კაცების კაფე მაროკოში და სხვა საოცრებები, რაც საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ აღმოვაჩინე

ნებისმიერი განათლებული ადამიანი მაროკოს რუკაზე ადვილად იპოვის. თუ ამ ქვეყანაზე მეტის თქმას სთხოვთ, დედაქალაქის სახელის და ესპანეთთან და ატლანტის ოკეანესთან მეზობლობის გარდა არაფერი გაახსენდება. მათ, ვინც მაროკოში ცხოვრება მოახერხეს, ამ საინტერესო ქვეყანაზე სათქმელი დაუგროვდათ.დღეს Novate გიზიარებთ მოგზაურის ისტორიებს, რომელმაც არა მხოლოდ ჩრდილო აფრიკული ქვეყანა მოინახულა, არამედ საცხოვრებლად დარჩა. რამდენიმე წელიწადში აღმოაჩინა ბევრი საინტერესო თავისებურება, რომელიც ჩვენს მკითხველებს გააოცებს.

„თითქმის 2 წელზე მეტი ხნის წინ მაროკოში საცხოვრებლად გადავედი. ამ ქვეყანაში ბევრმა რამემ სულის სიღრმემდე გამაოგნა, ზოგიერთს დღემდე ვერ შევეგუე. მსურს გიამბობთ, რა პირობებში მიწევს მაროკოში ცხოვრება. ამ ქვეყანაში ხომ პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანები იშვიათად გადადიან“ – წერს ანასტასია.

„პირველი, რამაც გამაოცა, ისაა, რომ ყველა მცირე შემოსავლიან ოჯახსაც შინამოსამსახურის აყვანა შეუძლია. სამწუხაროდ, ადამიანის შრომა დიდად არ ფასობს, ამიტომ შინამოსამსახურის მომსახურება იაფი ღირს.მაგალითად, ჩემი დედამთილი, რომელიც პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს, ყოველთვე სახლში დახმარებისთვის 200 ევროს იღებს. უფრო მსხვილ ქალაქებში (ან მდიდარ უბნებში) შინამოსამსახურის ერთი ვიზიტი დაახლოებით 20 ევროა. აქვე შედის დალაგება, კერძების მომზადება.“

კაცების კაფეები – „მამაკაცების კაფეების სიმრავლემ გამაოგნა. თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხდება. ქალებისთვის შესვლა აკრძალული არაა, მაგრამ არა ოფიციალურად მხოლოდ კაცებისთვის ითვლება. ასე ჩამოყალიბდა საზოგადოება. სიმართლე გითხრათ, აქ ქალი თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს მამაკაცის გვერდით, რომელიც კვამლში გახვეულია და ქალებს ხმამაღლა განიხილავს.მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ჩვენს ქალაქში ასეთ დაწესებულებაში შემოსავალი ყოველთვე 1000 ევროს არ აღემატება. ყველაზე მეტის გამომუშავებას ფეხბურთის მატჩების დროს ახერხებენ. სწორედ ამ შემთხვევებისთვის მაროკოელი მამაკაცები კაფეებში თანამოაზრეებს ეძებენ.

უსახლკარო ცხოველებს ცუდად ექცევიან და ეს იმედს მიცრუებს. თუ თურქეთში ქუჩაში მცხოვრები კატები მოვლილი გარეგნობით გვახარებს, მაროკოში სხვა სიტუაციაა. ძაღლები და კატები მოწყენილად გამოიყურებიან. როცა მათ გამოკვებას ან მოფერებას ვცდილობ, გარბიან. ცხადია, რომ კარგ ურთიერთობას ვერ ხედავენ. საწყენია.

სწრაფი წახემსება პოპულარულია. დღის ნებისმიერ მონაკვეთში სენდვიჩზე გრძელი რიგებია. ამ უსარგებლო საკვებს კიდევ უფრო უსარგებლო კოლით რეცხავენ. მაროკოს მაცხოვრებლები მექსიკურ ტაკოს (სიმინდის კვერი ხორცით ან ბოსტნეულით) უპირატესობას ანიჭებენ.ყველაზე მეტად მაკვირვებს, რომ მაროკოელებს შუაღამით ვახშმობა უყვართ. 11 ან 12 საათზე ვახშმობა ნორმალურია. შემდეგ გულწრფელად უკვირთ, თუ საიდან მოდის ჯანმრთელობის და ზედმეტი კილოგრამების პრობლემები.პირველ ხანებში ძალიან მიკვირდა, რომ ბევრმა ადამიანმა ცურვა არ იცოდა ან სანაპიროზე არც დადიოდა იმის მიუხედავად, რომ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობენ. სურვილის შემთხვევაში, ხმელთაშუა ზღვაში მოგზაურობა შეუძლიათ. მაგალითად, მეუღლე ოკეანეს ბინძურად მიიჩნევს, ამიტომ წყალში უბრალოდ ვერ შეიტყუებ. გასაოცარია, როგორ არ აფასებენ იმას, რაც მათ ახლოსაა“ – გაკვირვებული ყვება ანასტასია.

ბოლო პუნქტი განსაკუთრებით სასაცილოა, თუმცა მსგავსი რამ ჩვენთანაც შეგიძლიათ ნახოთ. აქ, ადამიანები, რომლებიც ზღვასთან ახლოს ცხოვრობენ, წლები ზღვაზე არ დადიან და ოცნებობენ, მაგალითად, ტყეში სოკოს კრეფაზე. ხოლო ადამიანები, რომლებიც ტყესთან ახლოს ცხოვრობენ, სოკოთი საერთოდ არ ინტერესდებიან, სამაგიეროდ, თვეობით ფულს აგროვებენ, რომ ზღვაზე წავიდნენ. როგორ ფიქრობთ, გასაოცარია არა?