ნიდერლანდებში ავტოსახლი ააგეს, რომელიც წელიწადში 365 დღე მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ნიდერლანდებში უნიკალური ავტოსახლი გამოჩნდა, რომელიც საკუთარი საცხოვრებლით მოგზაურობის მოყვარულების ყველა ოცნებას აასრულებს. ახალი ავტოფურგონი არა მხოლოდ მიმზიდველი ფორმებით, პირველი კლასის სასტუმროს ფუფუნებით და კომფორტით გამოირჩევა, არამედ სუფთა ჰაერი და თავისუფალი გადაადგილება საშუალებას გაძლევთ წელიწადში 365 დღე ისიამოვნოთ. თუ ამას „ჭკვიან“ სისტემებს, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ მასალებს, პანორამულ სახურავს და სახლურ მყუდროებას დაუმატებთ, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა მოდელმა ყველაზე გაბედულ მოლოდინებს გადააჭარბა.

ჰოლანდიურმა კომპანიამ Lume Traveler, რომელიც ქარავნების დიზაინსა და შექმნაზეა სპეციალიზირებული, Lume სერიის ახალი რეტრო–ტრეილერი წარმოადგინა, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ ზონაში და ნებისმიერ ტემპერატურაზე იდეალური სახლია ბორბლებზე. ახალი პროექტის ინიციატორი კიდევ ერთხელ კომპანიის Lume Traveler–ის დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი, ჰაინ ვან დე ლაარი გახდა, რომელსაც შინაურულ კომფორტში მოგზაურობა ძლიერ უყვარს. ბორბლებზე რესპექტაბელური საცხოვრებლის შექმნის იდეამ იმდენად გაიტაცა, რომ საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა.

„ეს ჩემი ოცნება იყო – დამეტოვებინა ნატკეპნი გზა და ევროპის ულამაზესი ადგილები აღმომეჩინა. არა კარავში ან ფურგონში, არამედ სასტუმროს ნომრის მთელი კომფორტით. ვარსკვლავების ქვეშ წოლა – საუკეთესო საწოლია მსოფლიოში. ასევე, სუფთა ჰაერზე ერთ–ერთი ყველაზე საოცარი დელიკატესების მომზადება სრულყოფილ ქურაზე. ოცნება ახდა და არა მხოლოდ ჩემთვის“ – ამბობს კომპანიის მთავარი შთამაგონებელი.

უნივერსალური მოდელის შესაქმნელად სახელწოდებით Lume Nordic-LT540, საფუძვლად გამოიყენეს Lume Basic–ის (Lume LT360-№1) კონსტრუქციული თავისებურებები, რომელიც თავის დროს ევროპულ ბაზარზე გაყიდვების ლიდერი გახდა მინიატურული ზომების, კომფორტის და ტრეილერის მიღმა გატანილი სამზარეულოს ზონის წყალობით.

Novate–ს ცნობა: ჰოლანდიურმა კომპანიამ Lume Traveler ბაზარზე უკვე გამოუშვა 3 ძირითადი მოდელი – LT360-№1, LT540-№1 და LT540–Nordic, სადაც ციფრები ტრეილერის მოცულობაზე ლიტრებში საუბრობს. ყველა ამ მოდიფიკაციას ანოდირებული ალუმინისგან შექმნილი მართკუთხა გარსი აქვს. ყველაზე ბიუჟეტური ვარიანტი ბუქსირებული მისამბელით იყიდება პრინციპით „ააწყვე თავად“, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ავტოსახლად (საკუთარი შესრულებით), ტვირთის გადასაზიდად ან კვების ობიექტად (ფურგონი, რომელიც ქუჩაში საჭმლის მოსამზადებლად და გასაყიდად გამოიყენება). სხვა ვარიანტები სრულად დაკომპლექტებულია და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მზადაა. „ცარიელი“ ტრეილერის ღირებულება 27 ათასი ევროა, ხოლო დაკომპლექტებული მოდელების LT360-№1 და LT540-№1 ფასი 47 ათასი ევროდან იწყება, ყველა სეზონის ვარიანტი Lume Nordiac ორჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

ბოლო ვარიანტი Lume Nordiac გამოირჩევა გაუმჯობესებული გარსით, შიდა სივრცის განლაგების კარდინალური ცვლილებით, განსაკუთრებული დათბუნვის ტექნოლოგიით და გათბობის „ჭკვიანი“ სისტემებით.

