
Novate გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს სახლისთვის. ამის შესახებ ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს.
რჩევა №1 – ხრიკი ძალიან მოსახერხებელი და საჭიროა. ზეთის ბოთლს სპეციალური მანჟეტი გაუკეთეთ. ასე მაგიდას ან ხელებს შემთხვევითი წვეთისგან დაიცავთ. მისი გაკეთება მარტივია:
- უბრალო ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი აიღეთ და შუაზე გაჭერით.
- ღრუბელი გაკეცეთ და ცენტრში პატარა ჭრილი გაუკეთეთ.
- მანჟეტი შეგიძლიათ ბოთლს ჩამოაცვათ.
მანჟეტი მზადაა, ახლა ბოთლიდან კედელზე ზეთის წვეთების ჩამოწვეთას შეაფერხებს. მანჟეტი მრავალჯერადია და შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხოთ.
რჩევა № 2 – გამომცხვარი რძე, რომელი ბევრს ძალიან უყვარს, ღუმელის გარეშე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: რძე და თერმოსი. რძე თერმოსის მოცულობის მიხედვით აიღეთ.ძალიან სასარგებლო, გემრიელი და მარტივი რეცეპტი:
- რძე ადუღებამდე მიიყვანეთ.
- დაუყონებლივ თერმოსში ჩაასხით (თერმოსს წინასწარ ცხელი წყალი გადაავლეთ).
- თერმოსს თავსახური დაახურეთ და მასში რძე 6-7 საათით გააჩერეთ.
ვარდისფერი, ძალიან არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი რძე გამოდის. ნამდვილი გამომცხვარი რძის მისაღებად უმარტივესი რეცეპტია, რომელსაც ღუმელი არ სჭირდება
რჩევა № 3 – ამ ხრიკით წინდების გარეცხვა მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ. რამდენიმე წინდა აიღეთ, გაკვანძეთ და გარეცხეთ. წინდები კარგად ირეცხება, შესანიშნავად შრება და რეცხვის შემდეგ თითოეული წინდისთვის წყვილის პოვნა არ მოგიწევთ.
ოჯახის წევრებს შეგიძლიათ მიაჩვიოთ, რომ წინდები გასარეცხ კალათაში ჩაყრამდე გაკვანძონ. ასე რეცხვის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. გაკვანძული წინდები კონტეინერში შეინახეთ, ასე მოსახერხებელია და წყვილის პოვნა არ მოგიწევთ.
რჩევა № 4 – შემოდგომა–ზამთრის პერიოდში უთოს წყლის რეზერვუარს ეთერზეთები დაუმატეთ. ასე ტანსაცმელზე სასიამოვნო სუნი რჩება და განწყობა მაღლდება.თეთრეული ხშირად ორთქლით დააუთოვეთ. ორთქლის აპარატს კომფორტული წყლის რეზერვუარი აქვს და შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ.რამდენიმე წვეთი საკმარისია. ბევრის დამატება არ ღირს. დაუყონებლივ შეგიძლიათ დაუთოება დაიწყოთ.
შემოდგომაზე გირჩევთ იორდასალამის ეთერზეთი გამოიყენოთ, რომელიც გაზაფხულს გაგახსენებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ლიმონის ზეთი ტანსაცმელზე სასიამოვნო არომატს ტოვებს. თუ ზამთარში უთოს ან ორთქლის აპარატს ფორთოხლის და დარიჩინის ზეთს დაუმატებთ, საახალწლო განწყობა მაშინვე გაჩნდება.
რჩევა № 5 – გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, რომელიც ხალიჩაზე ჯიუტ, ჩამჯდარ ლაქებს კარგად აშორებს. თუ ლაქებს ხალიჩის საწმენდი პროფესიონალური საშუალებები ვერ გაუმკლავდა, საოჯახო მეურნეობის შესახებ ძველი წიგნიდან გამოცდილი მეთოდები სცადეთ.პროცედურის დროს ფანჯრები აუცილებლად გააღეთ. ბამბის დისკი ბენზინში ჩაალბეთ და ლაქას დაადეთ. ეცადეთ, რომ ბენზინი ლაქაში კარგად შეიწოვოს. ზემოდან პარკი და პირსახოცი დააფინეთ. ასე ბენზინის სუნი ოთახში ნაკლებად გავრცელდება.15-20 წუთით გააჩერეთ. უფრო დიდხანს გაჩერებაც შეიძლება. ეს ლაქის დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ ბამბის დისკი მოაშორეთ.
როგორც წესი, ბენზინთან პირველივე კონტაქტის შემდეგ ლაქა მთლიანად იშლება, მხოლოდ სველი სალფეთქით ან ჯაგრისით გაწმენდა მოგიწევთ.