როგორ მოვიშოროთ 3 ლარად ჭიანჭველები ნაკვეთიდან: გამოცდილი ხალხური საშუალება

თუ ბოსტანში ჭიანჭველები მომრავლდა, კარგს არაფერს ელოდოთ. ამ მწერების კოლონიები კენკრას, ხილს, ბოსტნეულს და მწვანილს აზიანებენ, მიწის მჟავიანობას ზრდიან, ხეებს, ბუჩქებს და ყვავილებს ანადგურებენ, ბუგრების გავრცელებას ხელს უწყობენ და მცენარეებში დაავადებების განვითარებას იწვევენ. მათი მოშორება იაფი და გამოცდილი ხალხური საშუალებით შეიძლება, რომლის შესახებ Novate დღეს გიამბობთ.

დაგჭირდებათ:მხოლოდ 2 ინგრედიენტი გჭირდებათ, რომ ჭიანჭველების მოსაშორებლად საშუალება მოამზადოთ.

  • 20 გრ ბორის მჟავა (ფხვნილი)
  • 4 კვერცხი

ასევე დაგჭირდებათ: ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერი, ჩანგალი, რეზინის ხელთათმანი.

რეცეპტი და გამოყენების წესი– კვერცხი კარგად მოხარშეთ, ნაჭუჭი მოაშორეთ. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის გულები დაჭყლიტეთ და 20 გრ ბორის მჟავა დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

მიღებული მასიდან 4-6 მმ დიამეტრის ბურთები გააკეთეთ. მნიშვნელოვანია! ბურთების ფორმირებისას რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ, რომ ქიმიური საშუალება კანზე არ მოგხვდეთ.ხაფანგები ისეთ ადგილებში დადეთ, სადაც ჭიანჭველები გროვდება. ასევე ჭიანჭველების ბუდესთან ახლოს დადეთ. ამ მომენტიდან ყველაფერი თავისით მოხდება.მწერები კერძს ბუდეში სასწრაფოდ წაიღებენ, სადაც დამღუპველი ეფექტი მოხდება. მხოლოდ 2 კვირა დაელოდეთ და ჭიანჭველები თქვენი ნაკვეთიდან გაქრებიან.კვერცხის ბურთები ბორის მჟავით ჭიანჭველებს არა მხოლოდ ნაკვეთზე ან ბოსტანში, არამედ სახლშიც მოგაშორებთ.

რატომ არის ეფექტური ეს საშუალება – ბორის მჟავა ჭიანჭველების წინააღმდეგ სხვადასხვა რეცეპტში გამოიყენება. მის ხსნარში ბანანის ქერქს ალბობენ, რომელიც მავნე მწერებთან საბრძოლველად გამოიყენება.ჭიანჭველებს მოწამლული ბანანის ქერქის ბუდეში სწრაფად წაღება არ შეუძლიათ და ასე სასარგებლო მწერები, მაგალითად, მცენარეების დამმტვერავი ფუტკრები იღუპებიან. გამოდის, თუ ხაფანგი ზედაპირზე დიდხანს დევს, მას მხოლოდ ჭიანჭველა არ ჭამს. ხოლო ბორის მჟავა ბურთის სახით ჭიანჭველებს ბუდეში სწრაფად მიაქვს და სხვა მწერები არ იტანჯებიან, უბრალოდ შემჩნევასაც ვერ ასწრებენ.ასე ჭიანჭველებისთვის დამღუპველი ქიმიური ნივთიერება უფრო ზუსტად, სწრაფად მოქმედებს და სრული მოცულობით ხვდება ბუდეში, სადაც მათი შთამომავლობაც არის.

ხარჯის დაანგარიშება – ამ საქმის ხარჯი გამოვთვალოთ. თუ ბორის მჟავას უახლოეს აფთიაქში შეიძენთ, დღეს მისი ღირებულება 10 გრ 0,62 ლარია. 20 გრ გვჭირდება, ანუ 0,62*2=1,24 ლარი. 4 კვერცხი 1,2 ლარი დაგიჯდებათ. ამ ინგრედიენტების რაოდენობით მომზადებული საშუალება 6 ჰექტარზე ჭიანჭველის გასანადგურებლად გეყოფათ. გამოდის, რომ 2,44 ლარი ნაკვეთიდან ჭიანჭველების მოსაშორებლად საკმარისია.