ლითონის სარინს ფანჯარაზე დღემდე ვაყენებთ, ევროპაში კი, მათზე უარი თქვეს: მინუსები

ფანჯრებზე სარინების დაყენება აუცილებელი არაა, თუ ეს კერძო სახლია და ფანჯრები სახურავის ქვეშ მდებარეობს. გარე ფანჯრის რაფის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კედლიდან და ფანჯრიდან წყლის არიდებაა. სარინების დაყენება ძვირი არ ჯდება, მაგრამ მასზე დაცემული წვიმის ხმა ყველას არ მოსწონს.

სარინის დაყენება – ჩვეულებრივ, სარინებს თხელი მასალისგან ამზადებენ: ფოლადი, ალუმინი, სპილენძი ან პლასტმასი. ერთი მხარე ფანჯრის პროფილზე დაფიქსირებულია, მეორე – ჰაერში ჩამოკიდებული. ამის გამო წვიმის დროს ხმაური და ზანზარი ისმის. ძვირიანი, კარგი ხმის იზოლაციის მქონე ფანჯარაც ამ ხმაურს ვერ ფარავს.

აქვს თუ არა ალტერნატივა დასარტყამ სარინებს? სარინის ფუნქციაა კედელი დასველებისგან დაიცვას, ამიტომ გარე ფანჯრის რაფისთვის შეგიძლიათ სხვა მასალა გამოიყენოთ. მაგალითად, ფანჯრიდან ფერდობი გააკეთეთ და ფილებით ან ქვებით მოაპირკეთეთ. ეს მასალა ძვირი დაგიჯდებათ, სამაგიეროდ ლითონზე წვიმის წვეთების გამაღიზიანებელი ხმაური არ შეგაწუხებთ. თუ, რა თქმა უნდა, მრავალსართულიან კორპუსში არ ცხოვრობთ, სადაც ყველას ასეთი სარინები აქვს.

საინტერესოა, რომ ევროპის ქვეყნებში ლითონისს სარინებს არ აყენებენ. კედლიდან წყლის ასაცილებლად აგურს, კერამიკას ან ხეს იყენებენ. ამ შემთხვევაში ნატურალური მასალა პერიოდულად ჰიდროფობიური საფარით უნდა გაჟღინთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში ახალი სარინის გაკეთება მოგიწევთ. ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც მშენებლები თავს არ იმტვრევენ და ლითონის სარინებს აყენებენ: იაფი და კარგი.

ალუმინის სარინის მოდიფიკაცია – ფილების და ქვის ვარიანტი როგორც ახალი ფანჯრის დაყენებისას, ასევე ძველის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ასეთ წვრილმანზე დიდად თავის შეწუხება არ გსურთ, ლითონის სარინით ჯადოქრობა ჩაატარეთ. სამშენებლო მაღაზიებში იყიდება ნივთი, რომელიც იზოლინს ჰგავს. ის ლითონის სარინს ფენის დახმარებით ეწებება.

მეორე ვარიანტია: სამონტაჟო ქაფი. უთხელესი პროფილი კედლის ტორსს ქაფით მიამაგრეთ. ასე სარინი გამოკიდებული არ იქნება და მომაბეზრებელ ხმაურს მოიშორებთ. თავად სარინი შეგიძლიათ ქვემოდან სპეციალური ლენტით დაამძიმოთ. ასე სარინი გამოკიდებული არ იქნება და უცნაურ ხმებს არ გამოსცემს. ფოლგით დაფარულ პოლიეთილენს ხმის დამხშობი თვისებები აქვს. თუ მას სარინის გარე მხარეს მიამაგრებთ, პრობლემა მოგვარდება.

როგორც ხედავთ, პრობლემის გადასაჭრელად მრავალი ვარიანტი არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ ალუმინის სარინი ცუდია, მისი „დამუშავება“ ყოველთვის შეიძლება. აქ, ბიუჯეტი და მუსიკალური სმენის არსებობა მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ, ზოგს წვიმის ხმა საერთოდ მოსწონს. თქვენ გაწუხებთ სარინის ჟღარუნი?