5 რჩევა, როგორ გავახანგრძლივოთ ელექტრომოწყობილობის მსახურების ვადა

ჩვენს ცხოვრებას საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამარტივებს და კომფორტულს ხდის. თითოეული მათგანი ელექტროენერგიაზე მუშაობს. Novate გიზიარებთ 5 რჩევას, როგორ გაახანგრძლივოთ ელექტრომოწყობილობის მსახურების ვადა სწორი გამოყენებით.

1. როგორ დავტენოთ გაჯეტები იშვიათად – ნიკელ–ლითონის ჰიდრიდული ბატარეების ეპოქა, რომლის ტევადობა მცირდებოდა, თუ მოწყობილობას სრულად დაცლამდე დატენიდით, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ბევრი გამოცდილი ადამიანი თვლის, რომ თანამედროვე ბატარეებიც ცუდად იმუხტება, თუ მუდმივად ცოტ–ცოტა დატენით. მაგალითად, ბევრი მომხმარებელი დილით ხედავს, რომ მოწყობილობა 35%–ით დატენილია, ამიტომ სახლიდან გასვლამდე 10 წუთით დენის წყაროში აერთებს და ტენის, რომ საღამოსკენ ტელეფონის გათიშვა არ დაემუქროს. შედეგად, რამდენიმე თვეში ასეთი ქმედებით ბატარეა ცუდად დაიტენება, თუნდაც მოწყობილობას აქტიურად არ იყენებდეთ. მეორე მავნე უკიდურესობა: მოწყობილობის დატენვა მთელი ღამით. სჯობს აირჩიოთ დრო, როცა არსად გეჩქარებათ და მოწყობილობას 100%–მდე დატენვის საშუალება მისცეთ.

2. მოწყობილობა დაასვენეთ – მაგალითისთვის გამოცდილი ბრენდის კარგი მტვერსასრუტი ავიღოთ. ერთი შეხედვით, ძვირიანი ნივთი ვალდებულია ბრენდის რეპუტაცია გაამართლოს და წლების განმავლობაში შეკეთება არ დასჭირდეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ერთი წელიც საკმარისია, რომ მტვერსასრუტმა პლასტმასის დნობის სუნი გამოუშვას. დაბალი ხარისხი? არაკეთილმოსურნე მწარმოებელი? აუცილებელი არაა, ასე იყოს. ელექტროტექნიკის კარგ მაღაზიაში გამოცდილი კონსულტანტები თავს ვალდებულად თვლიან, რომ მყიდველებს შეახსენონ: ყველაზე მაღალი კლასის საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობაც 1 საათზე ნაკლები დროით უნდა გამოიყენოთ და მინიმუმ 15-20 წუთით შეასვენოთ: ძრავი არ გახურდება და საკისრის დაზიანების რისკი მინიმუმამდე შემცირდება. მტვერსასრუტი ან ნებისმიერი გაზონის სათიბი მანქანა და ბევრი სხვა ელექტრომოწყობილობა 40-45 წუთიანი მუშაობის შემდეგ უნდა დაასვენოთ.

3. მიკროტალღური ღუმელი მაცივრის ზემოთ არ დადოთ – თუ მიკროტალღურ ღუმელს ხშირად იყენებთ, მაგალითად, საჭმელს დიდხანს აცხელებთ, კერძებს ამზადებთ, ეს მაცივრის კომპრესორს აზიანებს. საქმე იმაშია, რომ მოწყობილობის კედლების მუდმივი გაცხელებისას ძრავი უფრო მეტად მუშაობს, რომ კამერის შიგნით სიცივე შეინარჩუნოს. ასეთი დატვირთვა მომსახურების ხანგრძლივობას ამცირებს. ეს სხვა შედეგებსაც იწვევს: მოწყობილობა მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო საყინულის შიგნით ყინული წარმოიქმნება.

4. მუშაობის შემდეგ კომპიუტერი არ გამორთოთ/დენის წყაროდან არ გათიშოთ – თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერს დიდხანს მუშაობა, სხვადასხვა ამოცანის შესრულება და 24 საათით აქტიური ყოფნა შეუძლია. მოწინავე მომხმარებლები პერსონალურ კომპიუტერს უხმო სისტემით და ქულერით კვირაობით ან თვეობით არ თიშავენ. გამოცდილი მოხმარებლების და სპეციალისტების თვალსაზრისით, ეს ნორმალურია და სასარგებლოც არის. მთავარი მიზეზი „რკინის“ ცვეთის პრევენციაა. კომპიუტერისთვის მუდმივი მუშაობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩართვა/გამორთვა. ამის მიზეზია ენერგიის რყევები, რომელიც დედაპლატას და მასთან მიერთებულ მოწყობილობას მუხტავს. ზოგი თვლის, რომ მუდმივად ჩართული კომპიუტერი ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ ასე არაა. თუ თქვენს ბინაში გაუწონასწორებელი კატები და ძაღლები არ ცხოვრობს, რომლებიც მხოლოდ სადენების ღრღნაზე ფიქრობენ, კომპიუტერის გამორთვა არც ღამით, არც საერთოდ არ გჭირდებათ.

5. სარეცხი მანქანა მუდმივად ჩართული არ გქონდეთ – პირველი მიზეზი: ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა სჯობს ჩართოთ მაშინ, როცა მისი მუშაობის გაკონტროლებას შეძლებთ. როგორი კარგიც არ უნდა იყოს თქვენი მანქანა, რაღაც მომენტში ქსელში შეიძლება ძაბვის რყევა მოხდეს და ამან ელექტრომოწყობილობაში დარღვევა გამოიწვიოს. ასე შეიძლება სარეცხი მანქანა დაზიანდეს. მეორე მიზეზი: თუნდაც ჭკვიანი ტექნიკა გქონდეთ და ზოგიერთი თანამედროვე მოქალაქის მაგალითზე მოგწონთ, როცა მანქანა ირთვება, მაგალითად, თქვენს სახლში მოსვლამდე 2 საათით ადრე, დარწმუნებული ვერ იქნებით, თუ რა მდგომარეობაშია მილები ამ კონკრეტულ მომენტში.