სასტუმრო-მატარებელი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და პერუს სილამაზე დაათვალიეროთ

თანამედროვე ტურისტების გაოცება რთულია, მაგრამ პერუელებმა ამის გაკეთება მოახერხეს. სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო–მატარებელი გამოჩნდა, რომელიც ქვეყნის საოცარ ადგილებს გადის და მოგზაურებს ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობებს აჩვენებს. Belmond Andean Explorer–ის სარკინიგზო მატარებლი ვიპ კლასის ვაგონებით სტუმრებს საცხოვრებლად საუკეთესო პირობებს, რესტორნულ კვებას, მაღალი კლასის მომსახურებას და დაუვიწყარ ექსკურსიებს სთავაზობს.

დასვენების დღეების ან შვებულების გატარება 5–ვარსკვლავიან სასტუმროში კარგია, მაგრამ უკეთესი შეთავაზებებიც არსებობს. მაგალითად, პერუ მდიდრულ პირობებში დასვენების მსურველებს, რომელთაც სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობების ნახვაც სურთ, საოცარ ტურისტულ მატარებელს სთავაზობს, რომელიც არეკიპას და კუსკოს ქალაქებს შორის მოძრაობს. ეს დასახლებები მაღალ მთებში მდებარეობს, ამიტომ სანახავი და გასასეირნებელი ნამდვილად არის, რადგან უბრალოდ კომფორტულ ვაგონში ჯდომა შეუძლებელია (და არავის სურს).

შენიშვნა: Belmond Andean Explorer–ის კომფორტული ტურისტული მატარებლის მარშრუტი, რომელიც მხოლოდ ექსკურსიებისთვის არის განკუთვნილი, პერუში არსებულ ერთადერთ სარკინიგზო ხაზს გადის. მისი გზა ზღვის დონიდამ 2,3 ათასიდან 4,8 ათასამდე სიმაღლეზე ანდების გავლით გადის. მაღალმთიანეთის საოცარი სილამაზე, ხელუხლებელი ტყე, ბუნებრივი ტბა, თავბრუდამხვევი უფსკრულები, წყნარი ოკეანის სანაპირო, „მარსის“ უდაბნო, მჩქეფარე მდინარეები, ავთენტური სოფლები – ეს ყველაფერი შეგიძლიათ ვაგონის ფანჯრიდან დაინახოთ საქმიანი მოგზაურობის ან სტუმრად წასვლისას. აი, ტურისტებს უფრო გაუმართლათ, რადგან აქვე გასეირნება შეუძლიათ.

Belmond Andean Explorer–ის საექსკურსიო მატარებელი, რომელიც ვიპ კლასის ვაგონებით და ორი ვაგონი რესტორნით აღჭურვილია, არა მხოლოდ თვალწარმტაცი ადგილების ჩაივლის, არამედ ყველაზე ლამაზ ადგილებში ჩერდება. სამდღიანი ტურის შემთხვევაში სტუმრებს საშუალება აქვთ გაისეირნონ უფსკრულის პირას ან ინკების უძველეს ქალაქში, მაჩუ–პიქჩუში გაემგზავრონ, სოფელ რაქჩიში ცნობილი ტაძარი ვირაკოჩა მოინახულონ, ან ლა–რაიას უღელტეხილზე მზის ჩასვლას შეხვდნენ, მთის ლურჯი ტბით Laguinillas და წყნარი ოკეანის უსასრულო წყლებით დატკბნენ.

მოგზაურებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ მსოფლიოში ერთადერთ სანაოსნო ტბაზე ტიტიკაკაზე (Titicaca), რომელიც 3,8 ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს, და მოინახულონ ურუს ხალხი, რომლის მაცხოვრებლებიც მცურავ კუნძულებზე ცხოვრობენ.

ნათელ შთაბეჭდილებებს არა მხოლოდ ბუნებრივი სილამაზე ტოვებს, არამედ პერუს ყველაზე ელეგანტური ქალაქის არეკიპას და ულამაზესი ქალაქის კუსკოს ისტორიული უბნების დათვალიერება. არეკიპას ისტორიულ ნაწილში შენობები თეთრი ვულკანური ქვისგან კოლონიალურ სტილშია აგებული, ამიტომ ტურისტებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ამ უძველეს ქალაქში მოგზაურებს შეუძლიათ ნახონ წმინდა კატალინას ცნობილი მონასტერი, მარიო ვარგასის მუზეუმი, სადაც ხუანიტა ლოსას მუმიას ნახავენ, ასევე ფერად ქუჩებში გაისეირნონ.

