4 ნაბიჯი დაგეხმარებათ აივანზე ადგილი გაათავისუფლოთ და მოაწესრიგოთ

აივანი სახლში ყველაზე უსარგებლო და დავიწყებული ოთახი არაა. ზოგი აივანზე საწყობს აწყობს, ზოგი ტერასად ან დასასვენებელ და განწყობის ასამაღლებელ ოთახად იყენებს. ზედმეტი ნივთები რომ მოიშოროთ და აივანი საწყობად არ აქციოთ, Novate გიზიარებთ 4 მარტივ ხრიკს, როგორ მოაწესრიგოთ და გარდაქმნათ აივანი.

  1. დიდი ზომის ნივთების განაწილება – თუ აივანზე ინახავთ ველოსიპედს, ავტომობილის ბორბლებს და სხვა მსხვილ ნივთებს, აივნის გვერდითა კედელზე სპეციალური სამაგრები ძალიან დაგეხმარებათ. ნივთებს თავისი საიმედო ადგილი ექნება, ხოლო აივანზე თავისუფალი სივრცე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
  2. ყვავილები – თუ თქვენს ოჯახს ყვავილები ძალიან უყვარს და ნაწილს აივანზე ინახავთ, მაშინ აივანზე დასაკიდი ქოთნები ყველაზე მოსახერხებელი და ლამაზი ვარიანტია.
  3. ნივთების სწორად დახარისხება – ზოგჯერ აივანზე ბევრი საჭირო და საყოფაცხოვრებო ნივთი ინახება: ინსტრუმენტები, ცარიელი ქოთნები, ბალიშები და ა.შ. ამ შემთხვევაში ნივთების შესანახად კონტეინერები შეიძინეთ ან აივნის კედელზე ღია თაროები გააკეთეთ.
  4. ფანჯრების გაწმენდა – აივანზე ფანჯრის გაწმენდა, განსაკუთრებით გარედან ადვილი არაა. ამ მიზნით გამოიყენეთ მაგნიტური ჯაგრისები, რომელიც ფანჯრის სხვადასხვა მხარეს ორი ნაწილის შეერთებით მუშაობს. ასე ფანჯარას გარედან სწრაფად და უსაფრთხო გაწმენდთ.