ამ მოდელში სამზარეულო ფურგონის შიგნითაა, ასე შეგიძლიათ შვებულება/შაბათ–კვირა ცივ ფიორდზე, დათოვლილ ტყეში ან მაღალმთიან კურორტზე დაგეგმოთ, რადგან კომფორტული ნომრის დატოვება ნამდვილად არ მოგიწევთ. სურვილის შემთხვევაში დიდი ფარდული და მობილური ქურის ზედაპირი საშუალებას გაძლევთ, რომ კერძები სუფთა ჰაერზე მოამზადოთ.

მოკრძალებული ზომების მიუხედავად (სიგრძე – 6 მ, სიგანე – 2,5 მ და სიმაღლე – 2,7 მ) ტრეილერშია ყველაფერია, რომ მოგზაურობისას კომფორტულად დაისვენოთ. სივრცის სწორი განლაგების წყალობით ავტოსახლს აქვს დასასვენებელი ჩაშენებული ზონა რბილი დივნით და გამოსაწევი სავარძელი–პუფი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ ჟურნალის მაგიდად გადააკეთოთ. ავეჯის მობილობის მიუხედავად მასში სათავსო სისტემები გათვალისწინებულია.

როგორც უკვე ითქვა, ფურგონის შიგნით არის მინი სამზარეულო სამუშაო ზონით, ქურით, შესანახი ტუმბოთი, პატარა მაცივრით და საყინულე კამერით, ასევე გამწოვი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. გათვალისწინებულია სასადილო ზონა გასაშლელი მაგიდა–სკამებით, რომლებიც მარტივად შეგიძლიათ გარეთ გაიტანოთ და სუფრა ჰაერზე რომანტიკული ვახშამი და დილით ჩაის სმა მოაწყოთ.

პირადი ნივთების, სუფრის მოწყობილობის და სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად გათვალისწინებულია სტელაჟი და ჩაშენებული კარადა, რომელიც საძინებელ ადგილს მთავარი საცხოვრებელი ზონიდან გამოყოფს.მთელ საძინებელ სივრცეს დიდი საწოლი იკავებს, რომელიც შეზლონგის პრინციპით კომფორტულ დივნად შეგიძლიათ აქციოთ, ქვეშ დამატებითი სათავსოები აქვს. ნივთების და სუვენირების შესანახად შეგიძლიათ ღია მინი სტელაჟები, პანელი–მაგიდა გამოიყენოთ.საძინებელში რბილი ქეჩის და ტყავის ჩანართების წყალობით შორეულ გზაზე მოგზაურობის მოყვარულები სრულად მოდუნებას და დასვენებას შეძლებენ. ყველაზე შთამბეჭდავი გასაშლელი სახურავია, რომელიც პანორამულ ფანჯარას ხსნის და საშუალებას გაძლევთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ლამაზ ცას უყუროთ ისე, რომ თბილი და მყუდრო საწოლი არ დატოვოთ.

კომპანიის მფლობელი მოგზაურებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას ცდილობს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ავტოსახლს კეთილმოწყობილი სააბაზანო ოთახი აქვს, სადაც საშხაპე კაბინა, უნიტაზი და ნიჟარა მოთავსებულია. აღსანიშნავია, რომ ქარავანი აღჭურვილია წყლის ავზებით, ნარჩენების მიმღებით, გათბობის და გაგრილების „ჭკვიანი“ სისტემით, ასევე მზის პანელებით, რაც ყველაზე ველურ ადგილებშიც გაჩერების საშუალებას იძლევა.