მოგვბეზრდა: 9 დიზაინერული გადაწყვეტილება, რომელიც თვალებში გვეჩხირება

მოდის ტენდენციების შესაბამისად თანამედროვე ინტერიერის შექმნის მცდელობისას ვერ ვამჩნევთ, რომ სახლი პოპულარული ავეჯის მაღაზიების კატალოგს ემსგავსება. ორიგინალური დიზაინერული გადაწყვეტილების ნაცვლად, რომელიც ბინას ინდივიდუალურს გახდიდა, მოძველებულ დიზაინერულ მეთოდებს იყენებთ. Novate გიამბობთ, რას უნდა აარიდოთ თავი, რომ ყველას მსგავსი ინტერიერი არ მიიღოთ.

1. თეთრი სამზარეულოს ფასადი

თეთრი სამზარეულოს ფასადი მინიმალიზმის სტილში IKEA–ს ასკეტური კოლექციის გამოჩენის შემდეგ მოდაში შემოვიდა. ავეჯი ყველას ერთდროულად შეუყვარდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ლამაზი, ლაკონური და ნებისმიერ ინტერიერში პრაქტიკულია. ასევე ჩვეული სამზარეულოს ფასადებს აბსოლუტურად უპირისპირდება. შესაძლოა, მათი გამოყენება ახლაც გირჩიოთ, მაგრამ ერთი პატარა დეტალი არსებობს – ყველგან თეთრი ავეჯი. მხოლოდ ზარმაცს არ დაუყენებია თავის სამზარეულოში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინტერიერი ორიგინალური არაა. თუ პრაქტიკულ, მოდურ ფასადზე ოცნებობთ, რომელიც ყოველ მეორე ბინაში არ შეგხვდებათ, სხვა ფერის ვარიანტი აარჩიეთ, მაგალითად, კრემისფერი, ცისფერი, ნაცრისფერი და ა.შ. ფურნიტურაც მისაღებია.

2. სკამები Eames

ინტერიერის კიდევ ერთი ნივთი, რომელიც მინიმალიზმის სიყვარულს განასახიერებს. ბოლო წლებში ლაკონური, მარტივი და ნეიტრალური წესებით ინტერიერის გაფორმების სურვილი გვაქვს, ამიტომ მსგავს ავეჯს ვარჩევთ. Eames-ს სკამები ნამდვილად ლამაზი და დახვეწილია, ამაზე არავინ კამათობს, თუმცა მისი გადაჭარბებული გამეორება იმედს გვიცრუებს. სკამები, ასევე მათი არც თუ ისე წარმატებული ასლები, ყოველ მეორე ავეჯის მაღაზიაში იყიდება და ბევრი ბინის სამზარეულოს ამშვენებს. ის შემთხვევა, როცა სილამაზე მფლობელის წინააღმდეგაა.

3. მარმარილოს იმიტაცია

ბუნებრივი მასალა ინტერიერის მოდიდან დიდხანს არ გადადის. ლითონი, ხე, ქვა – ეს ყველაფერი ბინას ამშვენებს, მყუდროს და მდიდრულს ხდის. ყველას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ ამ მასალებით ბინა გააფორმოს. სწორედ ამიტომ, ასლებს ხშირად ვიყენებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“: ნებისმიერი იმიტაცია სწრაფად აშკარავდება. ის, რაც გუშინ ლამაზი და ძვირიანი იყო, დღეს უგემოვნო და აბსურდულია.ბოლო პერიოდში მარმარილოს მსგავსი ავეჯი პოპულარული იყო და ინტერიერის ყველაზე ნათელ გაფორმებად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით ზედმეტი ყურადღება მიიქცია და „არანატურალობის“ გამო კრიტიკას ვერ გაუძლო. თუ ირიბი მზერის დაჭერა არ გსურთ, ნატურალურ მასალას უპირატესობა მიანიჭეთ. მით უფრო, ეს მოდის ხარკი არაა, არამედ აუცილებელი მოთხოვნილება, რადგან დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს ბუნებასთან კონტაქტი აკლიათ.

4. ავეჯი ხის და ბეტონის ქვეშ

რაც უფრო სწრაფად ავიდა ნივთი მოდის ოლიმპზე, იქ მით უფრო ნაკლები დრო გაატარა. კანონი, რომ ყველაფერი ორიგინალური რამდენიმე თვეში არააქტუალური ხდება, ყველა ულტრამოდური სიახლისთვის მოქმედებს. ბუნებრივი მასალის მსგავსი პოპულარული დსპ უკვე სათადარიგო სკამზე გადავიდა. სხვათა შორის, სამზარეულოში, შემოსასვლელსა თუ სააბაზანო ოთახში ცრუბეტონი (ასევე აგურის ფილების მიბაძვა) ცუდი გემოვნების ნიშანია, ამიტომ მათზე ფულის დახარჯვას აზრი არ აქვს. თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ ისეთი ადამიანის სახელის მოხვეჭა, ვინც სტილსა და მოდურ ტენდენციებში საერთოდ ვერ ერკვევა.

