5 საყოფაცხოვრებო ჩვევა, რის გამოც სახლი არეულად გამოიყურება

ვიზუალური ხმაური ყველგან გვხდება: ქუჩაში, მაღაზიაში, სმარტფონში. ადამიანი სახლში ვიზუალურად მშვიდ გარემოში უნდა ცხოვრობდეს, რომ სასიცოცხლო ძალების აღდგენა შეძლოს. Novate გთავაზობთ 5 ყოველდღიურ ჩვევას, რომელიც ნელ–ნელა, მაგრამ თავდაჯერებით თქვენს სახლს ხარახურით გადატენილ სივრცედ აქცევს.

1. სპონტანური შესყიდვები

შოპინგი ნამდვილად განწყობას ამაღლებს, მაგრამ ყველაფრის ყიდვისას დაფიქრდით, სად წაიღებთ ახალ ნივთს. სცადეთ, რომ ყველაფერი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით შეიძინოთ. ეს ინტერიერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ნივთი ვიზუალურ ხმაურს გარანტირებულად იწვევს. ნამდვილად გჭირდებათ მე-40 პლასტმასის ლანჩბოქსი? რას იტყვით ვარსკვლავის ან უნიკორნის ფორმის მე-5 ღამის სანათზე?

2. სხვადასხვა ფერის ქოთნების მცენარეებით და სარწყავით გადავსებული ფანჯრის რაფა – ნახევრად ცარიელი თეთრი ფანჯრის რაფა უკვე სისუფთავის და სივრცის შეგრძნებას ტოვებს. სწორედ ამიტომ, თქვენს ყვავილებს სხვა ადგილი მოუძებნეთ. თავისუფალი ფანჯრის რაფა ვიზუალურ ხმაურთან ბრძოლის წარმატებული მეთოდია. ასე ბინას სუნთქვის საშუალებას აძლევთ. მცენარეებისთვის შეგიძლიათ სპეციალური სტენდი მოაწყოთ. როგორც ვარიანტი, შესაფერისი ფერის ქოთნები მხოლოდ ფანჯრის რაფის ერთ მხარეს დააწყვეთ, რომ მეორე მხარეს ფანჯრის ბოლომდე გახსნა შეძლოთ.

3. მტვერსასრუტის გამოყენება მხოლოდ იატაკის საწმენდად

ალბათ შენიშნეთ, რომ თანამედროვე მტვერსასრუტებს რამდენიმე საცმი ახლავს. მტვერსასრუტს არა მხოლოდ იატაკის, არამედ ყველაფრის გაწმენდა შეუძლია და ამ შესაძლებლობის არ გამოყენება უცნაურია. თუ მტვერსასრუტს აქტიურად გამოიყენებთ, მტვრის გადაწმენდა აღარ მოგიწევთ. ამ ტექნიკის დახმარებით არა მხოლოდ იატაკი, არამედ ტუმბო, ფარდა, სანათი, ჟურნალის მაგიდა, სარკე, ფანჯრის რაფა, ტელევიზორი შეგიძლიათ გაწმინდოთ – მოკლედ ყველაფერი, სადაც მტვერი გროვდება.

4. ყველაფრის ხელთ ქონა, რაც ძალიან გჭირდებათ

ბევრი ფიქროს, რომ დროს ზოგავენ, როცა ყველაფერი ხელთ აქვთ. ბინაში ასეთი ბევრი ნივთია: ნივთები კომოდზე, სამზარეულოს ტექნიკა, ტანსაცმელი სკამზე. თუმცა ტარების შემდეგ დაუყონებლივ უნდა გადაწყვიტოთ, რას შეინახავთ კარადაში, რას – თეთრეულის კალათაში. ასეთი ჩვევა წესრიგთან შეუთავსებელია – ერთხელ და სამუდამოდ მოიშორეთ.

5. ბეწვიან ცხოველებს ყველგან ყოფნის უფლებას აძლევთ

როცა საყვარელ ძაღლს და ფუმფულა კატას თქვენს ავეჯზე კომფორტულად მოწყობის უფლებას აძლევთ, იცოდეთ, რომ ასე ავეჯზე ბეწვი გროვდება, რომელიც შემდეგ ტანსაცმელზე, ჩანთაზე, გარეცხილ პირსახოცზე და თქვენს ფილტვებში გადადის. სახლის დალაგება და ურბანული გიჟის სტატუსი რომ არ დაიმატოთ, ცხოველს თავისი ადგილი და საყვარელ ადგილებში საწოლები გამოუყავით.