორგანზას არ გაეკაროთ. თქვენ არ გჭირდებათ. როგორც უკვე ვთქვით, საბოლოო არჩევანი თქვენზეა. ვინ იცის, იქნებ, თქვენი გემოვნებით ისე შეძლოთ ერთი შეხედვით შეუთავსებლის შეხამება, რომ მოდური ინტერიერის მცოდნეებმა პირი დააღონ. ვინ იცის, თუმცა ჯერჯერობით საქმე ასეა. წარმატებულ შესყიდვას და ლამაზ რემონტს გისურვებთ!