ინკების იმპერიის დედაქალაქში, კუსკოში, სტუმრები შეძლებენ ინკა როკას სასახლის ნაშთები, საოცრად ლამაზი კორიკანჩას ტაძარი დაათვალიერონ, საქსაუმანის არქეოლოგიურ პარკში და ინკების წმინდა ველზე (აქ ინკების ცივილიზაცია დაიბადა) გაისეირნონ, ინკების მუზეუმს და პლანეტარიუმს ეწვიონ.

აღსანიშნავია, რომ თავად სასტუმრო მაღალი სტანდარტებით აღჭურვილია. Novate–ს ინფორმაციით, მოგზაურებს ელოდებათ კომფორტული კუპე, მათგან ორი ლუქს კლასის კუპე ორადგილიანი საწოლით, ინდივიდუალური სასტუმრო და სააბაზანო ოთახებით.

32 კუპე 2 სტუმარზეა გათვლილი, მათგან 20 კუპეს ორი ერთადგილიანი საწოლი აქვს, ხოლო დანარჩენ 12-ში მოგზაურებს შეუძლიათ იგივე გამოცდილება მიიღონ, როგორც ჩვეულებრივ მატარებელში, რადგან საძინებელი ადგილი ორ დონეზეა მოთავსებული. მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 68, მათში მსახურების, მოახლეების, მზარეულების, მექანიკოსების და მმართველის თანაშემწეთა გუნდი არ შედის.

თითოეული კუპე უნიკალურ სტილშია გაფორმებული. კომფორტული მოგზაურობისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორისაა რბილი საწოლი, მდიდრული თეთრეული, სათავსო, მაგიდა, საკუთარი ტუალეტის ოთახი, მულტიმედიური ზონა და ზარი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ გამოიყენოთ.პირველივე ზარზე მსახური გაჩნდება, რომელიც თქვენს თხოვნას ან პრეტენზიას ყურადღებით მოისმენს და საჭიროების შემთხვევაში გუნდის სხვა წევრს დაუძახებს. ასევე ზარით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ საწოლში საუზმის მირთმევა გსურთ, საუზმე დაუყონებლივ კუპეში გაჩნდება.

მატარებელს ორი რესტორანი აქვს, მათგან ერთში ერთდროულად 32 ადამიანი თავსდება, მეორეში – 22, აქვე შედის ბარი და ლაუნჯ ზონა. რესტორნები გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით, პანორამული ფანჯრებით და გემრიელი კერძებით, რომელთაც ქვეყნის საუკეთესო მზარეულები ამზადებენ. მაგიდები ისეა განლაგებული, რომ ყველა სტუმარმა თვალწარმტაცი პეიზაჟით ტკბობა შეძლოს და კულინარიული შედევრების განუმეორებელი გემოთი ისიამოვნოს.

თუმცა ეს ყველა საოცარი მომენტი არაა, რომელიც ტურისტული მატარებლით მოგზაურებს ელოდებათ. ამ მდიდრულ მატარებელს ორი ვაგონი სალონი აქვს, სადაც სტუმრები დასვენებას, ურთიერთობას, ბევრი კოქტეილის გასინჯვას და ცოცხალი მუსიკის მოსმენას შეძლებენ, რადგან ადგილობრივი მუსიკოსები და არტისტები მოწვეული ჰყავთ.

უჩვეულო მოგზაურობის მოყვარულთათვის ყველაზე სასიამოვნო ზონა მატარებლის ყველაზე ბოლო ვაგონში მდებარეობს. ვაგონის ნაწილს ღია სივრცე აქვს, სადაც ქარში გასეირნებას შეძლებთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დასასვენებელი ზონა ბორბლებზე საოცარი პეიზაჟისგან გამოიყოფა მხოლოდ ელეგანტური მოაჯირეებით და სახურავით, დანარჩენი სივრცე ღიაა. აქვეა დივანი, მაგიდა და რამდენიმე ოფიციანტი, რომლებიც პლედში გაგახვევთ, თუ გარეთ ძალიან ცივა. ასევე არომატულ ყავა/ჩაის ან ეგზოტიკურ კოქტეილს შემოგთავაზებთ.

შენიშვნა: ტურისტული მატარებლით სამდღიანი ტური, რომლის დროსაც არ მოგიწევთ ღამის გასათევ ადგილზე, კვებასა თუ ჰიგიენური პროცედურების მიღებაზე ფიქრი, ინგლისურენოვანი გიდის მოძებნა, რომელიც სრულყოფილ ექსკურსიას ჩაატარებს, მინიმუმ 1 დღე 1,5 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. თუ სტუმრები ლუქსით მოგზაურობას ისურვებენ, ფასი იმავე პერიოდში 2,5 ათასამდე გაიზრდება.