5. “ღორის“ ფილები

კიდევ ერთი დიზაინერული გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ ინტერიერში გვხდება. ბინის 10 ფოტოდან, მინიმუმ 5–ში გვხდება. ყველაფერი იმიტომ, რომ მარტივი, ლამაზი, პრაქტიკული და უნივერსალურია – შესანიშნავად გამოიყურება როგორც სამზარეულოში, ასევე სააბაზანოში. სამწუხაროდ, ფილები საკუთარმა პოპულარობამ დაღუპა. თუ ადრე მოდურ და ფუნქციურ გადაწყვეტილებად ითვლებოდა, ახლა ბანალურ დიზაინერულ ნაბიჯად იქცა, რომელსაც ისინი იყენებენ, რომლებსაც ინტერიერის გაფორმებაში გარისკვა არ სურთ. რა თქმა უნდა, ფილების დემონტაჟი საჭირო არაა, მაინც სკანდინავიური კლასიკაა, ასევე ქანთრის სტილი. თუმცა, თუ ახლა აპირებთ რემონტს და ფიქრობთ, რომელი მასალა გამოიყენოთ მოსაპირკეთებლად, უპირატესობა სხვა, ნაკლებად დრომოჭმულ ფილებს მიანიჭეთ. კიდევ ერთი ვარიანტი: ფილები „ნაძვის ხის“ ან ვერტიკალური მეთოდით დააწყვეთ, რომ არასტანდარტული და მიმზიდველი იერი მიიღოს.

6. ფილები ტალღის ეფექტით

„ღორის“ ფილა ერთადერთი ვარიანტი არაა, რომელმაც ათასობით აღფრთოვანებული შეფასება მიიღო, შემდეგ კი იმ მასალების კატეგორიაში გადავიდა, რომელთაც ფასდაკლებით ყიდდნენ. ტალღისებრი ფილებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. სააბაზანოს ოთახის კედლებზე ლამაზი, თავისუფლად გამავალი ტალღები, დერეფანში მოცულობითი ფორები ცოტა დამაბნეველი ნიმუშია, რომელიც სასტუმრო ოთახში ან საძინებელში თითის ანაბეჭდებს ჰგავს. 3D ფილებს, რომლებიც ახლახანს ყურადღებას იპყრობდა და ბინის კომპოზიციის ცენტრი იყო, ახლა უარი უთხარით. ექსკლუზიური მასალა აღარაა, რომელიც ადრე ბინის მფლობელის მაღალ სტატუსსა და კარგ გემოვნებაზე საუბრობდა. მასობრივი წარმოების შემდეგ ინტერიერის გაფორმება შეწყვიტა. მით უფრო, მასალას პრაქტიკულს ვერ ვუწოდებთ. მისმა მფლობელმა იცის, რამდენი დრო სჭირდება ფილებიდან მტვრის მოშორებას.

7. ნახატები ყვავილებით და ბუმბულებით

მორიგი ხელოვნების ნიმუში, რომელიც თავისი პოპულარობით დაზარალდა. ემი ჯადის, ინგლისელი მხატვრის ნამუშევრების სერია წარმოუდგენლად პოპულარული და აქტუალური გახდა. მისი ნახატების რეპროდუქციამ არა მხოლოდ ინტერიერი, არამედ სმარტფონების ეკრანები, გზისპირა კაფეების პოსტერები დაიპყრო. კითხვა: რა აზრი აქვს მსგავსი ობიექტებით ბინის გაფორმებას? თუ სჯობს იპოვოთ ნაკლებად ცნობილი ვარიანტი. ვფიქრობთ, პასუხი აშკარაა.

8. ბევრი კრემისფერი

ეს ფერი ძალიან პოპულარულია და, შესაბამისად, ინტერიერში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება ძალიან ჩვეული გახდა. საქმე ზომების დაუცველობაშია, რომელიც ყველგან და ყოველთვის საჭიროა. თავისთავად კრემისფერი ბუნებრივი, თბილი, მშვიდი და მყუდრო ფერია. ამის გამო ბევრი დიზაინერი და დამკვეთი თვლის, რომ მთელ ბინაში სხვადასხვა ელფერით მისი დამატება ინტერიერს კომფორტულს ხდის. სამწუხაროდ, ასე არ მუშაობს. კრემისფერის გადაჭარბება ოთახს უპიროვნოს ხდის, აქცენტის და ხიბლის გარეშე. ერთგვარი „კარამელის სიგიჟე“ გამოვა – შაქრიანი, მაგრამ უგემოვნო.

9. რბილი პანელები სასთუმლიდან ჭერამდე

ეს მეთოდი ბოლო რამდენიმე წელია საძინებლის დიზაინში წარმოუდგენლად აქტუალური გახდა, რადგან სივრცეს სითბოს და სიმყუდროვეს მატებს. თუმცა, რაც უფრო ხშირად იყენებენ რბილ პანელებს, მით უფრო მეტად გვბეზრდება. მის ნაცვლად სჯობს ორიგინალური, თუნდაც მაღალი სასთუმლის მქონე საწოლი შეარჩიოთ. სასთუმალთან კედელი კონცეფციის შესაბამისად საინტერესო შპალერით, დეკორატიული თაბაშირით ან სხვა მასალით გააფორმეთ.