საძინებლის ინტერიერის 7 იდეა, რომელიც წარმატებული ჩანს, მაგრამ მასში განსაკუთრებული არაფერია

საძინებლის გაფორმება მარტივი არასდროს არის, რადგან ამ ოთახში სიმყუდროვე პირველ ადგილზეა. გვსურს, რომ ოთახი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, სწრაფად მოდუნებას ხელი შეუწყოს, მაგრამ ამასთან ყველა აუცილებელ ავეჯს მოიცავდეს. Novate გიამბობთ, რომელი იდეები სჯობს არ გამოიყენოთ საძინებლის ინტერიერში და რით ჩაანაცვლოთ.

შეცდომა 1: ტუალეტის მაგიდა ნებისმიერ თავისუფალ კუთხეში

ამ ინტერიერის ნივთს ყველა საძინებელში ვერ შეხვდებით იმ მარტივი მიზეზით, რომ მისთვის საკმარისი ადგილი ყოველთვის არაა. პატარა საძინებელში მხოლოდ საწოლის, კარადის და შესაძლოა ტუმბოს ადგილი იყოს. თუ ოთახის ფართობი ტუალეტის მაგიდის დადგმის საშუალებას გაძლევთ, მისგან ინტერიერის დეკორატიული გაფორმება არ გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ეს თავის მოსავლელი კომფორტული ზონაა, ამიტომ პირდაპირი დღის სინათლე აუცილებლად გაითვალისწინეთ და სარკე წარმატებულად მოათავსეთ.მაკიაჟის წასასმელად იდეალური ადგილია ფართო ფანჯრის რაფა, სარკით და მაღალი სკამით შევსებული. ასეთ განათებაზე დეტალურად გათვლილ მაკიაჟს გაიკეთებთ და კოსმეტიკას სწორად წაისვამთ, რადგან დაუყონებლივ ნახავთ, როგორ გამოჩნდება დღის სინათლეზე. თუ ცალკე მაგიდის დადგმა გსურთ, როგორიც ინსტაგრამის ფოტოებში გვხდება, ფანჯრიდან მაქსიმუმ 1 მეტრის დაშორებით მოათავსეთ. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი: დღის სინათლის ნათურები. დარწმუნდით, რომ სკამი ან სავარძელი საკმაოდ მაღალია, რომ სარკესთან გაწელვა არ მოგიწიოთ.

შეცდომა 2: კრემისფერი

თავად კრემისფერში ცუდი არაფერია. თბილი, ღია, უნივერსალური ფერია, რომელიც ნებისმიერ ოთახს უხდება, ასევე ბევრ სხვა ფერს ეთავსება. თუმცა მონო ელფერად გამოყენებისას საძინებლის ინტერიერს უფერულ და გაურკვეველ ლაქაც აქცევს.თუ კრემისფერი საძინებელი თქვენი ოცნებაა, მზად იყავით, რომ მოგიწევთ ტექსტურებთან მუშაობა და აქცენტების სწორად შერჩევა, რომ ყურადღება მიიზიდოს და კომპოზიციის ცენტრი გახდეს. მოცულობითი პლედი, ზამშის ფარდა, სელის თეთრეული, მსხვილად ნაქსოვი ხალიჩა, ხის ავეჯი – რაც უფრო განსხვავებული ტექსტურის ზედაპირებს გამოიყენებთ, მით უფრო საინტერესო, ორიგინალურ და კომფორტულ ინტერიერს შექმნით. გარდა ამისა, შეარჩიეთ, თუ რომელი ფერი მოგწონთ ყველაზე მეტად კრემისფერთან ერთად და ინტერიერს ორი სხვა ელფერი დაუმატეთ. მაგალითად, მეორე ფერი შეიძლება იყოს თეთრი, აქცენტური – ცისფერი, მწვანე ან ლურჯი. 60:30:10 თანაფარდობით გადაანაწილეთ, სადაც პირველი რიცხვი მთავარი ფერია, მეორე – დამატებითი ფერი, მესამე – აქცენტური.

შეცდომა 3: დიდი კარადა საწოლის გვერდით

პატარა საძინებელში დიდი საწოლის და კარადის სწორად განთავსება ისე, რომ მთელი თავისუფალი სივრცე არ დაიკავოს, რთული ამოცანაა. ჩვეულებრივ, ამ ორ ნივთს შორის ვიწრო გასასვლელი რჩება, რომელსაც მოსახერხებელს ვერ ვუწოდებთ. კუთხეებს ხშირად ეჯახებით, ავეჯს ედებით და მალე საძინებელი ოთახი შეიძლება შეგძულდეთ. კიდევ ერთი უსიამოვნება: კარადა გასაშლელი კარებით, რომელიც ლოგინთან სიახლოვის გამო ბოლომდე არ იხსნება.აქვე აღვნიშნავთ, რომ პატარა საძინებელში მხოლოდ კარადა კუპე უნდა მოათავსოთ, თუნდაც ამ მოდელს მოძველებულად ან ინტერიერისთვის შეუფერებლად მიიჩნევდეთ. ასეთი კარადა მოხმარებაში ბევრად კომფორტულია. კარადა საწოლიდან 60 სმ–ს დაშორებით მოათავსეთ. ზედმეტი სანტიმეტრების მოსაგებად ძალიან ღრმა კარადა არ შეიძინოთ. კარადასა და ლოგინს შორის ტუმბო არ დადგათ – ასე ოთახში ყოფნა უსიამოვნო გახდება.

