2 ინგრედიენტი ხის ცეცხლგამძლე ბიო საფარის გასაკეთებლად – მაღაზიაში ნაყიდზე 10-ჯერ იაფია

სახურავის მშენებლობისას ნივნივის ნაწილი და მოლარტყვა ცეცხლგამძლე ბიო საფარით უნდა დაფაროთ. ასე ხის მასალას მწერების დაზიანებისგან დაიცავთ, განსაკუთრებით  იმ ადგილებში, სადაც ნაშური, ქერქი დარჩა. შემადგენლობის ცეცხლგამძლე თვისება სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან დაგიცავთ. Novate გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის გამოცდილებას, რომელმაც ცეცხლგამძლე საფარი სახლის პირობებში მხოლოდ 2 მთავარი ინგრედიენტისგან მოამზადა.”სამშენებლო მაღაზიებში ხის ცეცხლგამძლე საფარის ფართო არჩევანია. როგორც მზა, ასევე კონცენტრატები (წყალში გასაზავებელი) შეგიძლიათ შეიძინოთ. შესამოწმებლად 10 ლ ასეთი პროდუქტი შევიძინე და მაუერლატის ძელები დაგებამდე ამით დავფარე.

საშუალება ლილვაკით წავუსვი. 6 ცალ ძელზე მთელი ქილა დავცალე. ღამით გაწვიმდა და მთელი ნარევი ჩამორეცხა. გადავწყვიტე, რომ სახურავის გადახურვის შემდეგ დავფარავდი.ცეცხლგამძლე საფარის ხარჯიც არ მახარებდა. მთელ სახურავზე მინიმუმ 10 ქილა დამჭირდებოდა. ეს კი 600 ლარზე მეტი იყო. პატარა თანხა არაა. იქნებ, სჯობს თვითნაკეთი ნარევის გამოყენება? რა შედის შემადგენლობაში? ქილის ეტიკეტზე შემადგენლობა მარტივია: ბორის მჟავა, საღებავი და წყალი. ნუთუ ბორის მჟავა ცეცხლგამძლე საშუალებაც არის? გამახსენდა, რომ მისით ეკობამბას ჟღინთავენ და ამ იზოლაციაში არა მხოლოდ მწერები და მღრღნელები არ მრავლდებიან, არამედ ცეცხლთან კონტაქტისას მაქსიმუმ იჭვარტლება.ინტერნეტ სივრცეში თვითნაკეთი ცეცხლგამძლე ბიო საფარის მომზადების რეცეპტები ვიპოვე. ერთზე შევჩერდი. მასში ბორის მჟავის გარდა ნატრიუმის კარბონატიც ემატება. სოდა ნარევს უფრო მეტ ცეცხლგამძლე თვისებას ანიჭებს.ნარევში შედის: 9 ლ წყალზე აუცილებელია 1 კგ ბორის მჟავა, 3 კგ ნატრიუმის კარბონატი და საღებავი (სურვილისამებრ).ქალაქში რიგი კომპანიები სამრეწველო ქიმიას ყიდის. თითოეული კომპონენტი 25 კგ–იანი ტომრით შევიძინე.

ღირებულება ასეთია: ბორის მჟავა – 80 ლარი/ტომარა, ნატრიუმის კარბონატი – 50 ლარი/ტომარა. ჯამში 130 ლარი. ეს საკმარისია, რომ 225 ლ ნარევი მოვამზადო, თუ თითო კგ ქიმიას დავამატებ და არა 1:3. კომპონენტები ელექტროსასწორით ავწონე. საღებავად და დამატებით ანტისეპტიკურ საშუალებად ფუკორცინი და მარგანცოვკა გამოვიყენე.

ხის მასალა ამით სუსტად შეიღება. მოგვიანებით, წყლის საღებავისთვის უბრალო საღებავის პასტა შევიძინე.

ასე ხე უკეთ შეიღება და შესაძლებელი გახდა იმის დანახვა, თუ სად არის დაფარული და სად არა. ნარევის წასასმელად ბატარეაზე მომუშავე ბაღის საფრქვევი გამოვიყენე, რომელიც სახურავის ხელოსნებმა ჩემი თხოვნით დატოვეს. მოგვიანებით წაიღებენ.

ნებისმიერი პნევმატური საფრქვევი შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ლილვაკით დაფარეთ. ლილვაკით დიდხანს მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ნაკლებ ნარევს დახარჯავთ.პირველი გაზავებული მოცულობა გახსნას არ ჩქარობდა. უფრო სწორად, 3 კგ სოდა 9 ლ წყალზე ბევრი იყო. ნარევი საფრქვევში იჭედებოდა. სოდა ცხელ წყალში უკეთ იხსნება, მაგრამ მისი გაცხელების სურვილი არ მქონდა. სოდის მოცულობა 1 კგ–მდე შევამცირე და საქმე სწრაფად წინ წავიდა. 50-100 მლ საღებავი დავუმატე.იმ ადგილებში, რომლებიც პირველი გაზავებული მოცულობით დავფარე, სოდის მაღალი კონცენტრაციის გამო თეთრი ნადები დარჩა. შეღებილი და შეუღებავი ნაწილები ასე გამოიყურება:

ზოგიერთ ადგილას ცეცხლგამძლე საფარი ორჯერ წავუსვი. მთლიანობაში რამდენიმე საღამო ხის დაფარვაზე დავხარჯე. გამოთვლებსა და გაზავებაში ბევრ დროს ვხარჯავდი.საბოლოოდ, სახურავის დამუშავებაზე ტომრის მოცულობის ნახევარზე ნაკლები დავხარჯე. 10 ვედრო გამოვიყენე, ანუ დამუშავებაზე 60 ლარი დავხარჯე. მაღაზიაში 10 ქილა პროდუქტი 600 ლარი დამიჯდებოდა. დიდი განსხვავებაა. ნარჩენებს სხვა ხის ელემენტების დასამუშავებლად გამოვიყენებ. სახლს ვერანდაზე კიდევ ერთი პატარა სახურავი ექნება.”