5 რამ, რაც მეაგარაკემ ოქტომბერში აუცილებლად უნდა გააკეთოს

ოქტომბერი საუკეთესო დროა, რომ თქვენი ბაღი და ბოსტანი გაზაფხულზე მცენარეების ნაყოფიერების გასაგრძელებლად სათანადოდ მოამზადოთ. Novate გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც თითოეულმა მეაგარაკემ პირდაპირ ახლა უნდა შეასრულოს.

1. ხილის ხეების გადაჭრა

ოქტომბერი კარგი დროა, რომ ნაკვეთზე ხეების გვირგვინი განაახლოთ და ფორმა მისცეთ. რა თქმა უნდა, პროფესიონალმა მებაღეებმა შეიძლება დაჟინებით მოგიწოდოთ, რომ ხის უსაფრთხო გადაჭრა სჯობს მაშინ, როცა წვენის მოძრაობა წყდება. აგარაკზე მთელი წელი ყველა არ ცხოვრობს, რომ, მაგალითად, თებერვლის ყინვაში სეკატორით იმუშავოს. ოქტომბერში, როცა ფოთლები ვაშლის, მსხლის, ალუბლის, ქლიავის და სხვა კურკიანი ხილის ხეებზე ნაწილობრივ დარჩა, დაავადებული ტოტების გამოცნობა და მოშორება ადვილია. როგორც წესი, დაავადებულ ტოტებზე ფოთლები ჯერ კიდევ ზაფხულიდან დახვეული და დაზიანებულია ან საერთოდ არ აქვს. ყველა ყლორტი მოაშორეთ, რომელიც შიგნით ჩახვეული და ვერტიკალურია: ისინი გვირგვინს ასქელებენ და მკვებავი ნივთიერებების ნაწილს იწოვენ, რომელიც ახალ სეზონზე ნაყოფიერ ტოტებს უფრო სჭირდებათ.მნიშვნელოვანია! კარგი სეკატორი გამოიყენეთ, რომლის პირები ბლაგვი არაა. ბლაგვი პირი ტოტს აზიანებს, დაავადებებს, ლპობას და მავნებლების შეტევას იწვევს. ამავე მიზეზით დარჩენილი ყლორტის სიმაღლე მნიშვნელოვანია: 0,5 სმ უსაფრთხო და ოპტიმალურია. ნაკლები – შეიძლება დაზიანდეს ტოტი, რომელსაც შვილობილი ყლორტი მოაჭრეს.

2. ახალი მცენარეების დარგვა

ოქტომბერი ოპტიმალური დროა, რომ ნაკვეთის დიზაინი განაახლოთ. ახალი მცენარეები სიცივის დადგომამე გაფესვიანებას მოასწრებენ და გაზაფხულისგან განსხვავებით გვალვა და მაისის მცხუნვარე მზე არ ემუქრებათ. შემოდგომაზე სუპერმარკეტებსა და მსხვილ სამშენებლო მარკეტებში მრავალწლიან მცენარეებს მომგებიან ფასად შეიძენთ: გამყიდველები მოგების სწრაფად მიღებით დაინტერესებულნი არიან, რადგან ნოემბრიდან გაზაფხულამდე მათი პროდუქტი აქტუალური არ იქნება. დამწყებ მებაღეებს, ასევე მათ, ვინც აგარაკზე მხოლოდ შაბათ–კვირას დადის, ვურჩევთ მრავალწლიანი მცენარეების შეძენას, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ: ტუია, მანანა, ჭანჭყატა, კოწახური, ბზა. მათთვის ტყის მიწა შესაფერისია – დამატებითი მიზეზი შემოდგომაზე ბუნებით დატკბეთ.

3. მცენარეების გამოკვება

დაზამთრებამდე მცენარეებს ფოსფორით მდიდარი სასუქით გამოკვება სჭირდებათ. ფოსფორი ფესვების სისტემის გაძლიერებას და ზრდას ხელს უწყობს, მცენარეს არახელსაყრელი ამინდის პირობების გაძლებაში ეხმარება. აზოტის სასუქით გამოკვება გამოუცდელი მებაღეების ფატალური შეცდომაა: აზოტი მცენარის მიწისზედა ნაწილის ზრდას ხელს უწყობს, ფესვებს მთელ ძალას ართმევს, ამასთან უკვე ნოემბერში ახალი ყლორტები და ფოთლები ყინვით მაინც დაიღუპება.

4. მსხვილი ხეების და ბუჩქების მულჩირება

ზამთრისთვის ხეების და მსხვილი ბუჩქების გარშემო წრე დაუფარავი არ დატოვოთ. ცივ ამინდებამდე დარჩენილ დროში სარეველებს გასამრავლებლად, გასაზრდელად და ტერიტორიის დასაპყრობად დრო აქვთ. მათ მოშორებას შეძლებთ, თუ ფესვებთან მიწას დაბარავთ და ფოთლებს ჰერბიციდებს წაუსვამთ. მცენარეული ნარჩენების მოშორების შემდეგ მიწა გააფხვიერეთ და ტორფით, ნახერხით, ნეშომპალით ან სხვა ხელმისაწვდომი მასალის მულჩით დაფარეთ. სუპერმარკეტებში შეგიძლიათ მულჩის ნაკრები შეიძინოთ, რომლის დახმარებით დამწყებიც კი ბაღის პროცედურებს გაუმკლავდება.

5. საშემოდგომო მოსავლის აღების გაგრძელება

ოქტომბერში ვაშლის, მსხლის და ქლიავის გვიანდელი ჯიშების მოსავალს იღებენ. უბრალოდ მოსავალი აიღეთ, ქვედა ტოტებიდან დაიწყეთ და თანდათან ზედაზე გადადით. ჩვეულებრივ, ზამთრის ჯიშის ნაყოფი კარგად ინახება, ამიტომ შენახვის ზონაზე წინასწარ იზრუნეთ.