ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი კარ–მიდამოს „მოჩვენებებით დასახლებულს“ ყიდის

ცნობილი პოპმუსიკოსი რობი უილიამსი ჯგუფ Take That–ის ყოფილი წევრი გეგმავს არა მხოლოდ ინგლისის დატოვებას, არამედ დიდებული მამულის გაყიდვას, რომელიც მოიცავს სამსართულიან სასახლეს, შვეულმფრენის ანგარს, საკუთარ გასართობ ცენტრს და ფეხბურთის მოედანს. მთავარი გარემოება, რამაც შეიძლება მყიდველები მოიზიდოს არის ის, რომ ცნობილი არქიტექტორი სერ ნორმან ფოსტერი წინა მფლობელი და რეკონსტრუქტური იყო. ასე რომ მდიდრულ სასახლეში მოჩვენებები ცხოვრობენ.

რობი უილიამსი (Robbie Williams) ბიჭების ჯგუფის Take That-ის ყოფილი წევრია, რომელიც სოლო შესრულებით ცნობილი გახდა. პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთი დატოვა და ოჯახთან ერთად შვეიცარიის მთებში დასახლდა. იქ ცხოვრება იმდენად მოეწონა, რომ მეუღლესთან (ამერიკელი მსახიობი აიდა ფილდი) ერთად აგარაკის Compton Bassett House გაყიდვა გადაწყვიტა. სასახლე უილტშირის საგრაფოში სოფელ კომპტონ ბასეტში მდებარეობს.

საინტერესო ფაქტი: რობი უილიამსმა ლონდონიდან 100 კმ–ში, სოფელ კომპოტნ ბასეტში ამავე სახელწოდების მამული 2009 წელს შეიძინა. 29 ჰა ფართობის ქონება სამსართულიანი სასახლით (1875 მ²) მაშინ 11 მლნ დოლარად იყიდა, მაგრამ უკვე 2010 წლიდან შესაშური პერიოდულობით უძრავი ქონების საიტზე ჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავური წყვილი სახლში თავს მშვიდად ვერ გრძნობს, რადგან მათი თქმით ზოგიერთ ოთახში მოჩვენებები ცხოვრობს. მომღერალმა ინსტაგრამზე ლაივში აღიარა, რომ სასახლეზე მხოლოდ ფიქრიც „ჟრუანტელს გვრის“. თუმცა არა მხოლოდ მას, უფროსი ქალიშვილის ოთახი ყველა ოჯახის წევრს შიშს გვრის.

თუ გაუგებარ შიშს მოიშორებთ, რომელიც ან სასახლის დიდი ზომებით ან შუა საუკუნეების სამკვიდროს გულისშემძვრელი ისტორიებით არის გამოწვეული, მისი ფერებით და ელეგანტური ფორმებით შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ. იმის მიუხედავად, რომ მამული, რომელიც ბარონ ჯონ მარვინს ეკუთვნოდა, უკვე 500 წლისაა, სახლი, რომელსაც ახლა ვხედავთ, მხოლოდ 1929 წელს ააშენეს.აღსანიშნავია, რომ მისი წინა მფლობელი ცნობილი არქიტექტორი, სერ ნორმან ფოსტერი იყო. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ გამოჩენილმა დიზაინერმა სახლის გაფორმებაში დიდი კვალი დატოვა, რომელმაც, სავარაუდოდ, მომღერალი მიიზიდა.

რობი უილიამსის რწმუნებით, სამკვიდროთი პირველივე ნახვაზე მოიხიბლა. სურნელოვანი ბაღი, ტყე, საკუთარი ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი და მდიდრული სასახლე უბრალოდ გასაოცარი იყო. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა აბსოლუტურმა კონფიდენციალურობამ, სიწყნარემ და სიმშვიდემ, რომლის მიღებაც ხმაურიან ქალაქში შეუძლებელია. ასე ქონების შეძენის სურვილი გაუჩნდა, რომელიც მისტიური დეტალების მიუხედავად ბევრ დადებით მომენტს იძლეოდა.

Novate-ს ინფორმაციით, ცოლ–ქმარმა დიდ ბრიტანეთში ელიტურ უძრავ ქონებასთან საბოლოოდ დამშვიდობება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჟენევის ტბის სანაპიროზე 34,2 მლნ დოლარად ვილა შეიძინეს. აი, კომპტონ ბასეტის სამკვიდრო 9,2 მლნ „მწვანედ“ შეაფასეს, რითაც თავდაპირველი ღირებულების თითქმის 2 მლნ დოლარს კარგავენ. სავარაუდოდ, ვარსკვლავურ წყვილს მყიდველის დიდხანს ლოდინი არ სურს.

ამ თანხაში ახალი მფლობელი მიიღებს შთამბეჭდავი ზომის სასახლეს, რომელიც კლასიკურ ინგლისურ სტილში ნატურალური ქვით არის აგებული და მოიცავს: რამდენიმე დიდი სასტუმრო ოთახი და დასასვენებელი ოთახი, 2 სასადილო, 7 საძინებელი ოთახი, 8 სააბაზანო, კაბინეტი, 2 საგარდერობო და საოჯახო ოთახი.

ასევე მამულის ტერიტორიაზე არის ცალკე კოტეჯი სტუმრებისთვის 2 კომფორტული ბინით, შვეულმფრენის ანგარი და ბოსტნის ნაკვეთი, სრულყოფილი გასართობი ცენტრი, რომელშიც მოწყობილია აუზი, სავარჯიშო დარბაზი, საუნა, საბილიარდე და საზაფხულო სამზარეულო ბარბექიუს ზონით. დამატებით, აქვს შინამსახურების სახლი, ავტოფარეხი, ფარდულები, რომლებიც ბაღსა და ტყეში მიმოფანტულია.

“იმის მიუხედავად, რომ ჩვენს კლიენტებს წასვლა ენანებათ, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალ მფლობელებს სამკვიდრო ისევე ძლიერ მოეწონებათ, როგორც მათ. ამ სახლის უპირატესობა ისაა, რომ სოფლის გარეუბანში მდებარეობს და ლამაზი ბაღებით, ფერმით და ტყით გარშემორტყმულია, ამით სრულ კონფიდენციალობას და დაცვას უზრუნველყოფს. კომპტონ ბასეტი ოჯახური მამულია, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას, მის ლამაზ კედლებში სიცილს და მხიარულებას იმსახურებს“ – ამბობს უძრავი ქონების აგენტი, რომელმა ძვირადღირებული ქონების გაყიდვა საკუთარ თავზე აიღო.