5 პრაქტიკული იდეა: რისი გაკეთება არ ღირს საძინებლის გაფორმებისას

ვინ არ ოცნებობს, რომ რთული სამუშაო დღის შემდეგ სახლში მივიდეს და მყუდრო საძინებელში დაისვენოს? ეს ზონა სწორად უნდა გააფორმოთ, რომ დასვენების დროს არაფერმა გაგაღიზიანოთ და დაგრთგუნოთ. თუ ინტერიერის დიზაინის არჩევისას შეცდომის დაშვება არ გსურთ, Novate გთავაზობთ 5 პრაქტიკულ იდეას, რომლებიც მიგანიშნებთ, რაზე სჯობს უარის თქმა, თუნდაც კარგი ვარიანტი ჩანდეს.

1. დროა კრემისფერი დაივიწყოთ

არა ერთი ათეული წელია ითვლება, რომ საძინებელი ოთახი კრემისფერი უნდა იყოს, რადგან ეს ფერი სივრცეს სიმშვიდეს, სითბოს მატებს და სინათლეს ახშობს, მოდუნებას ხელს უწყობს. სინამდვილეში, ასე არაა. კრემისფერი ძირითად უნივერსალურ ფერად ითვლება, მაგრამ ტონში შეცდომის დაშვებისას სიყვითლეში გადავა, რომელიც ესთეტიკას ნამდვილად არ აუმჯობესებს. მეორე მხრივ, თუ მონოქრომულ ბაზას უფრო ნათელი ან ცივი ნოტებით არ გააზავებთ, მოსაწყენ და დამთრგუნველ გრძნობს ვერ აიცილებთ.

თანამედროვე დიზაინერები ირწმუნებიან, რომ ადამიანების უმეტესობას ექსპერიმენტების ჩატარების და უჩვეულო გადაწყვეტილების მიღების ეშინია, ამიტომ კრემისფერი ყველაზე ნეიტრალური ფერია, რომელსაც სითამამე არ სჭირდება და ინტერიერის უღიმღამობას იწვევს. რა თქმა უნდა, ყველას თავისი გემოვნება და ხედვა აქვს, მაგრამ ამის გამო საძინებელ ბრტყელ და მოსაწყენ სივრცედ არ უნდა აქციოთ, განსაკუთრებით, პატარა საძინებელი. Novate–ს ავტორები ირწმუნებიან, რომ ღია ფერები, უჩვეულო აქცენტები, მასალების თამამი კომბინაცია ინტერიერს გააცოცხლებს, თუ ერთ–ერთი მთავარი ფერი კრემისფერია. შეგახსენებთ, რომ ამ უნივერსალურ ფერს ძალიან ბევრი სასიამოვნო ტონი და ქვეტონი აქვს, რომლითაც საძინებელი სასიამოვნო ფერებით ათამაშდება.

მნიშვნელოვანია: როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მოდის ჟურნალებიდან ლამაზი ნახატებით ხელმძღვანელობა ან მეზობლის ან ნათესავის ბინაში წარმოდგენილი საოცნებო სტილის განსახიერება არ ღირს. ბინის ინდივიდუალური გაფორმება საუკეთესო ტრენდია, რომელიც არასდროს გაგაღიზიანებთ და სწრაფად არ მოგბეზრდებათ.

2. ზომას მნიშვნელობა აქვს

საძინებლის მთავარი „გმირი“ ყოველთვის საწოლია და მის არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, რადგან უსიამოვნო საწოლში კარგად ვერ გამოიძინებთ. დაღლილობის და აპათიის მთავარი მიზეზი უძილობაა. ყოველთვის საღ აზრზე და კარგ განწყობაზე რომ იყოთ, წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა სიმაღლის, სიგრძის და სიგანის საწოლი გჭირდებათ.

ბევრი თვლის, რომ დიდ საწოლში წოლა ერთი სიამოვნებაა. სინამდვილეში, ასე არაა. გაანალიზეთ, თუ რამხელა ადგილს იკავებთ ძილის დროს და მიხვდებით, რომ 220 სმ სიგანე გაუმართლებლად ბევრია, განსაკუთრებით, თუ მთელ ოჯახს ერთად არ სძინავს. უფრო მეტიც, დიდი საწოლი ბევრ თავისუფალ ადგილს იკავებს, ასე დალაგების პრობლემებიც წარმოიშვება. გაითვალისწინეთ, რომ არასტანდარტული ზომის თეთრეულის, ბალიშისპირის პოვნა რთულია და თან საკმაოდ ძვირი ჯდება.

