6 ნივთი, რომელმაც პატარა სივრცე უნდა გააფართოვოს, მაგრამ ამოცანას ყოველთვის ვერ უმკლავდება

მაშინაც კი, თუ დიზაინში ვერ ერკვევით, ალბათ, სივრცის გაფართოების მთავარი ხრიკების შესახებ გსმენიათ: პრიალა ზედაპირი, ღია ფერები, ავეჯი კედლის ფერში და სხვა. ასეთ ხრიკებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. Novate გიამბობთ, ზოგიერთ შემთხვევაში რატომ აფუჭებს ერთი შეხედვით წაუგებელი დიზაინერული ხრიკები ყველაფერს.

ხრიკი 1: ღია ფერის კედელი

პატარა ბინა უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე წესიდან გამონაკლისი. ბევრ ადამიანს ერთი პრობლემა აერთიანებს: როგორ გააფართოვონ ოთახი ვიზუალურად, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და არა ვიწრო გალიაში. თავში ერთი აზრი მოგვდის, რომ კედლები თეთრ ფერში გადავღებოთ, რადგან, როგორც ცნობილია, თეთრი ფერი სივრცეს აფართოებს. ნამდვილად ასეა, თუმცა საღებავის ან შპალერის არჩევას გონივრულად უნდა მიუდგეთ. უბრალო თეთრი ფერის არჩევა ყველაზე დიდი შეცდომაა. ის შენობას უსახურს, საავადმყოფოს პალატის მსგავსს ხდის.

საინტერესო ფაქტი: სკანდინავიურ ინტერიერშიც, რომელიც ამ ფერს ეფუძნება, სტოკჰოლმის თეთრი ფერი გამოიყენება, რომელიც თეთრ ფერში ნაცრისფერი და ყვითელი ფერის შერევით მიიღება. შედეგად, სპილოსძვლისფერი მიიღება.სწორედ ამიტომ, უპირატესობა საინტერესო, რთულ ფერებს მიანიჭეთ, რომელიც ინტერიერს სიღრმეს მატებს. 2021 წელს აქტუალურია ნატურალური მწვანე, მოცისფრო–ნაცრისფერი, პასტელური გამა ღია ქვიშისფერიდან კრემისფერამდე. აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც დიზაინერულ ჩანაფიქრში უკეთ ჯდება.

ხრიკი 2: აქცენტური კედელი

ერთ–ერთი პოპულარული ხრიკი, რომელიც ინტერიერს მრავალფეროვნებას და სიღრმის შეგრძნებას შემატებს. აქცენტური კედლის მრავალი ვარიანტი არსებობს: შეგიძლიათ კონტრასტული ფერის საღებავი ან შპალერი გამოიყენოთ, რამდენიმე პოსტერი/ნახატი დაკიდოთ, თაროები განათავსოთ და ოთახის ყვავილები დადოთ, ზოლები გააკეთოთ და ა.შ. მთავარია, შეცდომა არ დაუშვათ. ზოგჯერ აქცენტური გაფორმება ოთახის გეომეტრიას ამახინჯებს და პროპორციებს ცვლის, ვიზუალურად ავიწროებს. მაგალითად, თუ აქცენტს ვიწრო ოთახში გრძელ კედელზე აკეთებთ, დერეფნის ეფექტს მხოლოდ გააძლიერებთ. აი, უფრო მუქი ან ნათელი მოკლე მხარის გაკეთებით, მართკუთხა ფორმას კვადრატულ ფორმასთან მიაახლოებთ.ფერებსაც მნიშვნელობა აქვს. მუქი, თბილი და გაჯერებული ფერები კედლებს აახლოებს, ხოლო ცივი, პირიქით, აშორებს. თუ აქცენტური კედლის პრინტი ან ფერი ძალიან აქტიურია, სჯობს მხოლოდ მისი ცენტრალური ფრაგმენტი გამოყოთ, ხოლო გვერდებზე ძირითადი ტონები და ტექსტურა დატოვოთ.

ხრიკი 3: პრიალა ზედაპირები

აქ, ყველაფერი მარტივია. პრიალა ზედაპირი სინათლეს ირეკლავს, ამიტომ ოთახი ავტომატურად უფრო ფართო ჩანს. ამ ხრიკს პატარა სამზარეულოს დიზაინში პრიალა ფასადების გამოყენებით ხშირად მიმართავენ. თუმცა ისეთ შედეგს ვერ ვიღებთ, როგორსაც ველით. პატარა ოთახში ზემოთ და ქვემოთ ბევრი პრიალა ზედაპირი ყველა მხრიდან ზეწოლას ახდენს. დამატებით, პრაქტიკული არაა, რადგან ლაქები, წყლის ზოლები, თითის ანაბეჭდები, მტვერი აჩნდება. როგორც ვარიანტი, მხოლოდ ქვედა კარადა პრიალა ფასადით გააკეთეთ, ზემოთ გამჭვირვალე კარით და ღია თაროებით ჩაანაცვლეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მეორე შემთხვევაში ოთახი უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი და ფართო გამოჩნდება, თუმცა სამზარეულოს დალაგება უფრო ხშირად და დიდხანს მოგიწევთ.ზოგიერთ ადამიანს სურს, რომ მთელი ოთახი პრიალა ზედაპირებით გაავსოს. ისინი ხელმძღვანელობენ ორი იდეით: „ეს ლამაზია“ და „ასე ოთახს გავზრდი“. ოღონდ პრიალა სტელაჟი, ჟურნალის მაგიდა, ტუმბოს ფასადი და კარადა ერთად ცუდად მუშაობს – ისინი სივრცეს ტვირთავენ და ინტერიერს არა კომფორტულს ხდიან.ერთ ან ორ სინათლის ამრეკლავ ნივთზე კონცენტრირება საუკეთესო გამოსავალია. სხვათა შორის, თუ პრიალა გასაჭიმ ჭერზე ფიქრობთ, ამ იდეაზე უარი თქვით, სანამ გვიანი არაა. ასეთი ხრიკი ევრორემონტს ახასათებს, მაგრამ უკვე დრომოჭმულია, რადგან არც ერთ ოთახში ჭერს არ ზრდის. მსგავსი ჭერი ხელოვნურ სინათლეს ძლიერ ირეკლავს. თუ ჭაღს აბაჟური არ აქვს, სინათლე თვალს მოგჭრით, როცა თავს ზემოთ აწევთ. ზუსტად ასე, ჭერში აირეკლება ბრა, მაგიდის სანათი და ქუჩიდან შემოსული სინათლე. სავარაუდოდ, ამაზე არ ოცნებობთ.

