სამუშაო ხელთათმნის არჩევა: 5 ფაქტი, რომლის შესახებ გამყიდველები დუმან

ხელთათმანს სხვადასხვა დანიშნულებით პრაქტიკულად ყველა იყენებს. სამშენებლო და ჩვეულებრივ მაღაზიებში ხელთათმანების ფართო ასორტიმენტი იყიდება, მაგრამ ყველა ყურადღებას და შეძენას არ იმსახურებს. სინამდვილეში, სამუშაო ზედაპირს საკუთარი მახასიათებლები და განსხვავებები აქვს. Novate გირჩევთ, რომ ხელთათმნის არჩევისას 5 მარტივი წესი გაითვალისწინოთ, რომლის შესახებ გამყიდველები არაფერს ამბობენ.

1. შოკოლადის ან შავი ფერის ხელთათმანი არ შეიძინოთ

მიზეზი არა ხარისხში, არამედ ფერშია. პრობლემა იმაშია, რომ მასზე დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა რთულია. დიდი რისკია, რომ მუშაობისას ძვირიანი მასალა ან რაიმე დეტალი, ინსტრუმენტი დასვაროთ. შემდეგ მისი გაწმენდა მოგიწევთ, რაც დამატებითი სამუშაო და დროა. თეთრი ხელთათმანი ამ მხრივ გამოსადეგია. ყოველთვის შეგიძლიათ დაინახოთ, რამდენად ძლიერ დაჭუჭყიანებულია და აუცილებლობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ.

2. თეთრ ხელთათმანზე კარგად ჩანს სისხლი დაზიანების შემთხვევაში

სამუშაო ყოველთვის რისკებს უკავშირდება, მით უფრო, თუ მჭრელ ინსტრუმენტებს იყენებთ. ჭრილობა შეიძლება სერიოზული არ იყოს და დაუყონებლივ ვერ შეამჩნიოთ, ვერ იგრძნოთ. თეთრ ხელთათმანზე სისხლი დაუყონებლივ გამოჩნდება და ჭრილობის, დამწვრობის და ა.შ. დაზიანების სწრაფად დამუშავების საშუალებას გაძლევთ. ჭრილობის დროული დამუშავება დაინფიცირების, გართულების რისკს ამცირებს, რადგან ინფექციის გავრცელება ძალიან ადვილია. შავ ხელთათმანზე სისხლის გარჩევა გაცილებით რთულია. სწორედ ამ მიზეზით, ყველა ადამიანი, ვინც კომპანია ჰონდაში მუშაობს, თეთრებშია გამოწყობილი და ხელთათმანიც თეთრი აქვს. თავდაპირველად, მათ დასცინოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდნენ.

3. სინთეტიკური ხელთათმანი არავითარ შემთხვევაში შეიძინოთ

მუშაობის დროს ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება მოხდეს. ყველა რისკის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია. სინთეტიკა ძალიან სწრაფად ალდება. გაცილებით სწრაფად, ვიდრე ბამბის ქსოვილი. გარდა ამისა, დნობა ახასიათებს და ეს პირდაპირ ხელზე, კანზეა მიმართული. ასეთ სიტუაციაში ექიმს ისღა დარჩენია, რომ კანიანად მოგაშოროთ. ჭრილობის შემთხვევაშიც ბამბის ქსოვილი ჭრილობას არ დააბინძურებს. ჭრილობაში სინთეტიკური ძაფი მოხვედრა შეხორცების პროცესს ახანგრძლივებს.

4. ძალიან იაფი ნაწარმი არ შეიძინოთ

რა თქმა უნდა, ასეთი ხელთათმანი ერთჯერადია. მისით მუშაობა მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს. პრაქტიკულად მაშინვე თვალი მიდის, რეზინა იწელება და ხელთათმანი ხელიდან სრიალებს, ნაკერები დისკომფორტს იწვეს.

5. ნაწარმის ხარისხი ერთ დიუმზე ძაფების რაოდენობაზეა დამოკიდებული

ყველაზე იაფი ვარიანტი „ძაფი 4“, ყველაზე ძვირიანი – „კლასი 13“. სხვაობა არა მხოლოდ ფასით, არამედ ხარისხით შეიმჩნევა. „ძაფი 4“, როგორც „ძაფი 5“, არა მხოლოდ დაბალფასიანია, არამედ ცუდი ხარისხისაა. ნივთი ერთჯერადია და მუდმივი მუშაობისთვის არ გამოგადგებათ.

„ძაფი 7,5“ – შესანიშნავი ვარიანტი სამშენებლო სამუშაოებისთვის. ხარისხის და ფასის ოქროს შუალედია. ბამბის ქსოვილის ხელთათმანი, ორმაგი, საკმაოდ სქელი. ყველა შესაძლო დაზიანებისგან კარგად დაგიცავთ. მანჟეტი გამძლე, მოჭერილია, ამიტომ ხელიდან არ სრიალებს, რაც მოსახერხებელია. დამატებით, ზამთარში საკმაოდ კომფორტულია.

„კლასი 10“ – ხელთათმანი, რომელსაც წვრილი ძაფით ნაქსოვი მკვრივი ტექსტურა აქვს. ზუსტი სამუშაოს შესასრულებლად შესანიშნავი ვარიანტია. მასში სინთეტიკურ ბოჭკოებს ამატებენ. ასეთი ნაწარმი ძვირი ღირს, ხშირად ასლები შეგიძლიათ შეიძინოთ.

„კლასი 13“ მაღალი სიზუსტის სამუშაოსთვის არის განკუთვნილი. ხშირად ლატექსით დაფარულია. მისი ღირებულება დაახლოებით 4-ჯერ მეტია. გირჩევთ გამოცდილ კომპანიებში შეიძინოთ, რომელიც სპეციალურ ტანსაცმელს, სასურველია, საბითუმოდ აწარმოებს. ასე უფრო ეკონომიურია და სეზონზე ნამდვილად გეყოფათ.