შვილებმა მშობლების ბინა გადააკეთეს, რომელსაც რემონტი საბჭოთა პერიოდიდან არ უნახავს

ერთი წყვილის ცხოვრებაში, რომელთა თანაცხოვრების იუბილეც ახლოვდებოდა, საინტერესო რამ მოხდა. მადლიერმა შვილებმა მშობლებისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტეს, რომლებიც მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობდნენ, რომ მათ ყველაფერი ჰქონოდათ. უკვე გაზრდილებმა მშობლებს ზღვაზე დასასვენებლად ბილეთი აჩუქეს და დასასვენებლად გაუშვეს. ამ დროში კიდევ ერთი სიურპრიზი მოამზადეს. მათ მშობლების ბინა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან დღემდე არ გარემონტებულა, გადააკეთეს. ინტერიერი ისე შეიცვალა, რომ ვერც კი იცნობთ.

მშობლები მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობდნენ, ხშირად ავიწყდებოდათ საკუთარი თავი, დასვენება და ის, თუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ. სიტუაციის შესაცვლელად მეგობრულმა ოჯახმა კარდინალური ცვლილებები დაგეგმა, ოღონდ ჯერ მშობლები 2 კვირით ზღვაზე დასასვენებლად გაუშვეს. მით უფრო, მიზეზიც ჰქონდათ – ქორწინების 30 წლის იუბილე.

მათ არა მხოლოდ ინტერიერის განახლება, არამედ მილების, სანტექნიკის და კაფელის ფილების მთლიანად გამოცვლა უწევდათ, ამიტომ პროფესიონალებს გვერდს ვერ აუარეს. მხოლოდ 2 კვირა ჰქონდათ. ამ მოკლე დროში თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით და სპეციალისტების ბრიგადითაც რემონტის დასრულება პრობლემური იყო, მაგრამ ამით ახალგაზრდები არ შეშინდნენ.

სამუშაოს მოცულობის განსასაზღვრად გაცვეთილი, ძველი ავეჯის მოშორება გადაწყვიტეს. ყველაფრის გატანის შემდეგ, რაც რემონტს ხელს უშლიდა, აღმოჩნდა, რომ ბინა არც თუ ისე სავალალო მდგომარეობაშია. ბავშვებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რომ სიურპრიზი გამოსვლოდათ.სანამ სამზარეულოში რემონტს აკეთებდნენ, ახალი სამზარეულოს ავეჯი შეუკვეთეს, რომელიც ზომებში იდეალურად ჯდებოდა და თავისუფალ კუთხეებს ავსებდა. დაზოგვის მიზნით, შპალერის გამოცვლა, ჭერის გაღებვა და სამზარეულოს წინსაფრის დაგება საკუთარ თავზე აიღეს.

სააბაზანო ოთახის და ტუალეტის გარდაქმნა პრობლემური გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ოთახი პატარა და სველი ადგილია და სათანადო ვენტილაციის გარეშე, გასაკვირი არაა, რომ კედლები სოკოთი დაფარული იყო, ხოლო მილები დაჟანგული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლოს რემონტი საბჭოთა პერიოდში გაკეთდა, ფინანსური და დროის ხარჯი გასაგებია.ბუნებრივია, სააბაზანო ოთახში ძველი კაფელი, სანტექნიკა, ჟანგიანი წყლის მილები და კანალიზაცია სრულად მოხსნეს. ამ პროცესში პროფესიონალი მშენებლები ჩართეს, რომლებმაც რთულ ამოცანასთან გამკლავება შეძლეს. სპეციალისტებმა ძველი საფარი მოხსნეს და უმოკლეს დროში კედლები და იატაკი ახალი კერამიკის ფილებით მოაპირკეთეს. სანტენიკა დააყენეს და ახალ მოწყობილობას დაუკავშირეს.

ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ ბავშვებს ახალი სანტექნიკის, აღჭურვილობის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად ფულის გაღება მოუწიათ. ასევე ახალი საწოლი ორთოპედიული ლეიბით იყიდეს, რადგან ოდესღაც საბავშვო საძინებელი ოთახის გარემონტებაც გადაწყვიტეს.

დიზაინერული ხრიკები: ახალგაზრდებს სურდათ, რომ მშობლების განახლებულ ბინაში თანამედროვე ნოტები ჩაერთოთ, მათ არა მხოლოდ შავ–თეთრი სამზარეულო, არამედ საძინებელიც გააკეთეს, კონტრასტი დიდი სარკეებით, დაკიდული საწოლის ტუმბოებით და დიზაინერული სანათებით გააზავეს. ასეთი დეტალებით ინტერიერი მოდური და უჩვეულო გახდა, თუმცა ექსცენტრული ცვლილებების მიმართ მშობლების რეაქციის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელი იყო.

ცოლ–ქმრის დაბრუნებამდე, რომლებიც წლების განმავლობაში პირველად ისვენებდნენ, ბინის გარდაქმნა დასრულდა. ეს მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან სასიამოვნო სიურპრიზის გაგრძელებას ნამდვილად არ ელოდნენ.