ხრიკი 4: ავეჯი, რომელიც კედელს ერწყმის

კიდევ ერთი რჩევა, როემლიც ინტერნეტ სივრცეში ხშირად გვხდება – კედლის ფერი ავეჯის შერჩევა, რომ თვალში არ მოგვხდეს, ოთახი არ გადატვირთოს და ვიზუალურად „სივრცე“ გაათავისუფლოს. თუმცა მსგავსი total ინტერიერი ისეთი მარტივი არაა, როგორც ჩანს. აუცილებელია, დიზაინის საკითხებში კარგად ერკვეოდეთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოთ და ოთახი მოსაწყენ და უსახურ სივრცედ არ აქციოთ.თუ გეშინიათ, რომ შენობა გადაიტვირთება, მსგავსი ფერების სქემა გამოიყენეთ და ჩრდილებით ითამაშეთ, მაგალითად, პასტელური ფერებით. თუ ოთახში დიდი ზომის ავეჯი, მაგალითად, ავეჯი–კუპე, ტელევიზორის სადგამი ან წიგნების სტელაჟი ჭერამდე დევს, შეგიძლიათ კედლის ფერში შეღებოთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერის სხვა ნივთები აუცილებელ აქცენტებს აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ხედვა რაღაცას იჭერდეს.

ხრიკი 5: ზოლებიანი პრინტი

სტერეოტიპი არსებობს, რომ ჰორიზონტალური ზოლების მქონე ტანსაცმელი ადამიანს ასუქებს, ხოლო ასეთი შპალერი ოთახს აფართოებს. სინამდვილეში, ყველაფერი ასეთი ერთმნიშვნელოვანი არაა. თუ ვიწრო ოთახი გაქვთ და გსურთ, რომ რემონტის შემდეგ კვადრატული ფორმა ჰქონდეს, მზად იყავით, რომ ჰორიზონტალური პრინტის მქონე შპალერი ოთახს ზედმეტად გრაფიკულს გახდის, შედეგად, თვალები უბრალოდ აგიჭრელდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოლებზე საერთოდ უარი უნდა თქვათ – ერთ კედელზე ფრაგმენტულად გამოიყენეთ და არა მთელ პერიმეტრზე. პრინტი შესანიშნავად გამოიყურება ხალიჩაზე, რომელიც ოთახში დიდ ადგილს იკავებს, და ფარდაზე. ზოლებიანი ნივთის მთავარი პლიუსია ის, რომ მარტოც კარგად არსებობს და მსგავსი ზოლების მქონე ნივთებით მორთვა არ სჭირდება. ზოლები აუცილებელი არაა სწორი იყოს, ეს სტერეოტიპია. თავისი არსით, ზებრას კანიც ზოლებიანია.

ხრიკი 6: სარკე – სარკე მთავარი ინსტრუმენტია, რომ ინტერიერში ოპტიკური ილუზია შექმნათ. დიზაინერები ფანტაზიაში არ იზღუდებიან – ეს შეიძლება იყოს ერთი ნიმუში ან რამდენიმე სარკე ორიგინალურ ჩარჩოში. ანარეკლი და ერთგვარი გაორება სივრცეს მოცულობას მატებს, ასევე ვიზუალურად ზრდის. დაძველებული სარკე, სარკის ფილები ან პანო – ყველაფერს სიცოცხლის უფლება აქვს. ოღონდ, როგორც წესი, რიგი ნიუანსები არსებობს.მნიშვნელოვანია, რომ სარკის ზომა იმ ობიექტის პროპორციული იყოს, რომელიც მის სიახლოვეს მდებარეობს. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია დივნის ზემოთ ჩამოკიდება, მსხვილი ჰორიზონტალური ვარიანტი შეარჩიეთ ან რამდენიმე პატარა მოდელისგან კომპოზიცია შექმენით. ასევე სარკეში რაღაც უნდა ირეკლებოდეს. თუ ეს მხოლოდ ცარიელი კედელია, ინტერიერი არაგონივრული გამოჩნდება, ხოლო სარკე – მოსაწყენი და უადგილო.