ყაბარდო–ბალყარეთში სახლებს ქუჩის მხარეს ფანჯრები არ აქვს და აი, რატომ

კავკასიის რეგიონის მაცხოვრებლების ცხოვრება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც ყოველდღე ვხედავთ. უფრო მეტიც, თითოეულ მხარეს საკუთარი ტრადიცია აქვს, რომელთა ნახვა დღემდე შეგიძლიათ. მაგალითად, ყაბარდო–ბალყარეთში საცხოვრებელ სახლებს ქუჩის მხარეს ფანჯრები არ აქვს.

1. რატომ უყურებს ფანჯრები ეზოს და არა ქუჩას

ყაბარდო–ბალყარეთის სოფლებში სახლების უმეტესობას ქუჩის მხარეს ფანჯარა ნამდვილად არ აქვს. ფანჯრები მხოლოდ ეზოს მხარეს გადის. სხვათა შორის, მსგავს რამეს სხვაგან ვერ იპოვით. მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ყველაფერი ჩვეულებრივად არის, მაგრამ კერძო სახლები სხვა შემთხვევაა.

მათ ფრაზა „ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრე“ პირდაპირ აღიქვეს. როცა ომები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, სახლებს ასე აშენებდნენ, რომ მისი დაცვა გამარტივებოდათ, ხოლო მტერს შიგნით შესასვლელად დამატებითი საშუალება არ ჰქონოდა. ომის პერიოდში მშენებლობაში ასეთ მიდგომას აზრი და ლოგიკა ნამდვილად ჰქონდა.

2. რატომ აგრძელებენ ძველებურად სახლის აშენებას

ჩვენს დროში სახლის აგების ასეთი მეთოდი უკვე ტრადიციაა. უძველესი დროიდან თვლიან, რომ ყველაფერი, რაც სახლში ხდება, აქვე უნდა დარჩეს. თუ ფანჯარა მხოლოდ ეზოშია, უცხო თვალი ვერ შემოიხედავს.

ამავე მიზეზით მოთხოვნადია ყრუ ქვის ღობეები და ლამაზი, შთამბეჭდავი ზომის კარიბჭე. ბოლო დროს, საერთოდ სახლის სავიზიტო ბარათად ითვლება. ამასთან დაკავშირებით, ყველა ცდილობს, რომ რაღაც განსაკუთრებული, მაგალითად, მოჭედილი ელემენტები შემატოს. უფრო მეტივ, კარიბჭე ყოველთვის სუფთა რომ იყოს, შლანგით წყლით რეგულარულად რეცხავენ.