შეცდომა 4: დიდი საწოლი

არ ვკამათობთ, ყველას დიდ, კომფორტულ საწოლში დაძინება სურს, რომ თავისუფალი ადგილის არ ქონის გამო ემბრიონივით დახვევა ან კუთხესთან ჩახუტება არ მოუწიოს. თუმცა სურვილები ოთახის შესაძლებელობს უნდა დაუკავშიროთ. პატარა ოთახი დიდი საწოლისთვის გათვლილი არაა (თუ, რა თქმა უნდა, ეს ოთახის ერთადერთი ავეჯი არაა). დალაგების პროცესიც გართულდება. დიდმა საწოლმა შესაძლოა თქვენზე „ზეწოლა“ მოახდინოს, თუ თავს ვიწროდ იგრძნობთ.საწოლის ზომის არჩევამდე პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ: საწოლზე დაწექით, ხელები მკერდზე გადააჯვარედინეთ და იდაყვები გვერდებზე გაშალეთ. ასე განსაზღვრავთ, თუ რამდენი ადგილი გჭირდებათ კომფორტული ძილისთვის – ეს ერთი ადამიანისთვის მინიმალური სიგანეა. თუ საწოლში ორი ადამიანი იძინებს, კიდევ 30 სმ დაუმატეთ.

შეცდომა 5: მსხვილხაოიანი დიდი ხალიჩა

ხალიჩა ყოველთვის მყუდროდ გამოიყურება და ნებისმიერ ოთახს კომფორტს მატებს. საძინებელი გამონაკლისი არაა, რადგან გაღვიძებისას რბილ, თბილ ზედაპირზე ფეხის დადება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ცივ იატაკზე. აქ, რიგი დეტალები უნდა გაითვალისწინოთ. კერძოდ, საძინებელი გრძელხაოიანი ხალიჩისთვის შესაფერისი არაა, თუნდაც ლამაზი და სასიამოვნო შესაგრძნები იყოს. ავეჯი მასზე ნაოჭებს ტოვებს, რომლის გასწორებაც გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, ასეთ ხალიჩაზე ბევრი მტვერი გროვდება, რაც განწყობაზე უარყოფითად აისახება. ძილში სუფთა ჰაერის სუნთქვა გვსურს.გირჩევთ, კლასიკური ვიწრო და უხაოო ხალიჩა აირჩიოთ. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ადვილად იწმინდება. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ და სპეციალური საწმენდი საშუალებები არ გამოიყენოთ. ასეთი ხალიჩა სასიამოვნო შესაგრძნებია და პატარა საძინებელში გონივრულად გამოიყურება.

შეცდომა 6: ტანსაცმლის ღიად შენახვა

როცა ტანსაცმლის კომპაქტურად შენახვაზე ვსაუბრობთ, გვახსენდება იატაკის საკიდი შტანგით, რადგან ნაკლებ ადგილს იკავებს. გულახდილები ვიყოთ: რამდენად პატარა უნდა იყოს გარდერობი, რომ ყველა ნივთი საკიდზე წარმატებულად დაკიდოთ? აი, ჩვენც ამას ვამბობთ. მალე ტანსაცმლით გადაისვება და ინტერიერს დააუშნოებს. ტანსაცმელი ერთმანეთზე იდება, იკუჭება, იმტვერება, სუნებს იწოვს და საჭირო ნივთის პოვნა რთულდება. ასეთ საკიდს ცხოვრების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საძინებელი დიდი ზომებით გამოირჩევა. მის არსებობას დააფასებენ ადამიანები, რომელთაც საღამოს ტანსაცმლის ნაკრების შერჩევა უყვართ.თუ კარგად აცნობიერებთ, რომ კარადის ადგილი არ გაქვთ, მაგრამ ტანსაცმლის შენახვის საკითხი უნდა მოაგვაროთ, საკიდი შირმით ან ფარდით გამოყავით. ასე უფრო სუფთად გამოიყურება, თუნდაც ტანსაცმლით გადაავსოთ, რადგან შირმის წყალობით არ ჩანს.

შეცდომა 7: ცარიელი კედელი სასთუმლის ზემოთ

სასთუმლის ზემოთ კედელი ხშირად ცარიელი რჩება, რადგან ბევრი დიასახლისი თვლის, რომ პატარა ოთახში დეტალების და აქცენტების ადგილი არაა. ყველაფერი ლაკონური უნდა იყოს. შედეგად, უსახურ სასტუმროს ოთახს ვიღებთ, რომელიც ინდივიდუალობას მოკლებულია.სინამდვილეში, სასთუმალთან კედელი იდეალური ადგილია აქცენტისთვის, რადგან ყურადღებას იზიდავს და ინტერიერს უფრო ღრმას, ნამუშევარს და ჰარმონიულს ქმნის. ეს შეიძლება იყოს პოსტერი, სანათი, ფოტო. კარგი ვარიანტი: კედელი კონკრეტულ ფერში შეღებეთ ან ლამაზ ფორმიანი შპალერი გააკარით.