სიურრეალიზმი მშენებლობაზე ან „მთვრალი“ ხელოსნის ოინები: მხიარული ნაკრები

ნებისმიერ საქმეში შეცდომას გვერდს ვერ აუვლით. ხშირად შეცდომები მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ გარკვეულ საზღვრებს სცდება. ვერაფერს გახდებით, აქ, შრომა, ადამიანური ფაქტორია და ამაში გასაკვირი არაფერია. არსებობს შეცდომები, რომელთაც მხოლოდ სამშენებლო სიურრეალიზმი შეიძლება ვუწოდოთ. Novate სამშენებლო და სარემონტო ფოტოების მორიგ ნაკრებს გთავაზობთ.

ამის გაკეთება ფხიზელ გონებაზე შეუძლებელია – როგორც წესი, სამსახურში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ეს რკინის წესია! სასმელის გავლენით შეიძლება ტრავმა მიიღოთ და სამუშაო უხარისხოდ შეასრულოთ. ამ ფოტოების შემხედვარე რთული წარმოსადგენია, რომ მშენებლები/ხელოსნები ფხიზელ გონებაზე იყვნენ. ისე როგორ უნდა შეცდე, რომ ვენტილატორის ფრთები კედელს ხვდებოდეს, ხოლო ნათურა კარის გაღების გზაზე დაამონტაჟო? ფანჯარა, რომლის ზემოთ ჭერის ნაწილის ამოღება საჭირო გახდა, საერთოდ სამშენებლო სიურრეალიზმის „შედევრია“. ცხადია, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ასეთი „შეცდომები“ არ ხდება!

შემთხვევა, როცა აგური აგურს არ ედება – აგურის წყობა შეიძლება იყოს ტალღური ან სხვადასხვა სისქის ხვრელით – ეს გამოცდილების ან სურვილის არ ქონით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ თაბაშირის ქვეშ შეუმჩნეველი ხდება. ხსნარზე შეგიძლიათ დაზოგოთ და ხვრელები უხარისხოდ ამოავსოთ, ასეც ხდება. აი, აგური წყობიდან რომ ამოვარდეს, რაღაც სხვაა. ამ კედლის ფრაგმენტის შემხედვარე, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ტექნოლოგიის დარღვევით არის შესრულებული, მინდა „ოსტატებს“ ვკითხო: საერთოდ რისთვის არის დონიანი კაბელი? რა საჭიროა ასეთი სირთულეები „მოწინავე“ ტექნოლოგიებში?

გამრუდების „დინასტია“ – გზის მშენებლებს ჩვენი გაოცება შეუძლიათ, როცა ასფალტს პირდაპირ თოვლში ან გუბეში ასხამენ. იქნებ, ეს ჩვენთვის გასაკვირია, მათთვის კი ახალი სტილის ტექნოლოგიური დაგება. შესაძლოა ეს ნანოასფალტია, რომელიც ნებისმიერ ზედაპირს ეკვრის და გზის მშენებლობის შემხედვარე თავს ტყუილად ვაქნევთ. მაგრამ როგორ ახსნით მარკირებას, რომელიც „დაკბილულ“ ტროტუარზე ან საერთოდ შიშველ მიწაზეა წასმული?

ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დაუდევრობა არაა. აქ, ე.წ. გამრუდების დინასტიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგმა კეთილმოწყობის ბრძანება გასცა და ამისთვის საშუალება გამოყო, სხვებმა სამსახური მიიღო, ზოგიც ამას უყურებს და „ზემოთ“ ატყობინებს, რომ რაიონში ყველაფერი წესრიგშია. გამოდის სიურრეალიზმი ცარიელ ადგილას, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა.