ჩვეული ნივთების „ოთხეული“, რომლის გამოც ევროპის და აშშ–ს მაცხოვრებლები შეიძლება დაჯარიმდნენ

ჩვენთვის ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ–ში ცხოვრება თავისუფლებასთან ასოცირდება. სინამდვილეში, ყველაფერი ისეთი ნათელი არაა, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ჩვენს პირობებში გაიზარდა და აქაურ რეალობას მიჩვეულია. მაგალითად, ყველაზე ჩვეულებრივი ნივთი ან მოქმედება, რომელსაც ყოველდღე ვასრულებთ და ნორმალურად ითვლება, რიგ ქვეყნებში აკრძალულია. წესების დარღვევისთვის ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით დაისჯებით.

1. უფროსის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვის ქუჩაში გასვლა არ შეიძლება (აშშ)

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ამერიკაში არასრულწლოვნების უმეტესობა სარდაფებში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, აქ, ჩვენნაირი სარდაფები არ იგულისხმება. თითქმის ყველა ამერიკულ სახლს სპეციალური სარდაფი აქვს. ამ ტერიტორიას ხშირად სათამაშო ოთახად, სახელოსნოდ და ა.შ. იყენებენ. აქ, ყველაფერია, რაც გჭირდებათ, კერძოდ, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, სათამაშო ტექნიკა. არასრულწლოვნების უმეტესობა თავისუფალ დროს ასეთ ოთახში ატარებს.ამას ძალიან წონიანი მიზეზი აქვს. ამერიკაში კანონის თანახმად, ბავშვის ქუჩაში მარტო გასვლა აკრძალულია. როგორც კი, მეზობელი დაინახავს, რომ ბავშვები ქუჩაში მარტო, მეთვალყურის გარეშე არიან, საჭირო ადგილას განაცხადებს და მშობლებს 500 დოლარის გადახდა მოუწევთ. განმეორებითი დარღვევისას თანხა 2500 დოლარამდე იზრდება. კანონის მესამედ დარღვევის შემთხვევაში, არა მხოლოდ ჯარიმა გაიზრდება, არამედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატება.

2. საღამოს 9 საათის შემდეგ ტუალეტში შესვლა არ შეიძლება (შვეიცარია)

ბევრმა იცის, რომ ამერიკაში საღამოს, მით უფრო ღამით, სარეცხი მანქანის ჩართვა არ შეიძლება. ზოგიერთ შტატში დღისითაც ყოველთვის არ შეიძლება, რომ მეზობლებს ხელი არ შეუშალოთ. ეს ყველაზე საინტერესო არაა. შვეიცარიაში სიჩუმე ერთგვარ კულტს წარმოადგენს. სხვისი სიმშვიდის დარღვევისთვის ჯარიმას აუცილებლად გამოგიწერენ. მრავალსართულიან კორპუსებში 21:00 საათის შემდეგ ტუალეტით სარგებლობა არ შეიძლება. მეზობლებმა შეიძლება საჩივარი დაწერონ. სწორედ ამიტომ, ასეთ სახლებში თითქმის ყველა ღამის ქოთნებს იმარაგებს.

3. ბაღში ღამისთევა – არავითარ შემთხვევაში (გერმანია)

ჩვენ შეიძლება ბაღის ნაკვეთი რამდენიმე დღით მოვინახულოთ და თავი კარგად ვიგრძნოთ. აი, გერმანელებს ასეთი ფუფუნება ძვირი დაუჯდებათ. მებაღეობის ბევრ ასოციაციაში ბაღში ღამისთევა კატეგორიულად აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ასოციაციიდან გაგაძევებენ და ბაღთან დამშვიდობება მოგიწევთ.საქმე სახანძრო უსაფრთხოებაშია. ითვლება, რომ ბაღში ღამისთევა შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. ამავე მიზეზით გერმანიაში ბაღებს ელექტროენერგია არ აქვთ, რომ მოკლე ჩართვა გამოირიცხოს. თავის დაზღვევა სჯობს, ვიდრე პრობლემის მოგვარება. ოდესღაც აკრძალვის ინიციატორები სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები გახდნენ. მათთვის ხანძრით დაზარებულის ზიანის ანაზღაურება მომგებიანი არ იყო.ევროპაში ბაღების მხრივ ყველაფერი მარტივი არაა. აქ, აკრძალვას აკრძალვა ემატება. მაგალითად, ფინეთში ადამიანს მაქსიმუმ 6 ჰა ფართობის ბაღის ქონა შეუძლია. ნიდერლანდებში მაყალზე ხორცის შეწვა აკრძალულია. ნორვეგიაში ადამიანს საკუთარ ნაკვეთზე სახლის აშენება არ შეუძლია, თუ ფართობი 26 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. ორთქლის აბანოზე ლაპარაკი ზედმეტია. ის 99% ევროპის ქვეყანაში აკრძალულია.

4. საკუთარი ხელით რემონტი – ჯარიმა (აშშ)

მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც საკუთარ სახლში შეგიძლიათ, კედლის, კუთხის შეღებვა ან შპალერის გაკვრა. სხვა დანარჩენი, მათ შორის როზეტების გამოცვლა, სპეციალისტებმა უნდა გააკეთოს, რომელთაც მსგავსი საქმიანობის ლიცენზია აქვთ.გსურთ რაიმეს გაკეთება? პრობლემა არაა. თავდაპირველად, მერიაში მიდიხართ, განცხადებას წერთ, შემდეგ ლიცენზიასთვის ფულს იხდით, უსაფრთხოების შესახებ ლექციას უსმენთ, აკეთებთ იმას, რაც გსურთ, შესამოწმებლად ინსპექტორს იძახებთ, სადაზღვევო კომპანიას, თუ იპოთეკური სახლია, ბანკსაც საქმის კურსში რთავთ. გასაგებია, რომ საკუთარი ხელით რაიმეს გაკეთების სურვილი არ გაგიჩნდებათ. სწორედ ამიტომ, ამერიკელები ხელოსნებს ფულს უხდიან და დიდხანს მშვიდად ცხოვრობენ.