დიზაინერი მევედრება ფული დავაგროვო, რომ ბინიდან საშხაპე კაბინა მოვიშორო

ბინაში სააბაზანო ოთახის დიზაინი რემონტის და სახლის რაციონალური მოწყობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სააბაზანო ოთახში სწორ დიზაინერულ ხედვას არა მხოლოდ პატარა სივრცე ან განათება უშლის ხელს. ადამიანმა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. სააბაზანო ოთახი ძალების აღსადგენი და რელაქსაციის ადგილია, ამიტომ პატარა დეკორის შერჩევასაც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. Novate გიამბობთ, თუ რა მოძველდა უკვე და რით ჩავანაცვლოთ არა მოდური ელემენტები იდეალურად.

სააბაზანო ოთახის დიზაინი – თანამედროვე რეალობაში სივრცის ეკონომია და მრავალფუნქციურობა პირველ ადგილზეა. სწორედ ამიტომ, სააბაზანო ოთახიდან ზედმეტი ტუმბოები, ყუთები, თაროები, კალათები ან დიდი სანტექნიკა მოიშორეთ. რემონტის დაწყებამდე პატარა კვლევა ჩაატარეთ. კარგად მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ სააბაზანო ოთახის თითოეული კვადრატი გონივრულად.სანტექნიკის მაღაზიებში გაისეირნეთ ან ინტერნეტ გვერდები დაათვალიერეთ. ასე ნახავთ, რა არის ახლა განსაკუთრებით პოპულარული, რომელი მოდური ტენდენცია ჭარბობს ინტერიერში, მოწონებულ ნივთებს შეაფასებთ. პრინციპში, ეს არა მხოლოდ რემონტის წინ, არამედ სხვა დროსაც შეგიძლიათ. ასე ყველა თანამედროვე მოდურ გადაწყვეტილებას ხელში დაიჭერთ.

კომფორტი და სარგებელი – დიდმა სააბაზანო ოთახებმა და საშხაპე კაბინებმა აქტუალობა დაკარგეს. ახლა მოდაშია მინიმალიზმი, ელეგანტურობა და სიმსუბუქე. საშხაპე კაბინები მოსაწყენი პლასტმასის ელემენტებით მინის თხელი კარით ჩანაცვლდა. ეს აბაზანასაც ეხება. სჯობს მსუბუქი მასალის სტანდარტული ფორმის ემბაზს უპირატესობა მიანიჭოთ.

დიზაინერები სააბაზანო ოთახში ბევრი პლასტმასის გამოყენებას არ გირჩევენ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, მათზე საერთოდ უარი თქვით. არანაირი პლასტმასის ყუთი, თარო, სადგამი, აქსესუარი. ეს იაფად და მოსაწყენად გამოიყურება. სჯობს პლასტმასის ნაცვლად გამოიყენოთ ხე, ქვა ან ლითონი. უდავოდ, თუ ფინანსური სიტუაცია ამის საშუალებას გაძლევთ. თუ ფინანსები არ გყოფნით, სველი წერტილი მინიმალისტურ სტილში გააფორმეთ და უსარგებლო პლასტმასით არ გაავსოთ.იგივე სხვადასხვა სარეცხი საშუალების, პირსახოცის ან ხალათის შესანახ სივრცეს ეხება. ღია თაროები და ყუთები პოპულარული აღარაა. ჩაშენებული ან დაკიდული კონსტრუქციის შესანახი სისტემა იდეალური გამოსავალია. ასე სტუმრების თვალისგან ყველა აუცილებელ ნივთს დამალავთ, ხოლო სააბაზანო ოთახი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული დარჩება.

მოდური ტენდენიები – სიტყვაზე, ახლა მოსაწყენი „მიწაზე“ დადებული უნიტაზები ტრენდული არაა. ინტერიერის ექსპერტები გირჩევენ დაკიდულ ვარიანტებს უპირატესობა მიანიჭოთ. ასეთი მიდგომით პატარა ოთახს მცირე სივრცეს შემატებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა შესაძლო ღილაკი სჯობს სენსორული ან მაქსიმულად უხილავი იყოს.

რა ვუყოთ ფილებს? დიზაინერები გირჩევენ, რომ მინიმალისტულ სტილზე ყურადღება გაამახვილოთ. სააბაზანო ოთახის გასაფორმებლად „ხე“ ან „ღია ზედა, მუქი ქვედა“ სტილი აქტუალური აღარაა. სხვადასხვა „თავბრუდამხვევ“ ჩრდილებს და მსგავს დეკორს გვერდი აუარეთ. ფილები 3D ეფექტით, მოზაიკით და მარმარილოს იმიტაციით სწორი ვარიანტია. ასეთი მიდგომა ოთახს გეომეტრიას შემატებს, რაც დღეს ძალიან პოპულარულია.

სააბაზანო ოთახის მოდური დიზაინი – სააბაზანო ოთახში კარგ განათებაზე იზრუნეთ. ხშირად ქალები მაკიაჟს სწორედ აქ იკეთებენ და ამ შემთხვევაში კაშკაშა განათებას გვერდს ვერ აუვლით. ამისთვის სარკესთან ლედ განათება, რამდენიმე წერტილოვანი ნათურა ან კედლის გასწვრივ დამატებით სანათი გამოიყენეთ.სტილს ავეჯის და სანტექნიკის გლუვი ელემენტები შემატეთ. ინტერიერის დიზაინერები პრიალას მეგობრულად დაემშვიდობენ, რომელიც დიდი ხნის განმვლობაში სააბაზანო ოთახის წარმატებულ დაგეგმარებაში ლიდერობდა. პასტელური, მშვიდი ფერები აირჩიეთ. მაგალითად, თეთრი, ატმისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ზღვის ტალღისფერი. რამდენიმე პასტელური ფერის კომბინაცია იდეალური გადაწყვეტილებაა.

როგორ ფიქრობთ, როგორი დიზაინი უნდა ჰქონდეს სააბაზანო ოთახს? მაქსიმალურად მოდური თუ უბრალოდ ბინის მფლობელისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი ფასის მქონე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.