სტალინურ სახლებში ოთახებს შორის ზღურბლს აკეთებდნენ და აი, რატომ

თანამედროვე მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სახლები ისე იზრდება, როგორც სოკო წვიმის შემდეგ. დიდ ქალაქებში ახალი კორპუსები ძველ შენობებს უკვე ავიწროებენ, ძალიან მალე, ეს ტენდენცია პროვინციებსაც შეეხება. საბჭოთა პერიოდში აშენებულ სახლებს თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგალითად, ოთახებს შორის ზღურბლი „სტალინურ“ სახლებში. Novate გიამბობთ, რატომ აკეთებდნენ ამას.

1. “სტალინური“ სახლის თავისებურება

ასეთი შენობა ელიტურ და ძალიან საიმედო საცხოვრებელ ფართად ითვლება. გასული საუკუნის 30-50-იან წლებში აშებულ შენობებს კარგი ადგილმდებარეობა, მაღალი ჭერი და დიდი ფართობი აქვთ. შენობის ხარისხი ძალიან მაღალია, ხოლო თავად ბინაში თითოეული დეტალი გათვლილია.

ჩვეულებრივ, ბინები მაღალი თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ მათ ფართობს მცირეს ვერ ვუწოდებთ. ოთახები დაყოფილია, ხოლო კარებთან ზღურბლებია. ერთი შეხედვით, გაუგებარია, თუ რისთვის არის საჭირო, რადგან მხოლოდ ხელს გვიშლის. სინამდვილეში, ეს სასარგებლო, თუმცა არც თუ ისე მოსახერხებელი ელემენტია.

2. რატომ აკეთებდნენ ამას

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ასეთი შენობების მშენებლობის პერიოდში ცენტრალური გაზიფიცრება ჯერ კიდევ არ იყო. საქმე ეხება შენობას, რომელიც მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებით თარიღდება. გაზიფიცირება მხოლოდ 40-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყეს. სითბოს ღუმელის გათბობით უზრუნველყოფდნენ, ზოგიერთ სახლში ღუმელი დღემდე შემორჩა.

ზღურბლს ოთახში სითბოს შესანარჩუნებლად აკეთებდნენ.  ეს დეტალი კარის იატაკთან მჭიდროდ მიბჯენას უზრუნველყოფდა, რაც ოთახის შიგნით ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს უწყობდა. ამასთან, ზღურბლი ხმის იზოლაციას ხელს უწყობდა, რადგან ასეთ სახლებში ძალიან თხელ ტიხრებს აკეთებდნენ, და ერთი ოთახიდან მეორე ოთახში უცხო არომატების გავრცელებას ხელს უშლიდა. ეს ძალიან აქტუალური იყო, რადგან პირდაპირ სახლების გვერდით სანაგვე მილები იყო დაყენებული.

კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ზღურბლი კარს მჭიდროდ დაფიქსირებაში ეხმარებოდა. მაშინ თანამედროვე სამშენებლო მასალები (მაგალითად, სამონტაჟო ქაფი) არ იყო და ეს ნამდვილ პრობლემას წარმოადგენდა. ამრიგად, უცხო პირებისთვის შენობაში უნებართვოდ შესვლა მარტივი არ იყო. იმის მიუხედავად, დღეს უმეტეს შემთხვევაში ზღურბლზე უარს ამბობენ, ბევრი მათ ტოვებს, თუმცა, ოდნავ მოდერნიზებული ვარიანტით.