აბაზანის გაჯეტები, რომლებიც წყლის დაზოგვაში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიური პროგრესი ცხოვრებას კომფორტულს ხდის, ყოველდღიურ საზრუნავს გვაშორებს და საშუალებას გვაძლევს უფრო მნიშვნელოვან საქმეზე ვკონცეტრირდეთ. საყოფაცხოვრებო გაჯეტებზე საუბრისას ხშირად სამზარეულოს, ბაღის ან ბოსტნის გაჯეტებს ვგულისხმბობთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სააბაზანო ოთახისთვის ეს თემა ძალიან აქტუალურია. დღეს Novate გიამბობთ რამდენიმე სანტექნიკის მოწყობილობის შესაძლებლობებზე არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ეკონომიის კუთხით.

1. საშხაპე სისტემის თავი სხვადასხვა რეჟიმით

ვინ იფიქრებდა, რომ საშხაპე სისტემის თავი შეიძლება იყოს ნამდვილი გაჯეტი – ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც მოთხოვნიდან გამომდინარე წყლის ნაკადს არეგულირებს. ასე ორგანიზმზე არა მხოლოდ სხვადასხვა ეფექტს ახდენს (ძლიერი ნაკადი სხეულს ამხნევებს და ტონუს ზრდის, სუსტი – ამშვიდებს და ადუნებს), არამედ წყალს ზოგავს.წყლის გაფანტული ნაკადი უფრო დიდ ზედაპირს ფარავს, ვიდრე ვიწრო მიმართულების ინტენსიური ნაკადი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ წვრილი გაფანტული რეჟიმის ჩართვით გავლებაზე ჩვეულებრივზე ნაკლებ დროს ხარჯავთ. საშხაპე სისტემის თავი ნაკადს წვრილ ნაწილებად ყოფს (მისი რაოდენობა და წნევა რეჟიმზეა დამოკიდებული) და წყალს ჰაერის ბუშტებით ავსებს. ასე სასიამოვნო მასაჟის ეფექტი გამოდის. ასეთი შხაპი კანზე დადებით გავლენას ახდენს და განწყობას ამაღლებს.თანამედროვე საშხაპე სისტემის თავს ნაკადის გადამრთველი აქვს, რომელიც წყლის 70%–მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა. სილიკონზე დაფუძნებული საფრქვეველი კირის ნადებისგან მარტივად იწმინდება.

2. აერატორი შემრევი ონკანისთვის

სპეციალური საცმი შემრევ ონკანზე ლითონის რგოლის სახით კუთხვილით და ბადით – კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც წუთში წყლის ხარჯს 7-9 ლიტრამდე ამცირებს. ამ საცმის გარეშე წუთში საშუალოდ 12 ლ წყალი იხარჯება. აერატორი არა მხოლოდ სააბაზანო ოთახში, არამედ სამზარეულოში შეგიძლიათ (უნდა) გამოიყენოთ. იგივე ეფექტს მიიღებთ, რომ საშხაპე სისტემის თავის შემთხვევაში – წყლის ნაკადი ჰაერით გავსების ხარჯზე მოცულობაში იზრდება. წყლის დაზოგვის გარდა სხვა სასიამოვნო უპირატესობაც აქვს: წყალი კანზე რბილად მოქმედებს, უკეთ წმენდს, ხელის დაბანა უფრო კომფორტული ხდება.ბოლო დროს, მოქნილ და უნივერსალურ აერატორებს იყენებენ, როგორიცაა Equation Eco, რომელიც ნებისმიერ შენობაში და ნებისმიერ შემრევ ონკანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოქნილი შლანგი საშუალებას გაძლევთ შემრევი ონკანი შხაპის რეჟიმში გამოიყენოთ და სხვადასხვა მიმართულებით მიმართოთ.არ დაგავიწყდეთ, რომ ხარისხიანი აერატორი წყლის შხეფებს არ ისვრის, არამედ წყალს კონკრეტული მიმართულებით აფრქვევს და კომფორტულ ნაკადს ქმნის.

3. თერმოსტატი

თერმოსტატური შემრევი წყლის ტემპერატურას გარკველ დიაპაზონში ინარჩუნებს, ამიტომ ყოველჯერზე მისი დარეგულირება და წყლის გათბობის ან გაცივების ლოდინი არ მოგიწევთ. დაუყონებლივ კომფორტულ ტემპერატურას გამოიყენებთ და ტყუილად არაფერი დაიღვრება. წყლის ნაკადის დარეგულირებაც შესაძლებელია, რაც წნევის ხშირი ცვლილებისას განსაკუთრებით აქტუალურია.როგორც წესი, შემრევი ონკანი იყიდება აერატორთან ერთად, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, წყლის ხარჯს ამცირებს. ცალკე მოდელი „ცივი კორპუსის“ ტექნოლოგიას მხარს უჭერს, რაც შემთხვევითი შეხების შემთხვევაში დამწვრობის შესაძლებლობას გამორიცხავს.

4. სენსორული შემრევი ონკანი

სენსორული თერმოსტატური შემრევი ონკანი გამოიყენეთ, რომ მინიმალური მოქმედება შეასრულოთ და წყლის ხარჯი მაქსიმალურად გააკონტროლოთ. ჭკვიან მოწყობილობას ინფრაწითელი სენსორი აქვს, რომელიც უკონტაქტო ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. შემრევი ონკანი ირთვება, როცა მის ქვეშ ხელს დებთ და გამოყენების შემდეგ ითიშება. სხვადასხვა მოდელი არსებობს, მათ შორის უშუალოდ წყლის პროცედურის დროს ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობით. ასევე შეგიძლიათ ერთხელ მიუთითოთ პარამეტრები. ტემპერატურის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, 15-დან 40 გრადუსამდე. ასეთი მოწყობილობა წყლის 30-40%–ით დაზოგვის საშუალებას იძლევა.დღეს საშინაო საქონლის ჰიპერმარკეტებში სანტექნიკის მოწყობილობების და აქსესუარების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ დრო დაზოგოთ და ყველა აუცილებელი სარემონტო საშუალება და სააბაზანოს ან სამზარეულოს მოწყობილობა ერთ სივრცეში შეიძინოთ, შეუკვეთოთ, დააყენოთ და სპეციალისტებთან კონსულტანცია გაიაროთ.