3. ტუალეტის მაგიდა ინტერიერის დეკორატიული დამატება არ უნდა გახდეს

უმეტესი ბინების ფართობის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ საძინებლის ლამაზად და პრაქტიკულად მოწყობა რთულია. ეს განსაკუთრებით ტუალეტის მაგიდას ეხება, რომლის დადგმას თავისუფალ კუთხეში ვცდილობთ. ასე შეიძლება ფანჯრისგან დაშორებული იყო და ბუტაფორიად ან მოდურ დეკორატიულ ელემენტად გადაიქცეს, რადგან თავის მოვლის ზონა აღარ იქნება.

სილამაზის პროცედურისთვის ფანჯარა საუკეთესო ადგილია, სადაც მზის სინათლე პირდაპირ შემოდის. სწორედ ამიტომ, მაგიდა ფანჯრიდან მაქსიმუმ 1 მეტრის დაშორებით დადგით. თუ ფართო ფანჯრის რაფას სილამაზის კუთხედ აქცევთ, იდეალური ვარიანტი გამოვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი მაგიდისთვის პუფი არ გამოგადგებათ, მაღალ სკამს უპირატესობა მიანიჭეთ. სარკე ძალიან შორს არ დადგათ, რომ მისკენ გაწელვა არ მოგიწიოთ.

მნიშვნელოვანია: იმ შემთხვევაში, თუ ფანჯრის რაფის გადაკეთებას ვერ ახერხებთ და მაგიდა ბნელ ზონაში დგას, აუცილებლად დღის სინათლის ნათურები დაუმატეთ.

4. დიდი კარადა საძინებელში

ყველასთვის ცნობილია სივრცის განაწილების პრობლემა, როცა ბინა პატარაა, ხოლო ნივთები ბევრი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კედელსა და საწოლს შორის დიდი კარადა უნდა ჩააკვეხოთ და სასწაულის იმედი გქონდეთ. ორ მასიურ ავეჯს შორის ვიწრო გასასვლელი სწრაფად გაგაღიზიანებთ, ამასთან ჩალურჯებები არ დააყოვნებს. თუ თან კარადას გასაშლელი კარი აქვს, მისგან სარგებელს ვერ მიიღებთ, რადგან კარს ვერ გააღებთ.

რჩევა: პატარა საძინებლის მფლობელებმა მსხვილ ავეჯზე უარი უნდა თქვან, მაგრამ თუ სხვანაირად არ გამოგდით, უპირატესობა ნაკლებად ღრმა კარადას სასრიალო კარით მიანიჭეთ. გაითვალისწინეთ, რომ საწოლსა და კარადას შორის მინიმუმ 60 სმ დაშორება უნდა იყოს.

5. ხალიჩის სწორად შერჩევა

მაღალ ბეწვიანი ხალიჩა სასიამოვნო, რბილი და მყუდრო ჩანს, მაგრამ საძინებელში ასეთ სილამაზეზე უარი თქვით. მსგავსი მოდელი უკვე მოდიდან გადავიდა, თან შეზღუდულ სივრცეში პრაქტიკული არაა. სხვა ყველაფერთან ერთად ბევრ მტვერს აგროვებს, რომელთან ბრძოლა რთულია. როგორც მოგეხსენებათ, საძინებელში სუფთა ჰაერის ქონა აუცილებელია.

საუკეთესო ალტერნატივა: საძილე ზონისთვის ვიწრო ხალიჩა ან ბილიკი გამოგადგებათ. უხაოო მოდელებს, რეზინის დასაფენებს ან ჭილობის ნიმუშებს ყურადღება მიაქციეთ. პატარა და მსუბუქი საფარის მოვლა უფრო ადვილია. მათი გარეცხვა სარეცხ მანქანაშიც შეგიძლიათ, ქიმწმენდის მომსახურება აუცილებელი არაა.